ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1081
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
afxazi |
Jan 13 2010, 03:07 PM
პოსტი
#1082
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
აბე
ციტატა ხო რა იყო, ღმერთი პიროვნებაა. ეს გამოთქმა არ არის სწორი. ღმერთი არის ერთი მარტივი, ზესრული არსი სამ სრულ გვამოვნებაში (იოანე დამასკელი). ციტატა ფარაონის კვერთხები რომ გველებად გადაიქცა ეს ხომ იყო ეშმაკისგან და მოსეს კვერთხი რომ გადაიქცა ეს ღვთისგან.გინდა სასწაული დაარქვი, გინდა ფოკუსი, ყოველშემთხვევაში ეშმაკს აქვს ისეთი რაღაცეების გაკეთების უნარი, რაც ადამიანს არ შეუძლია და არ უნდა გვინდოდეს ჩვენ ასეთი ფოკუსების კეთება. რაში გვჭირდება თორე ხო... არ ვიცი რატომ დაიჟინე მაგრამ ნებისმიერი ამგვარი "ფოკუსი", რომელიც სასწაულად გვეჩვენება არის მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი, არაბუნებრივი. მაგალითად კანას გალილეაში მომხდარი სასწაული ჭეშმარიტი იყო იმ გაგებით, რომ წყალი ბუნებრივად გადაიქცა ღვინოდ, ანუ წყლის ბუნება შეიცვალა ღვინით, რადგან სტიქიონთა ბუნების ერთადერთი შემცვლელი არის მათი დამბადებელი. ხოლო იგივე სასწაული ვთქვათ ეშმაკისგან აღსრულებული არ იქნებოდა ბნებრივი იმ გაგებით, რომ წყლის ბუნება არ შეიცვლებოდა ღვინის ბუნებით, არამედ ეს ადამიანს მოეჩვენებოდა რომ ის ღვინოა, სინამდვილეში კი ის ისეთივე წყალი დარჩებოდა. ყოველიშემძლეობა დიახაც არის ერთ-ერთი უაღმატებულესი საღვთო თვისება. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
აბე |
Jan 13 2010, 04:02 PM
პოსტი
#1083
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე ეს გამოთქმა არ არის სწორი. ღმერთი არის ერთი მარტივი, ზესრული არსი სამ სრულ გვამოვნებაში (იოანე დამასკელი). ანუ ღმერთი არის არა 1 პიროვნება არამედ 3? ანუ 3 ჰიპოსტასი ნიშნავს სამ პირს, ანუ სამ პიროვნებას? მე მამა თეოდორეს ქადაგებას ვესწრებოდი, სადაც ნახევარი საათი საუბრობდა იმაზე, რომ ღმერთი პიროვნებაა. პიროვნება რომ არ იყოს, მას სიყვარული არ შეეძლებოდაო თუ რაღაც ამგვარი ლოგიკით ასაბუთებდა ამას, ზუსტად არ მახსოვს. შემიძლია ამოვჭრა ეგ მონაკვეთი და დავდო აქ. რა ვიცი აბა... შეიძლება ჩემნაირებს რომ გაეგოთ იმიტომ თქვა ასეთი გლეხური ენით... არ ვიცი რატომ დაიჟინე მაგრამ ნებისმიერი ამგვარი "ფოკუსი", რომელიც სასწაულად გვეჩვენება არის მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითი, არაბუნებრივი. მაგალითად კანას გალილეაში მომხდარი სასწაული ჭეშმარიტი იყო იმ გაგებით, რომ წყალი ბუნებრივად გადაიქცა ღვინოდ, ანუ წყლის ბუნება შეიცვალა ღვინით, რადგან სტიქიონთა ბუნების ერთადერთი შემცვლელი არის მათი დამბადებელი. ხოლო იგივე სასწაული ვთქვათ ეშმაკისგან აღსრულებული არ იქნებოდა ბნებრივი იმ გაგებით, რომ წყლის ბუნება არ შეიცვლებოდა ღვინის ბუნებით, არამედ ეს ადამიანს მოეჩვენებოდა რომ ის ღვინოა, სინამდვილეში კი ის ისეთივე წყალი დარჩებოდა. ყოველიშემძლეობა დიახაც არის ერთ-ერთი უაღმატებულესი საღვთო თვისება. ხოდა, მოჩვენებითია თუ ნამდვილია, ჩვენ ადამიანებს მაგ მოჩვენებითის გაკეთებაც არ შეგვიძლია და თუ მოგვინდება ჩვენც შეგვეძლოს ასეთი ფოკუსების კეთება, ეშმაკის მსახური უნდა გავხდეთ რო მოგვცეს ამ ფოკუსების კეთების ნიჭი ეშმაკმა. და საერთოდ არაფერ შუაში რომ არ იყოს ეშმაკი, არაფერში არ გვჭირდება ისინი. ამაში ვცდები? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი