"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sable |
Jan 13 2010, 08:25 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
ივერიელი
კი ოღონდ გიორგის ძე დავით VII-ე მონღოლრი წესის მიხედვით იქნა მეფედ აღიარებული, მაგ საკითხზე დიდი ყაენთან დავით ნარინის რუსუდანის ძის მომხრეები ამტკიცებდნენ რომ ჩვენთან უკანონო შვილის კურთხევა არ ხდებაო, რასაც დავით გიორგის ძის მომხრეები არ აპროტესტებდნენ სამაგიეროდ მონღოლურ კანონს იშველიებდნენ რომლის მიხედვითაც უკანონო და კანონიერი შვილი თანასწორად იყო აღიარებული და ამ კანონის მიხედვით ითხოვდნენ დავით ლაშას ძის მეფედ კურთხევას. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი