რატომ მოხდა ასე? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ მოხდა ასე? |
აკაკი |
Jan 12 2010, 11:49 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
2002 წელს ულან უდეში (რუსეთის ფედერაცია) აღმოაჩინეს ხის დიდი ყუთი, რომელშიც ლოტოსის პოზაში მჯდომი ბუდისტი ბერის სხეული იყო. კუნთები, კანი, კიდურები რბილი და მოქნილი იყო, სახსრები მოძრავი, ისე როგორც ახალ გარდაცვლილებს აქვთ ხოლმე. ანალიზმა დაადგინა, რომ სხეული ეკუთვნოდა ითიგელოვს – ბუდისტ ბერს, რომელიც 1927 წელს გარდაიცვალა. ამ ამბავმა რუსეთის მთელი პრესა ააჭრელა. წესით სხეულის ასე შენახვა მარტო მუმიფიცირებისას არის შესაძლებელი, მაგრამ გვამს მუმიფიცირების არანაირი ნიშნები არ ჰქონდა. სხეული აბრეშუმის ტანსაცმლით იყო შემოსილი. ითიგელოვი რუსეთში ისტორიულად ცნობილი პიროვნება იყო. ის ბურიატის(რუსეთის ფედერაცია) ბუდისტურ უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც მედიცინისა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი აიღო. 1911 წელს ის ჰამბო ლამა გახდა (რუსული ბუდისტური ეკლესიის ხელმძღვანელი). 1913-1917 წლებში აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. დაპატიჟებული იყო რომანოვების სახლში 300 წლისთავთან დაკავშირებით. მალე მან გახსნა პირველი ბუდისტური ტაძარი პეტერბურგში და 1917 წლის 19 მარტს ის ნიკოლოზ II-მ დააჯილდოვა წმ.სტანისლავის ორდენით. პირველი მსოფლიო ომის დროს ითიგელოვმა შექმნა ორგანიზაცია “ბურიატის ძმები”. ჯარისკაცებს ეხმარებოდა ფულით, საკვებით, ტანსაცმლით, წამლებით, ასევე დაჭრილებისთვის სპეციალური საავადმყოფო ააშენა, რისთვისაც წმინდა ანას და სხვა მრავალი ჯილდო მიიღო. 1926 წელს ითიგელოვმა ბერებს ურჩია, რუსეთი დაეტოვებინათ, რადგან “წითელი ხელისუფლება” მოდიოდა (თვითონ რუსეთში დარჩა). 1927 წელს, როცა 75 წლის იყო, თავის სულიერ ძმებს უთხრა, რომ სიკვდილისთვის ემზადებოდა და თხოვა, მედიტაციისთვის მომზადებულიყვნენ. ბერებმა უარი განაცხადეს, რადგან ითიგელოვი ჯერ ცოცხალი იყო. მაშინ მან მარტომ დაიწყო მედიტაცია, რამდენიმე ბერი შეუერთდა მას და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ითიგელოვმა დატოვა ანდერძი, სადაც ითხოვდა, რომ კედარის ყუთში ჩაესვენებინათ მისი სხეული იმავე პოზაში, რა პოზაშიც გარდაიცვლებოდა. ასევე მან სიტყვიერად თხოვა ბერებს, რომ მისი სხეული რამდენიმე წლის შემდეგ ენახათ. ბერები ასეც მოიქცნენ 1955 და 1973 წლებში, მაგრამ კომუნისტების შიშით მისი უხრწნელობის შესახებ ცნობა ვერ გაავრცელეს. 2002 წელს მოხდა მისი ექსჰუმაცია და სხეული გადაასვენეს მის ამჟამინდელ რეზიდენციაში, ივოლგინსკი დაცანში. სხეული შეამოწმეს ბუდისტმა ბერებმა და, რაც მთავარია, მეცნიერებმა და პათოლოგ-ანატომებმა. ოფიციალური დასკვნა ასეთი იყო: გვამი კარგადაა შემონახული, გახრწნისა და ლპობის არანაირი კვალი, მოქნილი კუნთები, სახსრები, ძვლები და შინაგანი ორგანოები. მნიშვნელოვანი ის იყო, რომ სხეული ბალზამირებელი ან მუმიფიცირებული არ ყოფილა. რამდენიმე თვის შემდეგ ითიგელოვის სხეული მინის კონტეინერში ჩასვეს და მისი ნახვა ნებისმიერს შეეძლო. კონტეინერში არანაირი სპეციალური გარემო არ შეუქმნიათ (გათბობა, ნესტის მარეგულირებელი ან რამე მსგავსი), მაგრამ მისი სხეული ისევ ისეა. როგორ – არავინ იცის. ითიგელოვის ამბავი ერთადერთი დადასტურებული და ცნობილი შემთხვევაა, როცა ბუდისტის სხეული უხრწნელია. |
ლურჯი ბუ |
Jan 13 2010, 08:37 PM
პოსტი
#22
|
...ანუ მე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,030 რეგისტრ.: 1-August 09 მდებარ.: Neverland წევრი № 7,332 |
იქნებ უფალმა შეიწყალა ვინმე არამართლმადიდებელი, თუნდაც ეს ბუდისტი ბერი. ბოლო-ბოლო დღევანდელი მართლმადიდებლებიც უფლის შეწყალების იმედზე არ ვართ?! და რაა გასაკვირი, რომ ისინიც შეიწყალონ უფალმა. აბე +1 ძალიან კარად დაგიწერია ჩემო ძმაო -------------------- "დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ მათი სადავეები უფალს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში, რაშიც განიკითხავ სხვას“
|
terra |
Jan 14 2010, 05:45 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
აბე +1 ძალიან კარად დაგიწერია ჩემო ძმაო აბეს და შენს ენთუზიაზმს და მოწოდებას მივესალმები, მთელი გულით მაგრამ ასეთი აზროვნება, სამწუხაროდ დამღუპველია ადამიანის სულისთვის, რეალურად. მოძღვრებთან გაარკვიეთ ეს საკითხი, თუ გყავთ -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 07:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი