"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა", საქართველო და მონარქია |
marine |
Jan 23 2008, 01:07 AM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღვთის სათნო-მყოფელი ხალხი ღირსია, ჰყავდეს ღვთისგან კურთხეული მეფე. მეფის პატივისმცემელი ხალხი ამ გზით სათნოეყოფა თვითონ ღმერთს, რამეთუ მეფის მიერაა განწესებული."
/წმ. ფილარეტ მოსკოველი/ "ღვთის თვალში არაა იმაზე უკეთესი ხელისუფალი, ვინემ ხელისუფალი მართლმადიდებელი მეფისა." /ღირსი სერაფიმ საროველი/ "მეფე განსულიერებული ხატია ზეციური მეუფისა." /ღირსი მაქსიმე ბერძენი/ "ღმერთმა ქრისტიანებს ორი უმაღლესი ნიჭი მიჰმადლა: მღვდლობა და მეფობა, რომელთა მეშვეობითაც მიწიერი საქმეები იმართება ზეციურის მსგავსად." /ღირსი თეოდორე სტუდიელი/ "მეფის პატივისმცემელი ერი ღმერთს აამებს, რადგან მეფე ღვთივკურთხეულია." "დედამიწაზევე ნეტარია სახელმწიფო, რომელიც თავის მოქალაქეებს ზეციური სამეფოს მოპოვებაში დაეხმარება." ჟურნალი "კრიალოსანი" N12, 2007 წ. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
neo |
Jan 14 2010, 06:28 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ჰო, ინტუიციურად მგონია რომ მეფის ინსტიტუტი კარგი იქნება მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედო ძალიან ცოტა რამეა ხელჩასაჭიდი, რომ ეს საჭიროა...
საპატრიარქო ცდილობს რომ აღადგინოს, მაგრამ ჯერ არსობრივად უნდა ჩამოყალიბდეს და გააზრებული იქნას, რა საჭიროა მეფე და თუ იქნება რას შეიცვლება რეალურ ყოფაში... საპატრიარქო უნდა შეეცადოს გაცდეს კატეგორიული აზროვნების ფარგლებს. უბრალოდ სახარებაში რომ წერია და წმინდა მამათა გადმოცემებიტ რომ ვიცით მეფობის ინსტიტუტის აუცილებლობის შესახებ ეს რა ტქმა უნდა საკმარისი არ არის არც ცვლილებისთვის და არც ,,სწორი ცვლილებისთვის". პირველ რიგში საპატრიარქომ ცოტა ხნით გვერდით უნდა გადადოს გადმოცემები და მოძღვრებები და რეალურად გაიაზროს მეფის ფუნქცია, არა პიროვნების არამედ ინსტიტუტის ფუნქცია და შემდეგ ეს დაანახოს ხალხს... დაანახოს დღეს რა პრობლემების ზინაშე ვდგევართ მაგ ინსტიტუტის არ არსებობის გამო. მეორე რიგში საპატრიარქომ კარგად უნდა დაინახოს იმ ხალხის ინტერესები ვისაც რეალურად შეუცლია ამ ცვლილების მოხდენა. გაიაზროს ეს ინტერესები და ისე დასვას ამოცანა რომ ახალი ინსტიტუტი ყველას აწყობდეს, პრეზიდენტსაც, ერსაც და ბერსაც. მესამე და აუცილებელი არის რომ საპატრიარქომ დაამსხვიროს ,,ბაგრატიონთა" შტოს ერთადერთობის მითი. და ცოტა ხნით გაიაზროს სხვა ალტერნატივები. არ გამოდგებ აქ კატეგორიული აზროვნება. ხანდახან საჭიროა საწინააღმდეგოს დაშვება რომ დაამტკიცო ის რისი დამკიცებაც გსურს. ზოგადად ამ თემის განხილვაში საპატრიარქომ უნდა შეძლოს თანამედროვე ბიზნეს განათლების მქონე პირების ჩართვა. საპატრიარქომ უნდა დაინახოს სახელმწიფო როგორც ორგანიზაცია და მეფე როგორც ერთ ერთი მმართველი ან პოლიტიკოსი ამ ორგანიზაციის სათავეში... თუ ასე შევხედავთ, მაშინ უფრო გამკრისტალდება მეფის ფუნქცია ვინაიდა თანამედროვე ბიზნეს და ორგანიზაციული მართვის განათლების მქონე ავტორიტეტული ფიგურები შეძლებენ პრაგმატული აზრის დანახვას მეფობის ინსტიტუტში. რა თქმა უნდა ჩემი მოკრძალებული აზრით. -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი