მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
mr.satadarigo |
Jan 2 2010, 03:24 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ამ ჩანაწერში მალხაზ ერქვანიძე კითხულობს კილოში,მე ძალიან მომწონს,ზოგიერთს არ მოეწონა,ვინ რა აზრის ხართ იქნებ დაწეროთ....კარგი იქნებოდა ყველა ტაძარში ასე რომ ამბობდნენ
http://bin.ge/file/115040/9-netareba.mp3.html -------------------- მდგმურები ვართ
|
კანონისტი |
Jan 16 2010, 02:07 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ერთი საინტერესო დეტალია გასათვალისწინებელი მათთვის, ვისაც სრული სახით უნდა ძველი კილოს აღდგენა.
თანამედროვე სალიტერატურო ქართულში მიღებულია, რომ ქართულ ენას აქვს ფიქსირებული მახვილი და იგი ერთ-, ორ- და სამმარცვლიან სიტყვებში თხრობით კილოში მოდის პირველ მარცვალზე, ხოლო სამზე მეტმარცვლიან სიტყვებში – ბოლოდან მესამე მარცვალზე. კითხვით კილოში კი ბოლო მარცვალზე. ჭა' სა'ხლი ქვე'ყანა საქა'რთველო საქართვე'ლოში მე ვა'კეთებ. მე ვაკეთე'ბ? ეს თანამედროვე ქართულში. საინტერესოა ძალიან, პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი – იტალიურ-ქართული ლექსიკონი, სადაც იტალიური სიტყვების ქართულ თარგმანს მიწერილი აქვს ქართული სიტყვების ლათინური ტრანსკრიპცია და მახვილი. და... ჰოი საოცრებავ, იმ დროინდელ ქართულში თურმე არა ბოლოდან მესამე, არამედ ბოლოდან მეორე სიტყვაზე მოდიოდა მახვილი. ცადეთ და წაიკითხეთ ეს ტექსტი ჯერ თანამედროვე, მერე კი ძველქართული მახვილით: თანამედროვე მი'წყალე მე ღმე'რთო დი'დითა წყალო'ბითა შე'ნითა და მრა'ვლითა მოწყალე'ბითა შე'ნითა ა'ღხოცე უსჯულოე'ბაი ჩე'მი. ძველი ქართული მიწყა'ლე მე ღმე'რთო დიდი'თა წყალობი'თა შენი'თა და მრავლი'თა მოწყალები'თა შენი'თა აღხო'ცე უსჯულოება'ი ჩე'მი. ყურადღება მიაქციეთ, რომ იოტა ნახევრადხმოვანია და იგი როგორც ინგლისური Y ისე უნდა იქნეს წაკითხული. ატყობთ სხვაობას ჟღერადობაში? ცოტათი მოხევურ-ხევსურულ კილოს ჰგავს ხომ? მაშინ ასე უნდა წავიკითხოთ. თუკი ასე წავიკითხავთ, მაშინ გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ დღეს რეალურად მართალია საღვთისმსახურო ტექსტები ძველქართული გვაქვს, მაგრამ რეალურად მას ახალქართულზე ვკითხულობთ. გარდა კილოსი (რაზეც ზემოთ დავწერე), ჩვენ იმ 5 ბგერას, რომელიც ამოღებულია ახალქართულში, ახალქართული ჟღერადობით ვამბობთ. ვამბობთ ხ და არა ქხ, ვამბობთ ვი და არა უი.... და ასე შემდეგ. ესეც უნდა გადაწყდეს, რა გზით წავალთ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 06:22 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი