რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა, ურთიერთკავშირი, არგუმენტები და ფაქტები. |
lingvo |
Dec 28 2009, 11:22 PM
პოსტი
#1
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.
• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით • განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში • სუროგატი დედობა • დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს: 1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა 2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე 3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას 4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია 5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე. 6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა 7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს. მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას. პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში. ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად. იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება. ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა. მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
გიორგი |
Jan 17 2010, 12:42 AM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
lingvo
ციტატა ეს ისე განსხვავდება როგორც ცა და მიწა, მაგრამ თითქოს ერთი და იგივედ წარმოჩინდება თუ ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა მაშინ ერთი სერიოზული არგუმენტიც კი რატომ ვერ მოვისმინე? მხოლოდ ცარიელი ლაპარაკი: დაუშვებელია, მიუღებელია და ა.შ. gurulo ციტატა 1. ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისთვის დიახ, ადამიანის უფლებაა იზრუნოს საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ციტატა 2. დასაშვებია არახელოვნური გზით მკურნალობა არახელოვნური გზით მკურნალობა არ არსებობს, ამიტომ ის არც დასაშვებია და არც დაუშვებელი. აბსოლუტურად ყველა მკურნალობა (გამონაკლისის გარეშე) გულისხმობს ბიო-სამედიცინო და ქიმიურ ჩარევას. ის არის ადამიანის მიერ მოგონილი/აღმოჩენილი მეთოდი. აბსოლუტურად ყველა მათგანი გულისხმობს ადამიანის სხეულზე ზემოქმედებას. მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა. ციტატა 3 მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის მკურნალობა და ხელ. განაყოფიერება სხვადასხვა რამ არის, მაგრამ ორივე ხელოვნური. ციტატა 4 ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა დიახ, ჯვრისწერის გარეშე სქესობრივი კავშირი ცოდვაა. ციტატა 5 ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება ადამიანის ჩასახვა უფლის ნებით ხდება, უფლის ნებითვე ხდება მისი მკურნალობაც. (მკურნალობა ყოველთვის ხელოვნურია, ლოცვით განკურნების გარდა) და ამ ყველაფრით რისი თქმა გინდა? lingvo ციტატა ყველა დებულებაში გეთანხმები, მაგრამ ეს განმიმარტე. რას ნიშნავს არახელოვნური გზით მკურნალობა? არაფერს. რას უნდა ნიშნავდეს? რომელი მკურნალობაა ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ინსტრუმენტების და ქიმიური საშუალებების გარეშე? არც ერთი. არახელოვნური მკურნალობა იმ გაგებით რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ არის მხოლოდ ერთი - ლოცვით განკურნება. athos ციტატა 1. რამდენად სრულყოფილია ხელოვნური განაყოფიერების შედეგად დაბადებული ადამიანი? რამდენადაც მე ვიცი საკმაოდ სრულყოფილი. თუმცა აქ პრინციპზეა საქმე. თუ არაა სრულყოფილი (თუნდაც ცალკეული შემთხვევები) მაშინ მეთოდია ასამაღლებელი. ციტატა 2. აქვს თუ არა მღვდელს უფლება უარი თქვას ასეთი გზით დაბადებული ბავშვის მონათვლაზე? არამც თუ უფლება აქვს, ეს ბარბაროსობაზეც კი მეტია... ადამიანი (ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული) რომ მივიდეს სასულიერო პირთან და მომნათლეო რომ უთხრას, ქრისტეანი მინდა ვიყოო და ამაზე სასულიერმა პირმა უარი რომ უთხრას, მომაკვდინებელ ცოდვას აიღებს საკუთარ თავზე - ადამიანისთვის ქრისტეს ეკლესიის გზის ჩაკეტვას. gurulo ციტატა ცოტა რთული ტერმინია, არახელოვნური გზა გასაგებია რაც არის მარა მკურნალობად ვინ რას მიიჩნევს ეგ მეორე. არ ვიცი მაგრამ დღევანდელი მეცნიერება ისე განვითარდა რომ შეიძლება რაიმე ქიმიური ზემოქმედებით ადამიანს ,,შეაყვაროს" რომელიმე სუბიექტი ან ობიექტი..ან მკურნალობად ჩათვალოს ის რომ ჰომოსექსუალი თავის სხეულში ვერ გრძნობს თავს კარგად და სქესი შეუცვალოს... მე ვიგულისხმე ის ხელოვნური ჩარევები რომელიც გიორგიმ ახსენა - ანტიბიოტიკები, ხელოვნური ფეხი, გლანდების ოპერაცია და ა.შ. შენი ლოგიკის პრობლემაც ამაშია... აბსოლუტურად ყველა მკურნალობა არის ხელოვნური: ანტიბიოტიკებითაც, ხელოვნური ფეხის მონტაჟითაც და ტრანს-სქესობრივი ოპერაციითაც (სქესის შეცვლა). აბსოლუტურად ყველა ხელოვნურია, უბრალოდ ზოგი მისაღებია რელიგიისთვის და ზოგი - არა, მაგრამ იმის განსაზღვრა თუ რომელია მისაღები უნდა მოხდეს ცალსახა კონკრეტული არგუმენტირებით და არა იმით, რომ ეს ხელოვნურია და ის არა, ყველა ხელოვნურია ლოცვით განკურნების გარდა და თუ რომელიმე მკურნალობა (ან პროცესი) მიუღებელია რელიგიისთვის ეს სხვაგვარად უნდა ჩამოყალიბდეს მკაფიოდ და არა იმაზე აპელირებით თუ რა არის ხელოვნური... აბე და თუ ღმერთი ფეხს გტეხავს ე.ი. ასეა საჭირო და არ ვმკურნალობთ, არ ვისვამთ ფეხს თაბაშირში და ვაგდივართ შუა ოთახში და საშინელი ტკივილისგან ისტერიულად ვკივით? თუ ღმერთის გავლენა არაა ფეხის მოტეხვა და ღმერთი მხოლოდ უნაყოფობის საკითხში ერევა ხოლმე? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი