სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| lingvo |
Dec 28 2009, 11:22 PM
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.
• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით • განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში • სუროგატი დედობა • დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს: 1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა 2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე 3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას 4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია 5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე. 6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა 7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს. მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას. პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში. ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად. იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება. ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა. მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
| გიორგი |
Jan 17 2010, 02:47 PM
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
gurulo
ციტატა შენი პოსტის უდიდესი ნაწილი რატომღაც ამ ტერმინს უკავია, რომელიც თავის მხრივ მოცემულ სიტუაციაში არაარსსებითია. ციტატა თუ გგონია რომ მაგით რამეში შემედავე ან მაგხელა პოსტი იმას ნიშნავს რომ საკითხი კარგად გესმის და მიზნობრივად საუბრობ ძალიან ცდები. შეიძლება არა არსებითად ვსაუბრობ, შეიძლება არც საკითხი მესმის კარგად (არც მედიცინის სფეროდან ვარ და არც თეოლოგიის), შეიძლება არამიზნობრივადაც ვსაუბრობ და შეიძლება ვერც შეგედავე შენი თვალთახედვით, მაგრამ ვთვლი, რომ ხელოვნური განაყოფიერება არ არის ქრისტეანობის საწინააღმრდეგო. ციტატა ეს არის მარტივი მაგალითის თითზე დახვევა რომელიც მიმართული შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი ადამიანის მიმართ რომელიც ყოველგვარ ხელოვნურ ქმედებას გმობს. არავითარ შემთხვევაში. ჩემი ლოგიკა ასეთია: 1. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა დავგმოთ (თუ ხელოვნურობაშია საქმე) 2. ან ყველაფერი ხელოვნური უნდა მივიღოთ (თუ ხელოვნურობა პრობლემა არაა) 3. ხოლო, თუკი ზოგი რამ ხელოვნური მისაღებია და ზოგი რამ კი დასაგმობი, (ანუ ხელოვნურობის საკითხს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს) მაშინ ძალიან კონკრეტული არგუმენტები უნდა დაიწეროს თუ რატომ არის ხელოვნური განაყოფიერება დასაგმობი, მაგრამ სხვა რაღაც ხელოვნური პროცესი კი მისაღები. ეს კონკრეტული არგუმენტი კი უნდა იყოს ცალსახად განსაზღვრული თეოლოგიური მომენტი და არა ზოგადი ლაპარაკი, რომ ადამიანი მნიშვნელოვანია, ეს ღვთის საქმეში ჩარევაა და ა.შ. სამწუხაროდ ასეთ არგუმენტებს ვერ მივიღებ. ვერ მივიღებ, რადგან არც იმას საზღვრავ რას ნიშნავს ღვთის საქმეში ჩარევა , (მაგ. რატომ არის რომ რეპროდუქციაზე მკურნალობა არაა და განაყოფიერება კი არის) ვერ ვხვდები რას გულისხმობ იმაში რომ ადამიანი მნიშვნელოვანია და საერთოდ ვერსად ვერ ვხედავ ერთიან და ცალსახა პრინციპს თუ რატომ არის არაქრისტეანული ხელოვნური განაყოფიერება ანუ რაშია პრობლემა: 1. მეთოდის და ინსტრუმენტების ხელოვნურობაში? მაშინ მართლა არ მესმის, უბრალოდ არ მესმის, მკურნალობა რატომაა მისაღები ხელოვნურობა/ბუნებრიობის გადმოსახედიდან და განაყოფიერება კი არა. თუ ხელოვნურობა/ბუნებრიობის საკითხი არაა არსებითი, მაშინ: 2. ადამიანის/სიცოცხლის დაბადებასთან რომ გვაქვს საქმე ეს არის პრობლემა? თუ ესაა პრობლემა, მაშინ შობადობისთვის/რეპროდუქციისთვის მკურნალობაც (და არა სხვა რაიმესი!) იგივე გამოდის, რადგან ისიც შობადობას და ადამიანის/სიცოცხლის დაბადებაში ჩარევა გამოდის. არ იმკურნალებ - არავინ დაიბადება, იმკურნალებ - დაიბადება. თუ არც სიცოცხლის/დაბადების საკითხების გადაწყვეტაა მაშინ რა არის პრობლემა? ციტატა ისე ნება და დაშვება მე სხვანაირად მესმის. თუ ვიტყვით რომ ყველაფერი რაც ქვეყანაზე ხდება უფლის ნებაა გამოდის რომ ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ნება რაც ქრისტიანი ადამიანის უმთავრესი განსაზღვრებაა. უფლის ნება იყო სოდომის და გომორის დაქცევა, ებრაელების ტყვეობიდან დახსნა...ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა შეიძლება მივაწეროთ უფლის ნებას მაგრამ ყოველივე დანარჩენი არის უფლის დაშვება ვიცი რაც არის ღვთის ნება და ღვთის დაშვება. განსხვავებაც ვიცი. ღვთის ნებაც და ღვთის დაშვებაც ყველა ქრისტეანს ერთნაირად უნდა ესმოდეს. მეც შენსავით მესმის, მაგრამ გააქვს რაიმე სერიოზული არგუმენტი, რომ მაგ. საშვილოსნოს მკურნალობა ღვთის ნებაა, ხოლო აი, ხელოვნური განაყოფიერება კი ღვთის დაშვება? თუ ორივე ღვთის დაშვებაა? თუ ორივე ღვთის დაშვებაა, მაშინ რა განსხვავებაა? შეგიძლია არგუმენტირებულად გამცე პასუხი თუ რატომ არ არის ღვთის ნება ხელოვნური განაყოფიერების გამოგონება და რეალიზაცია? რატომ თვლი რომ ეს უბრალოდ ღვთის დაშვებაა? თუ ისევ ხელოვნურობას და ადამიანის დაბადებასთან კავშირზე დაიწყებ აპელირებას ასე ჩიხში შევალთ, რადგან სხვა სახის ხელოვნურ პროცესებს და ადამიანის დაბადებასთან უშუალოდ კავშირში მყოფ რეპროდუქციაზე მკურნალობას მისაღებად მიიჩნევ, ეს კი ერთის მხრივ ხელოვნური პროცესიც არის და მეორეს მხრივ კი მასზეა დამოკიდებული ახალი ადამიანის შექმნა. ციტატა ჩასახვა კი უმნიშვნელოვანესი ქმედებაა, რადგან ქრისტიანულ რელიგიაში იგი მთავარი ღირებულებაა, ამიტომაც ქვეყანაზე ყველაზე მნიშვნელოვანი არსების ჩასახვა/არ ჩასახვა არის უფლის ნება გავიგე რომ უფლის ნებაა. ახლა მაინტერესებს, როგორ მივაღწიოთ სინერგიას ანუ ისეთ ცხოვრებას, როდესაც ყველაფერში უფლის ნების განხორციელება გვინდა? აი, ქალს აქვს კონკრეტული პრობლემა და ვერ ორსულდება. თუ ადამიანი არ ჩაერია ამ პროცესში (მატერიალურად) ვერც ვერასოდეს დაორსულდება. რა უნდა ქნას? მხოლოდ ილოცოს, რომ ღვთის ნება განხორციელდეს და იქნებ მაინც დაორსულდეს როგორმე, სასწაულით? თუ წავიდეს და იმკურნალოს? იქნებ უმარტივესი მკურნალობაც იოლად შველის... არის მკურნალობა ღვთის ნებასთან (და არა დაშვებასთან) თანხვედრაში? იქნებ ღვთის ნება სწორედ ისაა რომ შვილი არ უნდა მიეცეს? ანდა პირიქით, იქნებ მკურნალობის შემდეგ დაორსულებაა ღვთის ნება? საიდან დგინდება რა არის ღვთის ნება? განვიხილოთ იდენტური ხელოვნური განაყოფიერებისთვისაც. არის ხელოვნური განაყოფიერება ღვთის ნება? იქნებ სწორედ ხელოვნური განაყოფიერების შემდეგ დაორსულებაა ღვთის ნება (და არა დაშვება) საიდან დგინდება ღვთის ნება? ციტატა გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის უფლის დაშვება. კარგი. გასაგებია. გაჩენილი ადამიანის ქმედება საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად არის ღვთის დაშვება, ხომ? და ამაზე რას იტყვი: რა არის გაჩენილი ადამიანის ქმედება შთამომავლობის შექმნის მიზნით? თუნდაც მკურნალობის დონეზე, ოღონდ ისეთი მკურნალობის დროს, როდესაც სხვა მხრივ ჯანმრთელია და არაფერს გაუმჯობესება არ სჭირდება, უბრალოდ ცდილობს რომ შთამომავლობა გაუჩნდეს... ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ხომ ჩვეულებრივი მკურნალობა არაა ჯანმრთელობისთვის, ეს არის მკურნალობა ადამიანის დაბადებისთვის? მისაღებია ეს? -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| lingvo |
Jan 17 2010, 07:33 PM
პოსტი
#3
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
და ამაზე რას იტყვი: რა არის გაჩენილი ადამიანის ქმედება შთამომავლობის შექმნის მიზნით? თუნდაც მკურნალობის დონეზე, ოღონდ ისეთი მკურნალობის დროს, როდესაც სხვა მხრივ ჯანმრთელია და არაფერს გაუმჯობესება არ სჭირდება, უბრალოდ ცდილობს რომ შთამომავლობა გაუჩნდეს... ამ შემთხვევაში რა ხდება? ეს ხომ ჩვეულებრივი მკურნალობა არაა ჯანმრთელობისთვის, ეს არის მკურნალობა ადამიანის დაბადებისთვის? მისაღებია ეს? გიორგი ამაზე მე ვეცდები გიპასუხო. შენ ამბობ, რომ ხელოვნური ან ყველაფერი მისაღები უნდა იყოს ან არაფერი. მე კი ეს მგონია უკიდურესობად. და აი რატომ: ვფიქრობ, რომ მკურნალობა მისაღებია. ხელოვნური განაყოფიერება არა. თუ მკურნალობის შედეგად ბავშვი ბუნებრივი გზით ჩაისახა, ეს ღვთის ნებაა. და აქაა სინერგია ჩემი აზრით. თუ ხელოვნური განაყოფირებით დაიბადა ბავშვი ეს უკვე ჩვენი ნებაა და ამიტომაა მიუღებელი ჩემთვის. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
lingvo რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა Dec 28 2009, 11:22 PM
::სალომე:: lingvo
ჩემთვის ეს ყოვე... Dec 28 2009, 11:57 PM
lingvo ამ თემასთან დაკავშ... Dec 28 2009, 11:59 PM
S a l l y აქ ერ-ორ კითხვას და... Jan 8 2010, 02:49 AM
ალექსანდრე S a l l y
ადამიანს სული ... Jan 8 2010, 03:09 AM
S a l l y
S a l l y
ადამიანს სული ... Jan 8 2010, 03:31 AM
გიორგი S a l l y
რა თქმა უნდა. :კ... Jan 8 2010, 01:40 PM
S a l l y
S a l l y
თუმცა მე არ მე... Jan 8 2010, 05:30 PM
გიორგი S a l l y
თუმცა ეს საკმა... Jan 9 2010, 06:22 PM
ნონა გიორგი :მპუა: Jan 9 2010, 06:27 PM
S a l l y გიორგი
როცა გწამს... Jan 9 2010, 07:23 PM
გიორგი S a l l y
მართალია... :კი1:
... Jan 9 2010, 09:11 PM
S a l l y მე აქ განვიხილავ ს... Jan 9 2010, 09:30 PM
გიორგი S a l l y
თუ ზიგოტებს არ ... Jan 9 2010, 09:38 PM
lingvo
[b]S a l l y
თუ ზიგოტებს ა... Jan 16 2010, 12:10 PM
გიორგი lingvo
გამოდის, რომ ჩვ... Jan 16 2010, 12:58 PM
lingvo
lingvo
თუ ეთიკის საკი... Jan 16 2010, 01:28 PM
gurulo
პატარა დეტალი, მაგ... Jan 16 2010, 01:47 PM
lingvo
პატარა დეტალი, მაგ... Jan 16 2010, 02:04 PM
Маиа
პატარა დეტალი, მაგ... Jan 16 2010, 03:16 PM
გიორგი lingvo
რატომ?
კარგი... შ... Jan 16 2010, 03:05 PM
lingvo
lingvo
რატომ?
კარგი... შ... Jan 16 2010, 06:38 PM
gurulo
მერედა ხელი, ფეხი დ... Jan 16 2010, 04:00 PM
გიორგი lingvo
რა პრინციპულ სხ... Jan 16 2010, 07:09 PM
lingvo რა გითხრა? ვერ გიპა... Jan 16 2010, 07:18 PM
gurulo
ავადმყოფი უკვე გა... Jan 16 2010, 08:41 PM
გიორგი lingvo
OK.
gurulo
აქ ადამიან... Jan 16 2010, 10:01 PM
lingvo უშვილობა ჯვარია. ა... Jan 16 2010, 10:29 PM
გიორგი lingvo
ასევე ხშირია შე... Jan 16 2010, 10:34 PM
lingvo
lingvo
ასევე ხშირია შე... Jan 16 2010, 10:48 PM
gurulo გიორგი
მაგ ფორმატ... Jan 16 2010, 10:53 PM
lingvo
2 დასაშვებია არახე... Jan 16 2010, 10:56 PM
S a l l y
გიორგი
მაგ ფორმატ... Jan 17 2010, 12:20 AM
athos lingvo
ამ საკითხს სხვა ... Jan 16 2010, 11:04 PM
lingvo
lingvo
ამ საკითხს სხვა ... Jan 17 2010, 06:56 PM
gurulo lingvo
ცოტა რთული ტერმ... Jan 16 2010, 11:05 PM
აბე პირადად მე მიმაჩნი... Jan 16 2010, 11:05 PM
kato_Bato ძალიან საინტერესო ... Jan 16 2010, 11:53 PM
გიორგი lingvo
თუ ისე განსხვავ... Jan 17 2010, 12:42 AM
გიორგი S a l l y
რა საოცარი ფენ... Jan 17 2010, 01:01 AM
S a l l y
S a l l y
რა საოცარი ფენ... Jan 17 2010, 01:12 AM
S a l l y ხელოვნურ განაყოფი... Jan 17 2010, 01:02 AM
გიორგი S a l l y
არადა, საქმე-სა... Jan 17 2010, 01:05 AM
გიორგი S a l l y
შეძლებენ და არ... Jan 17 2010, 01:22 AM
athos S a l l y
რა თქმა უნდა აქ... Jan 17 2010, 01:31 AM
gurulo გიორგი
შენი პოსტ... Jan 17 2010, 01:45 PM
lingvo
[b]lingvo
თუ ისე განსხვა... Jan 17 2010, 07:45 PM
გიორგი lingvo
რატომ არ კითხულ... Jan 17 2010, 08:42 PM
გიორგი lingvo
არასწორი კუთხი... Jan 17 2010, 08:57 PM
kato_Bato როგორ გამოდის ღვთი... Jan 17 2010, 09:27 PM
გიორგი kato_Bato
ეკლესიოლოგიურ... Jan 17 2010, 09:34 PM
sable
kato_Bato
ეკლესიოლოგიუ... Jan 17 2010, 09:41 PM
kato_Bato გიორგი
ჰოდა რაღაც ... Jan 17 2010, 09:46 PM
lingvo გიორგი
მკურნალობა... Jan 17 2010, 10:12 PM
გიორგი sable
კლონირებულსაც ე... Jan 17 2010, 10:23 PM
lingvo გიორგი
კარგი, მოუს... Jan 17 2010, 10:47 PM
k@the მე მგონია, ხელოვნუ... Jan 18 2010, 01:57 PM
გიორგი k@the
მე მგონია, ხელოვ... Jan 18 2010, 02:03 PM
lingvo k@the
გასაგებია შენი ა... Jan 18 2010, 02:45 PM
lingvo
[b]საქართველოში სი... Jan 18 2010, 02:57 PM
გიორგი lingvo
სამწუხაროა, რომ ... Jan 18 2010, 09:41 PM
lingvo
lingvo
სამწუხაროა, რომ... Jan 18 2010, 11:07 PM
გიორგი lingvo
აქ სასიხარულო ა... Jan 19 2010, 10:43 AM
lingvo გიორგი
მოკლედ გიო... Jan 19 2010, 06:59 PM
გიორგი lingvo
ეს პასუხი ოდნავ ... Jan 19 2010, 09:42 PM
ა ნ უ კ ა იცით რა მაინტერესე... Feb 15 2010, 10:11 PM
terra ა ნ უ კ ა
ის ადამიან... Feb 15 2010, 10:32 PM
abo ა ნ უ კ ა
ზრუნვა და ... Feb 15 2010, 11:27 PM
terra
უსულო სხეულზე ზემ... Feb 16 2010, 12:37 AM
abo terra
ვერ შეგეწინააღმ... Feb 16 2010, 02:11 AM
ა ნ უ კ ა
ამაში კატეგორიულა... Feb 16 2010, 02:33 AM
terra
მითუმეტეს ჩემი პრ... Feb 16 2010, 12:40 PM
ა ნ უ კ ა
ნორჩი აიბოლიტი ხა... Feb 16 2010, 04:31 PM
terra
არა :P
ექსპერტიზა-... Feb 16 2010, 05:38 PM
lingvo abo
აბო სრულიად გეთა... Feb 16 2010, 11:35 AM
ა ნ უ კ ა terra
ისევ დამცინის :D ... Jun 24 2010, 12:57 AM
A.v.B
terra
ისევ დამცინის :D ... Jun 24 2010, 01:24 AM
lingvo საინტერესო სტატია... Oct 29 2010, 12:23 PM
lingvo [img]http://www.pravmir.ru/wp-content/themes/pravm... Oct 29 2010, 03:37 PM
lingvo თუ დაგაინტერესებთ ... Nov 4 2010, 11:29 AM
terra
მხოლოდ ერთ მეთოდს ... Nov 4 2010, 03:20 PM
lingvo
არსებობს ისეთი სა... Nov 4 2010, 04:03 PM
k@the lingvo
და ამ დროს არ ხდ... Nov 4 2010, 04:14 PM
lingvo
რათქმნაუნდა. პირვ... Nov 6 2010, 02:00 AM
mimi13 ძალიან მაინტერესე... Sep 6 2011, 11:32 PM
A.V.M დაველოდოთ პასუხს,დ... Sep 7 2011, 01:12 AM
ნათია4444 ვაიმე ხალხნო გეყოფ... Jun 18 2012, 02:10 AM
marine დანამდვილებით ვიც... Jun 18 2012, 04:58 PM
nikoloza1997 კიმაგრამ დედა ვინ ... Aug 6 2012, 06:50 PM
სოკრატე ერთი რამ მაინტერეს... Jul 12 2013, 11:08 AM
G_saxva
ერთი რამ მაინტერე... Jul 12 2013, 12:11 PM
A.V.M
სად კითხულობდი?:D
ი... Jul 12 2013, 05:11 PM
G_saxva
სად კითხულობდი?:D
ი... Jul 12 2013, 09:15 PM
A.V.M G_saxva
სხვა რამე ვიკით... Jul 12 2013, 09:22 PM
G_saxva
G_saxva
სხვა რამე ვიკით... Jul 12 2013, 09:27 PM
A.V.M G_saxva
ანუ არც მოძღვარ... Jul 12 2013, 09:35 PM
G_saxva
G_saxva
ანუ არც მოძღვარ... Jul 12 2013, 09:42 PM
A.V.M G_saxva
მე კი ვფიქრობ რო... Jul 12 2013, 09:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი