სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| lingvo |
Dec 28 2009, 11:22 PM
პოსტი
#1
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
თანამედროვე მედიცინის მიღწევების გამოყენება დაკავშირებულია რთულ ფილოსოფიურ, რელიგიურ, სამართლებრივ და მორალურ პრობლემებთან, რომელთა დიდი ნაწილი ცალსახად ვერ გადაწყდება. თანამედროვე ბიოეთიკაში რეპროდუქციული ტექნოლოგიების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები ყველაზე აქტუალურ და მწვავე განსახილველ თემათა რიგს განეკუთვნება. აგრეთვე აქტუალურია ნანოტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად ალბათ შესამცნევია, რომ სწრაფი ტექნიკური პროგრესი ადამიანს არჩევანის წინაშე აყენებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ფასეულობებზე გადის.
• ხელოვნურ ინსემინაციას დონორის ან ქმრის სპერმით • განაყოფიერებას ორგანიზმის გარეთ (ექსტრაკორპორული – ინ ვიტრო ) ემბრიონის შემდგომი იმპლანტაციით ქალის საშვილოსნოში • სუროგატი დედობა • დონორის კვერცხუჯრედების გამოყენება ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ხელოვნური განაყოფიერების მიმართ, განსაკუთრებით დონორის გამოყენების შემთხვევაში. რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია შემდგომში მდგომარეობს: 1. დაუოჯახებელი ქალის ხელოვნური განაყოფიერება დაუშვებელია, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ნტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეგენბულად აქვს თავიდანვე ჩამორთმეული სრულფასოვან ოჯახში აღზრდის შესაძლებლობა 2. დაუშვებელია ქალის ხელოვნური განაყოფიერება ქმრის ნებართვისა და მონაწილეობის გარეშე 3. ქმრის ნებართვითა და დონორის გენეტიკური მასალის გამოყენებით ჩატარებული ხელოვნური განაყოფიერება არღვევს ცოლ ქმრულ ერთგულებას 4. ჰომოგენური განაყოფიერების მეთოდი სავსებით მისაღები საშუალებაა, რომელიც ქრისტიანულ ქორწინებას აძლვს შესაძლებლობას განახორციელოს რეპროდუქციული ფუნქცია 5. ინ ვიტრო მეთოდი მიუღებელია ზედმეტი ემბრიონის განადგურების აუცილებლობიდან გამომდინარე. 6.ოჯახური ურთიერთობების მთლიანობისა და უნიკალობის დაცვის თვალსაზრისიდან გამომდინარე, მორალურად დაუშვებელია კვერცხუჯრედებისა და განაყოფიერებული ემბრიონების დონორობის პრაქტიკა 7. ამ შეფასებას ექვემდებარება სუროგატული დედობის ყველა სახეობა. ამ მეთოდის საფუძელში დევს ძირითადი ემოციური და სულიერი კავშირის უგულებელყოფა, რომელიც მყარდება დედასა და ბავშვს შორის ფეხმძიმობის დროს. მედიცინეს ეთიკური პრობლემების განხილვის უძველესი ტრადიცია კათოლიციზმში მოიპოვება. კათოლიკური მორალი საბოლოო ჯამში უარყოფითად ეკიდება ხელოვნურ განაყოფიერებას, განსაკუთრებით ჰეტეროლოგიურ მეთოდს, რადგან მათი აზრით ეს ეწინააღმდეგება ქორწინების წმინდა საიდუმლოებას, მეუღლეთა ღირსებას, მშობელთა დანიშნულებას და ბავშვის უფლებას ჩასახული და დაბადებული იყოს ქორწინებაში და ქორწინების წყალობით. სუროგატული დედობა უარყოფილია ყველა კათოლიკე ავტორის მიერ, ამასთან კათოლიკე ავტორთა შორის არიან თეოლოგები, რომლებიც ეკგ-ისა და ეგ-ის მეთოდს ეთკურად მისაღებად თვლიან, თუ ის გამორიცხავს “ჭარბი” ემბრიონების პრობლემას. პროტესტანტული ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ბავშვის მომავალ ინტერესებს, მისი უფლებების გარანტიებს ნათესაურ ურთერთობებზე. რაც შეეხება ჰეტეროლოგიური განაყოფიერების შესაძლებლობას, მას არ გამორიცხავენ აუცილებლობის შემთხვევაში. ისლამი მუსლიმანური ფილოსოფიის – სუფიზმის, მორალისა და შარიათის საწინააღმდეგოდ მიიჩნევს ხელოვნური განაყოფიერების ყველა მეთოდს, თუ ამისათვის არ გამოიყენება კანონიერი ქმრის გენეტიკური მასალა. რაც შეეხება სუროგატულ დედობას, რადგან ისლამი აღიარებს პოლიგამიას ამიტომ მუცლადმტარებელი დედა შეიძლება იყოს ქმრის მეორე მეუღლე, რომელიც თავის გენეტიკურ მასალას აძლევს პირველ ცოლს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისათვის. აუცილებელი მოთხოვნაა დონორის სასქესო უჯრედების შესახებ სრული ინფორმაცია, რათა გამოირიცხოს სისხლის აღრევა და უზრუნველყონ კანონიერი ნათესაური კავშირი მუსლიმანური სამართლის შესაბამისად. იუდაიზმის პოზიცია არ არის ერთმნიშვნელოვანი, მაგრამ რაბინების უმრავლესობა გმობს დონორის გენეტიკური მასალით განაყოფიერებას. თუ დამტკიცებულია, რომ არანაირი სხვა თერაპია არ იქნება შედეგის მომტანი, მოცემულ საშუალებას კი შეუძლია პრობლემის მოხსნა, დასშვებად შეიძლება ჩაითვალოს ქმრის გენეტიკური მასალით განაყოფიერება. ბუდიზმის ავტორიტეტული წარმომადგენლები დადებითად აფასებენ დონორის გენეტიკური მასალის გმაოყენებას ხელოვნური განაყოფიერების მიზნით, ისევე როგორც სუროგატულ დედობას. ისინი ხაზს უსვამენ შემდეგი გარემოებების გათვალისწინებას: მეუღლეთა თანხმობის ნებაყოფლობა, დონორის ანონიმურბა, მისთვის ანაზღაურების გამორიცხვა. მაშასადამე ტრადიციული რელიგიები უარყოფითად ეკიდებიან რეპროდუქციულ ტექნოლოგიებს. არატრადიციული რელიგიები, უპირველეს ყოვლისა პროტესტანტული რიგის კონფესიები და დომინაციები, ითვალისწინებენ რა ეპოქის თავისებურებებს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტისას შედარებით ლიბერალური პოზიციის დაჭერას ამჯობინებენ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
![]() ![]() |
| lingvo |
Jan 18 2010, 02:57 PM
პოსტი
#2
|
![]() ვახტანგი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს "სახელმწიფო აპირებს ჩვენი დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს," - აცხადებს ჟორდანიას სახ. ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძე და დასძენს, რომ ჩვენი დემოგრაფიული სიტუაციის მქონე ქვეყანაში უშვილობის სამკურნალო დაწესებულების ფუნქციონირების შეწყვეტა, რომელიც დღეში უშვილო ოჯახებისთვის ორ ახალ სიცოცხლეს ქმნის, დაუშვებელია: "ალბათ, პარადოქსების ქვეყანა ვართ, სადაც ყველაფერი შესაძლებელია." გასულ კვირას თსუ-ში მედიკოსთა პირველი ქართულ-შვეიცარული სამეცნიერო კონფერენცია თემით "ადამიანის რეპროდუქტოლოგიის თანამედროვე საკითხები და პრენატალური მედიცინა" გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს და შვეიცარიის მსოფლიოში აღიარებული წამყვანი კლინიკის სპეციალისტები მოხსენებებით გამოვიდნენ. საქართველოში რეპროდუქციულ მედიცინაში მიმდინარე პროცესების შესახებ მოხსენებით ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის გენერალური დირექტორი არჩილ ხომასურიძე გამოვიდა. როგორც ხომასურიძე ამბობს, კონფერენციას საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ხასიათი ჰქონდა. მისივე თქმით, საქართველოში რეპროდუქციის სფეროში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, კიდევ ბევრი სამუშაოა. საქართველოში სინჯარაში ჩასახული 500 ბავშვი ცხოვრობს. ეს საკმაოდ ბევრია. მათ შორის ყველაზე უფროსი უკვე 8 წლისაა. 20 წლის განმავლობაში საქართველოში აბორტების რაოდენობა 300 ათასიდან 15 ათასამდე დავიდა. არც ესაა ცუდი მაჩვენებელი. მართალია, ამის საპასუხოდ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რეპროდუქციული აქტივობა, ანუ მშობიარობის რაოდენობა, შემცირდა. 1987 წელს მშობიარობის რაოდენობა 100 ათასი იყო, ახლა 50 ათასია, ანუ ორჯერ ნაკლები. მაგრამ, მაინც მნიშვნელოვანია, რომ აბორტების რიცხვიც 20-ჯერ შემცირდა. სპეციალური კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ კონტრაცეპციის მოხმარების სიხშირემ ქვეყანაში 50%-ს, ხოლო თბილისში 65%-ს მიაღწია. ანუ, თბილისში მცხოვრები ქალების 65% კონტრაცეპტივებით სარგებლობს. 1987 წელს კონტრაცეპტივების მოხმარების მაჩვენებელი 0% იყო. მაშინ მხოლოდ აბორტს მიმართავდნენ. არჩილ ხომასურიძე აღნიშნავს, რომ ხელოვნური განაყოფიერების მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც ქალებს უშვილობის მკურნალობის არცერთი მეთოდი არ შველით. ეს ტექნიკურად ძალიან ფაქიზი და რთული პროცესია. კვერცხუჯრედი, რომელიც მიკრონების დონეზეა, მიკროსკოპის ქვეშ უნდა მონახო, დაიჭირო, არ დააზიანო და გადაიტანო "პეტრის ფინჯანში". შემდეგ სპერმატოზოიდით უნდა გაანაყოფიერო. ეს თითქოს შედარებით ადვილია, მაგრამ სპერმატოზოიდები ყოველთვის ვარგისნი არ არიან. ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოს გამო, საღი სპერმატოზოიდის პოვნაც ძნელია. რა თქმა უნდა, საამისოდ დონორების სპერმა და სპეციალური ბანკიც არსებობს, მაგრამ ზოგი დონორის სპერმაზე უარს ამბობს და პარტნიორის, ან ქმრის სპერმით უნდა ხელოვნური განაყოფიერება. მათი სპერმა კი ხშირ შემთხვევაში არ ვარგა. შემდეგ უკვე ნაყოფის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრება ჭირს. ქალი, რომელიც 15 წელი უშვილოა, მისი საშვილოსნო ატროფიულია და მას თავისი ფუნქცია დავიწყებული აქვს. ასეთ მდგომარეობაში ნაყოფი მის კედელზე უნდა მიამაგრო. შემდეგ შეიძლება ჰიპერსტიმულაცია მოხდეს და ორგანიზმმა განდევნოს ნაყოფი. ამიტომ, ხელოვნური განაყოფიერების ეფექტურობა რომ გაიზარდოს, რამოდენიმე კვერცხუჯრედს ანაყოფიერებდნენ. ახლა ამ მეთოდს აღარ მიმართავენ, რადგან ზოგჯერ ტყუპები ჩნდებიან და არა ორი, არამედ სამიც და ოთხიც. ოთხი ტყუპი სამ შემთხვევაში გაჩნდა. დედები კი ვერ ინახავენ ამდენ ბავშვს. ხელოვნური განაყოფიერება 25%-დან 40%-მდე ამართლებს. ერთი მცდელობა, გარანტიის გარეშე, პაციენტს 3 ათასი დოლარი უჯდება. ეს მსოფლიოში ყველაზე იაფია. ეფექტურობის გარანტია კი 40%-მდეა, ანუ ორი ქალიდან ერთი შეიძლება დაორსულდეს. ამ შემთხვევაშიც საფრთხე იქმნება, იმიტომ, რომ ქალის ორგანიზმმა ორსულობა ბოლომდე უნდა მიიტანოს. საბოლოოდ, ეს მაჩვენებელი 25%-მდე ჩამოდის. დანარჩენში ორსულობა წყდება. ასევეა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. ევროპის ზოგიერთ ქვეყნებში, ახლა მათ რიგებს უნგრეთიც დაემატა, ხელოვნური განაყოფიერების სამი მცდელობის საფასურს სახელმწიფო იხდის. ჟორდანიას ინსტიტუტში დღეში ორი ბავშვის ჩასახვა ხორციელდება. 18 წლის მანძილზე სახელმწიფოსგან არაფერი არ მიუღიათ. ახლა იმდენად მძიმე მდგომარეობაა შექმნილი, რომ დეპოპულაცია, ანუ ერის გადაგვარება ხდება. ამ დროს უშვილობის მკურნალ საავადმყოფოს ფუნქციონირებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. არჩილ ხომასურიძის თქმით, საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აპირებს დაწესებულების კერძო პირზე მიყიდვას, რაც, ეჭვგარეშეა, რომ მათი საქმის ლიკვიდაციას გამოიწვევს. უშვილობისას ქალებში ძალიან პრობლემატურია ანოვულაცია, ანუ კვერცხუჯრედის მომწიფება. ეს ძირითადად ენდოკრინული ტიპის უშვილობაა, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. საქართველოში ეს პრობლემა ბევრ ქალს აწუხებს, იმიტომ რომ ჩვენს ქალებში ძალიან გავრცელებულია პოლიკისტოზი. ამ დაავადების მაჩვენებელი ჩვენთან სამჯერ უფრო მაღალია, ვიდრე საშუალოდ მსოფლიოში. ამის მიზეზი არავინ იცის და ეს ანოვულაციაში, უშვილობაში და ჭარბთმიანობაში მჟღავნდება. მისი მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია. მაგრამ, გამომწვევი მიზეზები არავინ იცის. დროულად თუ ჩაერევით, 90% განიკურნება და ორსულობაც შედგება. არანაკლები პრობლემების წინაშე დგანან ქართველი მამაკაცები. ქალებს სპეციალური სამსახური და ექიმები ემსახურებიან. მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქცია სრულიად მიუხედავია. მთელს ქვეყანაში ანდროლოგიური განყოფილება, ანუ მამაკაცებისთვის სპეციალური განყოფილება მარტო ჟორდანიას ინსტიტუტშია. მსოფლიოშიც ასეა, სპეციალური ანდროლოგიური საავადმყოფოები ან კონსულტაციები არაა. ევროპაშიც ასეთი დაწესებულება თითო-ოროლაა. ასე რომ, მამაკაცები, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, ძალიან დაჩაგრულები არიან. სპერმატოგენეზის დარღვევისა და იმპოტენციის მიზეზი ძირითადად ეკოლოგია, ალკოჰოლიზმი და ნარკომანიაა. ყველაზე ცუდ გავლენას დაბინძურებული ეკოლოგია ახდენს. სპერმაზე ძალიან ცუდად მოქმედებენ ანტიბიოტიკები. მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რომელ ჯგუფს განეკუთვნებიან. ყველა ერთნაირად აზიანებს სპერმატოზოიდებს. ასევე მნიშვნელოვან და ცუდ გავლენას ახდენს სიმსუქნე. ეს მამაკაცებისთვის საშინელი დაავადებაა. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ბაქტერიების ეპოქა დამთავრდა და ახლა ვირუსების სირთულის წინაშე ვდგავართ. ვირუსზე არავითარი ანტიბიოტიკი და არც სხვა რამ არ მოქმედებს. ვირუსთა შორის განსაკუთრებით საშიშია პაპილომის ვირუსი, რომელიც ინფიცირებული ქალების 70%-ში საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს. ჰერპესის ვირუსით მოსახლეობის 99%-ია ინფიცირებული, ხოლო ციტომეგალოვირუსიც დაახლოებით ამავე მასშტაბებს მოიცავს. ის ქალებში ორსულობას წყვეტს. დანარჩენი ვირუსები სხვებთან შედარებით ნაკლებად საშიშია. ნინო ფრანგიშვილი წყარო: http://www.medportal.ge/pg2.php?Id=1650&ac...d=130&act2=full 2008.02.12 ვიმსჯელოთ ამ სტატიაზე. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
lingvo რელიგია და ბიოსამედიცინო ეთიკა Dec 28 2009, 11:22 PM
::სალომე:: lingvo
ჩემთვის ეს ყოვე... Dec 28 2009, 11:57 PM
lingvo ამ თემასთან დაკავშ... Dec 28 2009, 11:59 PM
S a l l y აქ ერ-ორ კითხვას და... Jan 8 2010, 02:49 AM
ალექსანდრე S a l l y
ადამიანს სული ... Jan 8 2010, 03:09 AM
S a l l y
S a l l y
ადამიანს სული ... Jan 8 2010, 03:31 AM
გიორგი S a l l y
რა თქმა უნდა. :კ... Jan 8 2010, 01:40 PM
S a l l y
S a l l y
თუმცა მე არ მე... Jan 8 2010, 05:30 PM
გიორგი S a l l y
თუმცა ეს საკმა... Jan 9 2010, 06:22 PM
ნონა გიორგი :მპუა: Jan 9 2010, 06:27 PM
S a l l y გიორგი
როცა გწამს... Jan 9 2010, 07:23 PM
გიორგი S a l l y
მართალია... :კი1:
... Jan 9 2010, 09:11 PM
S a l l y მე აქ განვიხილავ ს... Jan 9 2010, 09:30 PM
გიორგი S a l l y
თუ ზიგოტებს არ ... Jan 9 2010, 09:38 PM
lingvo
[b]S a l l y
თუ ზიგოტებს ა... Jan 16 2010, 12:10 PM
გიორგი lingvo
გამოდის, რომ ჩვ... Jan 16 2010, 12:58 PM
lingvo
lingvo
თუ ეთიკის საკი... Jan 16 2010, 01:28 PM
gurulo
პატარა დეტალი, მაგ... Jan 16 2010, 01:47 PM
lingvo
პატარა დეტალი, მაგ... Jan 16 2010, 02:04 PM
Маиа
პატარა დეტალი, მაგ... Jan 16 2010, 03:16 PM
გიორგი lingvo
რატომ?
კარგი... შ... Jan 16 2010, 03:05 PM
lingvo
lingvo
რატომ?
კარგი... შ... Jan 16 2010, 06:38 PM
gurulo
მერედა ხელი, ფეხი დ... Jan 16 2010, 04:00 PM
გიორგი lingvo
რა პრინციპულ სხ... Jan 16 2010, 07:09 PM
lingvo რა გითხრა? ვერ გიპა... Jan 16 2010, 07:18 PM
gurulo
ავადმყოფი უკვე გა... Jan 16 2010, 08:41 PM
გიორგი lingvo
OK.
gurulo
აქ ადამიან... Jan 16 2010, 10:01 PM
lingvo უშვილობა ჯვარია. ა... Jan 16 2010, 10:29 PM
გიორგი lingvo
ასევე ხშირია შე... Jan 16 2010, 10:34 PM
lingvo
lingvo
ასევე ხშირია შე... Jan 16 2010, 10:48 PM
gurulo გიორგი
მაგ ფორმატ... Jan 16 2010, 10:53 PM
lingvo
2 დასაშვებია არახე... Jan 16 2010, 10:56 PM
S a l l y
გიორგი
მაგ ფორმატ... Jan 17 2010, 12:20 AM
athos lingvo
ამ საკითხს სხვა ... Jan 16 2010, 11:04 PM
lingvo
lingvo
ამ საკითხს სხვა ... Jan 17 2010, 06:56 PM
gurulo lingvo
ცოტა რთული ტერმ... Jan 16 2010, 11:05 PM
აბე პირადად მე მიმაჩნი... Jan 16 2010, 11:05 PM
kato_Bato ძალიან საინტერესო ... Jan 16 2010, 11:53 PM
გიორგი lingvo
თუ ისე განსხვავ... Jan 17 2010, 12:42 AM
გიორგი S a l l y
რა საოცარი ფენ... Jan 17 2010, 01:01 AM
S a l l y
S a l l y
რა საოცარი ფენ... Jan 17 2010, 01:12 AM
S a l l y ხელოვნურ განაყოფი... Jan 17 2010, 01:02 AM
გიორგი S a l l y
არადა, საქმე-სა... Jan 17 2010, 01:05 AM
გიორგი S a l l y
შეძლებენ და არ... Jan 17 2010, 01:22 AM
athos S a l l y
რა თქმა უნდა აქ... Jan 17 2010, 01:31 AM
gurulo გიორგი
შენი პოსტ... Jan 17 2010, 01:45 PM
გიორგი gurulo
შეიძლება არა არ... Jan 17 2010, 02:47 PM
lingvo
და ამაზე რას იტყვი:... Jan 17 2010, 07:33 PM
lingvo
[b]lingvo
თუ ისე განსხვა... Jan 17 2010, 07:45 PM
გიორგი lingvo
რატომ არ კითხულ... Jan 17 2010, 08:42 PM
გიორგი lingvo
არასწორი კუთხი... Jan 17 2010, 08:57 PM
kato_Bato როგორ გამოდის ღვთი... Jan 17 2010, 09:27 PM
გიორგი kato_Bato
ეკლესიოლოგიურ... Jan 17 2010, 09:34 PM
sable
kato_Bato
ეკლესიოლოგიუ... Jan 17 2010, 09:41 PM
kato_Bato გიორგი
ჰოდა რაღაც ... Jan 17 2010, 09:46 PM
lingvo გიორგი
მკურნალობა... Jan 17 2010, 10:12 PM
გიორგი sable
კლონირებულსაც ე... Jan 17 2010, 10:23 PM
lingvo გიორგი
კარგი, მოუს... Jan 17 2010, 10:47 PM
k@the მე მგონია, ხელოვნუ... Jan 18 2010, 01:57 PM
გიორგი k@the
მე მგონია, ხელოვ... Jan 18 2010, 02:03 PM
lingvo k@the
გასაგებია შენი ა... Jan 18 2010, 02:45 PM
გიორგი lingvo
სამწუხაროა, რომ ... Jan 18 2010, 09:41 PM
lingvo
lingvo
სამწუხაროა, რომ... Jan 18 2010, 11:07 PM
გიორგი lingvo
აქ სასიხარულო ა... Jan 19 2010, 10:43 AM
lingvo გიორგი
მოკლედ გიო... Jan 19 2010, 06:59 PM
გიორგი lingvo
ეს პასუხი ოდნავ ... Jan 19 2010, 09:42 PM
ა ნ უ კ ა იცით რა მაინტერესე... Feb 15 2010, 10:11 PM
terra ა ნ უ კ ა
ის ადამიან... Feb 15 2010, 10:32 PM
abo ა ნ უ კ ა
ზრუნვა და ... Feb 15 2010, 11:27 PM
terra
უსულო სხეულზე ზემ... Feb 16 2010, 12:37 AM
abo terra
ვერ შეგეწინააღმ... Feb 16 2010, 02:11 AM
ა ნ უ კ ა
ამაში კატეგორიულა... Feb 16 2010, 02:33 AM
terra
მითუმეტეს ჩემი პრ... Feb 16 2010, 12:40 PM
ა ნ უ კ ა
ნორჩი აიბოლიტი ხა... Feb 16 2010, 04:31 PM
terra
არა :P
ექსპერტიზა-... Feb 16 2010, 05:38 PM
lingvo abo
აბო სრულიად გეთა... Feb 16 2010, 11:35 AM
ა ნ უ კ ა terra
ისევ დამცინის :D ... Jun 24 2010, 12:57 AM
A.v.B
terra
ისევ დამცინის :D ... Jun 24 2010, 01:24 AM
lingvo საინტერესო სტატია... Oct 29 2010, 12:23 PM
lingvo [img]http://www.pravmir.ru/wp-content/themes/pravm... Oct 29 2010, 03:37 PM
lingvo თუ დაგაინტერესებთ ... Nov 4 2010, 11:29 AM
terra
მხოლოდ ერთ მეთოდს ... Nov 4 2010, 03:20 PM
lingvo
არსებობს ისეთი სა... Nov 4 2010, 04:03 PM
k@the lingvo
და ამ დროს არ ხდ... Nov 4 2010, 04:14 PM
lingvo
რათქმნაუნდა. პირვ... Nov 6 2010, 02:00 AM
mimi13 ძალიან მაინტერესე... Sep 6 2011, 11:32 PM
A.V.M დაველოდოთ პასუხს,დ... Sep 7 2011, 01:12 AM
ნათია4444 ვაიმე ხალხნო გეყოფ... Jun 18 2012, 02:10 AM
marine დანამდვილებით ვიც... Jun 18 2012, 04:58 PM
nikoloza1997 კიმაგრამ დედა ვინ ... Aug 6 2012, 06:50 PM
სოკრატე ერთი რამ მაინტერეს... Jul 12 2013, 11:08 AM
G_saxva
ერთი რამ მაინტერე... Jul 12 2013, 12:11 PM
A.V.M
სად კითხულობდი?:D
ი... Jul 12 2013, 05:11 PM
G_saxva
სად კითხულობდი?:D
ი... Jul 12 2013, 09:15 PM
A.V.M G_saxva
სხვა რამე ვიკით... Jul 12 2013, 09:22 PM
G_saxva
G_saxva
სხვა რამე ვიკით... Jul 12 2013, 09:27 PM
A.V.M G_saxva
ანუ არც მოძღვარ... Jul 12 2013, 09:35 PM
G_saxva
G_saxva
ანუ არც მოძღვარ... Jul 12 2013, 09:42 PM
A.V.M G_saxva
მე კი ვფიქრობ რო... Jul 12 2013, 09:46 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th November 2025 - 09:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი