ჟამნი, ყველაფერი ჟამნის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჟამნი, ყველაფერი ჟამნის შესახებ |
კანონისტი |
Oct 31 2006, 03:59 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ჟამნს ვიცით რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
დღე-ღამე ლიტურგიკულად 9 დროდ, ანუ ჟამად იყოფა: 1- მე-9 ჟამი 2- მწუხრის ჟამი 3- სერობის ჟამი 4- ცისკრის ჟამი 5- 1-ლი ჟამი 6- შუაღამის ჟამი 7- მე-3 ჟამი 8- მე-6 ჟამი 9- სადილის ჟამი (ანუ ლიტურგია) შესაბამისად განვიხილოთ მისი მნიშვნელობა და წაკითხვის წესი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
KAIROS |
Jan 20 2010, 05:40 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მაპატიეთ, არ ეხება ჟამნებს, მაგრამ მოკლედ მაინც მინდა მივანიშნო რომ ზემოთ ხსენებულ ვებ.გვერდზე სადაც არის ყველა ჟამნი, არის ლოცვა აბორტგამკეთებელი ქალებისა, სამწუხაროდ ლოცვა (წყარო არაა მინიშნებული) არის ძალიან ცალმხრივად დაწერილი და შიგ წერია ისეთი აბსურდები, რაც სრულიად მიუღებელია ქრისტიანული აზროვნებისათვის:
"ხოლო მე შესაბრალისმან შვილნი ჩემნი არათუ მხოლო ნათელსა გრძნობადსა მოვაკელ, არამედ უმეტესღა ნათელსა ჭეშმარიტსა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი განანათლებს ნათლისღებისა მიერ" ეს სრულიად შეუძლებელია, რომ ვინმემ ვინმე ქრისტეს მოაკლოს ამ ვინმეს ნების გამოვლინების გარეშე, ეს ელემენტალური კატეხიზმოა. ასე რომ გარდა იმისა, რომ ლოცვაში სიტყვაც არაა შვილების შეწყნარებაზე დაძრული (რაც არაბუნებრივითან ერთად ძალიან სამწუხაროცაა, რადგან იმ "ლოცვაში" დედა ითხოვს მე გადამარჩინეო და შვილებს საერთოდ არცკი ახსენებს), ასევე თავისთავად არათეოლოგიურია და მცდარია. შესაბამისად "ლოცვა" ცალმხრივადაა დაწერილი, და შვილებს თუკი არ ახსენებენ, მაშინ ნურც მათ ხვედრზე ისაუბრებენ სჯობს, არამედ დედის სინანულზე გაამახვილონ ყურადღება. მაპატიეთ მცირე გადახვევისათვის, მაგრამ აუცილებლად ჩავთვალე. კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი