გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Jan 20 2010, 02:02 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
22 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გია გოგატიშვილის ფოტოგამოფენა "ფარდის მიღმა" გაიხსნება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფის 26 ფოტონამუშევარი, რომელზეც ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლებია ასახული. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ასევე პარიზისა და ბერლინის თეატრების წარმოდგენების ფოტოები. გამოფენის გახსნას დაესწრებიან ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე და მსოფლიო ოპერის ვარსკვლავები. 26 იანვრიდან გამოფენა ალ. დიუმას ფრანგული კულტულტურის ცენტრში გადაინაცვლებს და ორ კვირას გასტანს. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 08:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი