სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
![]() ![]() |
| მაგდალინა |
Jan 21 2010, 11:11 AM
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
21 იანვარს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიმართება ფოტოგამოფენა "სადღესასწაულო მომენტები". გამოფენაზე წარმოდგენილია ახალი თაობის ეთნოგრაფების ნამუშევრები და კვლევები თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით. გამოფენის ამოსავალ წერტილად იქცა თბილისობის _ დედაქალაქის ყოველწლიური დღესასწაულის _ დოკუმენტაცია. შეიქმნა 2000-მდე დოკუმენტური ფოტო თბილისობის 3-დღიანი დღესასწაულის დროს. მონაწილეთა მთავარი ამოცანა, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე დამთვალიერებლებისთვის, თბილისობის მნიშვნელობის დოკუმენტურად დაფიქსირება იყო.
ეს გამოფენა წარმოადგენს "მშობლიური ანთროპოლოგიის" ერთგვარ ნიმუშს, სადაც თითოეული ძირძველი მოსახლე ობიექტივში აფიქსირებს საკუთარ თავს. ფოტომასალა წარმოგვიდგენს რეალურ დროში არსებულ თბილისს, როგორც თავისი კლასიკური ფორმით, სოფლებისა და დედაქალაქის ურთიერთობით, ასევე თბილისის მულტიკულტურულობით. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 8 ფოტოესე და ინსტალაცია. თითოეული ნამუშევარი ეფუძნება ძირითად სურათს, რომლის გარშემოც თავმოყრილია ერთი კონკრეტული თემით გაერთიანებული დამატებითი ფოტოები და მასალა. თითოეული ესეს ავტორმა დაწერა 150-სიტყვიანი ტექსტი, რომელიც თან ერთვის მათ მიერ შერჩეულ ფოტონაკრებს. ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში ავტორები შეეცადნენ გადმოეცათ ის მნიშვნელოვანი მომენტები, რაც ხდება ქართულ საზოგადოებაში. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა გამოფენები Nov 24 2009, 02:20 PM
ქევანა ააა... სმენადაქვეით... Nov 24 2009, 03:14 PM
მაგდალინა ელენე ახვლედიანის ... Dec 9 2009, 01:30 PM
ა ნ უ კ ა 14 დღეში იხურება ნინ... Dec 9 2009, 05:40 PM
მაგდალინა ადამიანთა უფლებებ... Dec 10 2009, 03:31 PM
მაგდალინა დღეიდან, 14 დეკემბრი... Dec 14 2009, 05:11 PM
ეკატო
დღეიდან, 14 დეკემბრ... Dec 16 2009, 09:20 PM
მაგდალინა დღეს, 16 დეკემბერს, 15:3... Dec 16 2009, 12:21 PM
nat_uly ისე, არ შეგიძლიათ ც... Dec 16 2009, 08:05 PM
მაგდალინა nat_uly
როგორც კი ვიგებ,... Dec 17 2009, 10:48 AM
ქევანა
მოვდივარ :) ოღონდ ს... Dec 17 2009, 12:10 PM
მაგდალინა ქევანა
აღმაშენებე... Dec 17 2009, 01:13 PM
ნანინა ქევანა
მაგდალინა
ე... Dec 19 2009, 02:40 PM
მაგდალინა დღეს, 21 დეკემბერს,. თ... Dec 21 2009, 11:16 AM
მაგდალინა დღეს, 21 დეკემბერს, 19:0... Dec 21 2009, 02:48 PM
მაგდალინა ეროვნული მუზეუმში ... Jan 4 2010, 11:27 AM
ქევანა
ეს როგორ? ანუ ამირ... Jan 4 2010, 02:10 PM
maZiebeli ეროვნული სამოსის გ... Jan 6 2010, 02:59 AM
doroTea თუ იცით, ფოლკლორის ... Jan 8 2010, 01:18 AM
მაგდალინა doroTea
22 ან 27 იანვრამდე, ... Jan 12 2010, 02:57 PM
მაგდალინა 22 იანვარს, 18:00 საათზე... Jan 20 2010, 02:02 PM
მაგდალინა 26 იანვარს, 14:00 საათზე... Jan 26 2010, 10:39 AM
მაგდალინა დღეს, 18 მარტს, 13:00 საა... Mar 18 2010, 03:57 PM
Atman დღეიდან 8 მაისის ჩა... May 4 2010, 03:50 PM
ქევანა თბილისში რკინიგზე... May 9 2010, 08:54 PM
tamuna m კვირას, 3 ივნისს, სუ... May 29 2012, 07:50 PM
qetevano კვირას, 24 თებერვალს... Feb 22 2013, 04:08 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 05:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი