მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მედავითნეობა კილოში, რას ფიქრობთ |
mr.satadarigo |
Jan 2 2010, 03:24 AM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 527 რეგისტრ.: 11-July 09 წევრი № 7,252 |
ამ ჩანაწერში მალხაზ ერქვანიძე კითხულობს კილოში,მე ძალიან მომწონს,ზოგიერთს არ მოეწონა,ვინ რა აზრის ხართ იქნებ დაწეროთ....კარგი იქნებოდა ყველა ტაძარში ასე რომ ამბობდნენ
http://bin.ge/file/115040/9-netareba.mp3.html -------------------- მდგმურები ვართ
|
კანონისტი |
Jan 21 2010, 02:19 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვეშაპო
ციტატა რომელი საუკუნისაა ეგ წიგნი? ვახტანგ VI ჯანიშინის დროინდელია? არა, ბევრად უფრო ადრინდელი – 1629 წ. უჩა ციტატა ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერი. ალბად მაგიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამის გათვალისწინების გარეშე (მე არ ვიცი, რამდენად განიხილება ეს საკითხი, იქნებ იციან კიდეც) აზრი არ აქვს ამ მიმართულებით მუშაობას. რეალურად, ჩვენ ახალქართულად ვკითხულობთ ძველქართულს. სხვათა შორის, საბერძნეთსა და რუსეთშიც იგივე ხდება. გეტყვით მაგალითს: მრწამსის პირველი მუხლი: Πιστεύω εις ένα Θεόν, Πατέρα, Παντοκράτωρα, Ποιητήν Ουρανού και γης, οράτων πάντων και αοράτων. ტექსტი – ძველბერძნული, კერძოდ, ბიზანტიური ბერძნული. იკითხება – ახალბერძნულად: პისტევო ის ენა thეონ* პატერა, პანტოკრატორა, პიიტინ ურანუ კე ღის, ორატონ პანდონ კე აორატონ. უნდა იკითხებოდეს: პისტევი ეის ენა თეონ, პატერა, პანტოკრატორა, პოიეტენ ურანუ კაი გეს, ორატონ პანტონ კაი აორატონ. ВЬрую во единаго Бога, Отца Вседержителя, Творца небу и земли, видимымъ же всЬмъ и невидимымъ. ტექსტი – ძველრუსული, კერძოდ საეკლესიო-სლავური იკითხება – ახალ რუსულად: ვირუიუ ვა იდინავო ბოგა, ატცა ვსედერჟიწელია, ტვორცა ნებუ ი ზიმლი, ვიძიმიმ ჟე ვსემ ი ნევიძიმიმ. უნდა იკითხებოდეს: ვერუიუ ვო ედინოჰო ბოჰა, ოტცა ვსედეჟიტელია, ტვორცა ნებუ ი ზემლი, ვიდიმიმ ჟე ვსემ ი ნევიდიმიმ. ___________ * th - იკითხება ზუსტად ისე, როგორც ინგლისური დიგრაფი და არა როგორც ქართული "თ", განსხვავებით ძვ. ბერძნულისაგან. ნანინა გაიხარეოო -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი