ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
KAIROS |
Jan 19 2010, 09:24 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ცოტა რომ გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილებაც, მოდით ახლა ასტროლოგიაზე ვისაუბროთ, საუბრობენ ის რომ მზეს და მთვარეს, ზოგადად კოსმოსს და სამყაროს თავისი გავლენა აქვს ბუნების მოქმედებაზე და ზოგი შესაძლებელადაც თვლის გავლენას უმარტივესი ფიზიკური დონით ადამიანზეც, მაქსიმუმ ხასიათის რაღაც შტრიხების ჩასახვაზეც (ესეც საკამათოა,რადგან ძალიან ზედაპირულია ეს ყველაფერი და ამაზე საერთოდ არ საუბრობს წმ. იოანე დამასკელი , იგი მხოლოდ ბუნებაზე გავლენას ახასიათებს), რომელიც არ აისახება მის თავისუფალ ნებაზე და ამ თავისუფალი ნებით გამოწვეულ შედეგებზე ანუ მომავალზე, ეს ასეთუისე ცნობილია და ჩვენ ამაზე მოვიყვანთ ეკლესიის მამების და თეოლოგების მსჯელობას.
წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“. („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“) ქართულ სივრცეში ეს სტატიაა ასეთუისე ჩამოყალიბებული: ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm დღეს რადგანაც დიდი რაოდენობით ადამიანი, საქართველოში და ყველგან, მისდევს ჰოროსკოპებს, იქნებ გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ თემა, სადაც დავაგროვებთ ყველა საპოლემიკო, სააპოლოგეტო წიგნებს, სტატიებს და ვინმე ასტროლოგიით გატაცებულთან ვიკამათებთ კიდეც. დღეს აგერ თვალსაჩინოებისათვის მოგიყვანთ ჩვენი კიდევ ერთი კურიოზული მიშის (), ამჯერად ცაგარელის ინტერვიუს: http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001&d=1# გუშინდელ 18.01.10 დააყენეთ 08:15 დან და უსმინეთ მას, ამ საუბრიდან (ნუ მე ამ ყველაფერს ცოტა სიტყვას, ძალიან შერბილებულად რომ ვთქვა "სახალისო ზღაპრებს" დავარქმევდი) ბევრ რამეს შეხედავთ, კერძოდ იმას, რომ ცაგარელი მოქნილად სარგებლობს ქრისტიანობის პოპულარულობით და ამავდროულად და კურიოზულად ამავე ქრისტიანობის ხალხის მიერ ნაკლებად ცოდნით და ვალენტინობის დაკავშირებას ასტროლოგიური ახალ წელთან, და მერე აგრძელებს თუ აგრძელებს, ნუ ახლა მე მხოლოდ "მარგალიტებს" ამოვიწერ, დანარჩენს თუ გაუძლებთ თქვენ უსმინეთ , რადგან ამ საიტზე ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებია, ვუსმინოთ: 1) რახან ხარი მაინც გრძლედებაო, იქნებადა ძროხის ხორცს მოერიდოთო, არ აწყენინოთო (04:00) ( ) 2) შემდეგ (08;55) დან ყვება , 50 თეთრიანი (რადგან ოქროსფერია) როგორ უნდა დაიდოს მაგიდაზე 3) მერე 1 ან 8 სანთელი როგორ უნდა დაინთოს (1 ან 8 დაიმახსოვრეთ ) 4) მერე მადლობა უნდა გადაუხადოთ თურმე ხარს და მოწიწებით (! ) უნდა ვთხოვოთ ვეფხვს მოგვხედოს და გვიშველოს და ა.შ. და ა.შ. ნუ ამ სისულელეებს ახლა ვინმე თუ აგვიხსნის ძალიან დაგვავალებს, უნდა ითქვას, რომ ცაგარელი რომელიც ვარსკლავია ჩვენს ასტროლოგიური აბსურდების კოჰორტაში, უცხოეთის მსგავს "პროფესიის" ხალხთან ერთერთი დაბალი დონისაა, თუმცა ჩვენ მართლმადიდებლებს უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება ამ სიცრუისადმი და ამისათვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
athos |
Jan 21 2010, 08:08 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ქევანა
ციტატა ასტროლოგია დღევანდელი გაგებით და ძველი გაგებით, ეს დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულებაა როგორც ალქიმია და ქიმია დღეს ალქიმიას მაგიად და ოკულტიზმად რაცხავენ, არადა თავის დროზე იგივე ქიმია იყო : ) არ ყოფილა მთლად მასე ასტროლოგიას და ასტრონომიას ძველადაც მიჯნავდნენ ერთმანეთისგან. ნაწყვეტი თეოდორე ბალსამონის, ბიზანტიელი კანონისტის ანბანური სინტაგმიდან (მე-12 საუკუნის ბოლოს ცხოვრობდა): А числогадатели - те, которые думают, что небесные тела имеют владычество над всем и что наши дела устрояются согласно с движением их. [Букв. по толк. Вальсам, на 36 пр. соб. Лаодик.] А относящееся к математическому знанию делится на следующие две науки: астрономию и астрологию; и первая дозволена самими святыми (отцами собора Лаодикийского), так как показывает положение и движение всех небесных тел, а также их взаимное отношение и расстояние; [Согласно с Зонарою на прав. 36-е того же собора.] астрология же, т.е. выходящее отсюда предсказывание по соотношению будто бы небесных тел и предугадывающая будущее, отнюдь не дозволена отцами, [Ср. толков. Зонар.] так как заставляет простейших внимать родословию и судьбе. А астрологи - те, которые делают предсказание по звездам, при содействии демонов, и внимают им как богам. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი