ფორუმელთა შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა შემოქმედება |
missis_kartveli |
Feb 25 2007, 06:01 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
ფორუმელებო დააწყვეთ თქვენი ნამუშევრები, თქვენი ფანტაზიის ნაყოფი: ნახატები, ლექსები,მოთხრობები, ჩანახატები, თუნდაც რომელიმე პროგრამაში შექმნილი რამ, ან თქვენი გადაღებული ფოტოები, მოკლედ რაც თქვენს გონებას და ხელს ეკუთვნის ყველაფერი.... მგონი საინტერესო იქნება, ვის რა შეუძლია ერთმანეთს რომ გავუზიაროთ...
|
missis_kartveli |
Mar 3 2007, 11:48 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
რა ლამაზია
რა ლამაზია ოცნებებში დახატულ წეროთ უმანკოებით და სინაზით გაშლილი ფრთები, ლურჯ გუმბათებში აშლილ წეროთ ნავარდის ცქერით, იმ სილაჟვარდეს ცისას თითქოს მეც ვუერთდები. რა ლამაზია ლაჟვარდ ცაზე წეროთა ფრენა, გუმბათ მწვერვალებს სწვდება მათი ფარფატა ფრთები, ცის კამარაზე წეროთ გუნდის ნაზი სრიალით თვალს ვერა ვსწყვეტ ცას, ამ მშვენებით ვიწვი და ვთვრები. რა ლამაზია მათი გული სიკეთით სავსე, თითქოს მშვენებას და სიყვარულს ის შეუქმნია, სინათლეს აფრქვევს სინათლე და სიკეთე მათი, რადგან სიავის ნატამალი არ გააჩნიათ. რა ლამაზია ოცნებებში კამარა ცაზე უმანკოების გამომხატველ წეროთა ფრენა, მშვენიერების, სინაზის და სიკეთის შერწყმით ზებუნებრივი სიყვარულის ეს გამოვლენა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი