ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
KAIROS |
Jan 19 2010, 09:24 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ცოტა რომ გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილებაც, მოდით ახლა ასტროლოგიაზე ვისაუბროთ, საუბრობენ ის რომ მზეს და მთვარეს, ზოგადად კოსმოსს და სამყაროს თავისი გავლენა აქვს ბუნების მოქმედებაზე და ზოგი შესაძლებელადაც თვლის გავლენას უმარტივესი ფიზიკური დონით ადამიანზეც, მაქსიმუმ ხასიათის რაღაც შტრიხების ჩასახვაზეც (ესეც საკამათოა,რადგან ძალიან ზედაპირულია ეს ყველაფერი და ამაზე საერთოდ არ საუბრობს წმ. იოანე დამასკელი , იგი მხოლოდ ბუნებაზე გავლენას ახასიათებს), რომელიც არ აისახება მის თავისუფალ ნებაზე და ამ თავისუფალი ნებით გამოწვეულ შედეგებზე ანუ მომავალზე, ეს ასეთუისე ცნობილია და ჩვენ ამაზე მოვიყვანთ ეკლესიის მამების და თეოლოგების მსჯელობას.
წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“. („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“) ქართულ სივრცეში ეს სტატიაა ასეთუისე ჩამოყალიბებული: ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm დღეს რადგანაც დიდი რაოდენობით ადამიანი, საქართველოში და ყველგან, მისდევს ჰოროსკოპებს, იქნებ გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ თემა, სადაც დავაგროვებთ ყველა საპოლემიკო, სააპოლოგეტო წიგნებს, სტატიებს და ვინმე ასტროლოგიით გატაცებულთან ვიკამათებთ კიდეც. დღეს აგერ თვალსაჩინოებისათვის მოგიყვანთ ჩვენი კიდევ ერთი კურიოზული მიშის (), ამჯერად ცაგარელის ინტერვიუს: http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001&d=1# გუშინდელ 18.01.10 დააყენეთ 08:15 დან და უსმინეთ მას, ამ საუბრიდან (ნუ მე ამ ყველაფერს ცოტა სიტყვას, ძალიან შერბილებულად რომ ვთქვა "სახალისო ზღაპრებს" დავარქმევდი) ბევრ რამეს შეხედავთ, კერძოდ იმას, რომ ცაგარელი მოქნილად სარგებლობს ქრისტიანობის პოპულარულობით და ამავდროულად და კურიოზულად ამავე ქრისტიანობის ხალხის მიერ ნაკლებად ცოდნით და ვალენტინობის დაკავშირებას ასტროლოგიური ახალ წელთან, და მერე აგრძელებს თუ აგრძელებს, ნუ ახლა მე მხოლოდ "მარგალიტებს" ამოვიწერ, დანარჩენს თუ გაუძლებთ თქვენ უსმინეთ , რადგან ამ საიტზე ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებია, ვუსმინოთ: 1) რახან ხარი მაინც გრძლედებაო, იქნებადა ძროხის ხორცს მოერიდოთო, არ აწყენინოთო (04:00) ( ) 2) შემდეგ (08;55) დან ყვება , 50 თეთრიანი (რადგან ოქროსფერია) როგორ უნდა დაიდოს მაგიდაზე 3) მერე 1 ან 8 სანთელი როგორ უნდა დაინთოს (1 ან 8 დაიმახსოვრეთ ) 4) მერე მადლობა უნდა გადაუხადოთ თურმე ხარს და მოწიწებით (! ) უნდა ვთხოვოთ ვეფხვს მოგვხედოს და გვიშველოს და ა.შ. და ა.შ. ნუ ამ სისულელეებს ახლა ვინმე თუ აგვიხსნის ძალიან დაგვავალებს, უნდა ითქვას, რომ ცაგარელი რომელიც ვარსკლავია ჩვენს ასტროლოგიური აბსურდების კოჰორტაში, უცხოეთის მსგავს "პროფესიის" ხალხთან ერთერთი დაბალი დონისაა, თუმცა ჩვენ მართლმადიდებლებს უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება ამ სიცრუისადმი და ამისათვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
G_I_O_R_G_I_ |
Jan 21 2010, 11:18 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
ერთ დროს გატაცებული ვიყავი ასტროლოგიით სანამ ეკლესიაში დავიწყებდი სიარულს და ისეთი საკითხებით თუ როგორ ააშენეს უცხოპლანეტელებმა ჩინეთის კედელი და პირამიდა სტოუნჰენჯი და აშ (ბიბისიზე სულ ამაზე გადიოდა გადაცემები.) და წელზე მეტი ცაგარელის ყველა გადაცემას უყურებდი ევრიკაზე.
ცაგარელის როგორც ყველაზე პოპულარული ასტროლოგის შეხედულებები თუ დაგაინტერესებთ ძირითად ქრისტიანულ საკითხებზე ასეთია და რათქმაუნდა სრულებით არასწორი და მიუღებელი. ა)რომ იესო ქრისტე არის არა ღმერთი არამედ წმინდანი როგორც მოსე,მუჰამედი,ბუდა კრიშნა და აშ. ბ)რომ ეხლა 70 წლიანი მერწყულის პერიოდში დაიბადება იისფერი რასა რომელიც გამოისყიდის წინაპართა ცოდვებს და აღარ იქნება არც ანტიქრისტეს ბატონობა მსოფლიოზე არც სამყაროს აღსასრული და არც უფლის დიდებიტ მოსვლა როგორც წერია იოანეს გამოცხადებაში გ)რომ სამყაროში დამყარდება ნოსტრადამისეული ქილიასტური 1000 წლოვანი ოქროს ხანა დ)რომ ლოცვა ან რაიმე ბუდისტური მედიტაცია ერთიდაიგივეა ასევე აღსარების მაგივრად თუ ადამიანი ჩაიტარებს აურის გაწმენდის სეანს რომელიმე ექსტრასენსთან მას ასევე მიეტევება ცოდვები. ე)ზოგადად კი ისე საუბრობს რომ წარსულში მომხდარი მოვლენა დაუკავშიროს ასტროლოგიურ პროგნოზს და მით ახსნას იმ მოვლენის გამომწვევი მიზეზი მაგ რომ ერთერთი მიზეზი ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული ბიდის იყო მაგ საქარტველოს დროშის ფერები და დამოუკიდებლობის დღის არასწორ დღეს დანიშვნა რადგან ეს თარსი დღეა ამ დრესასწაულისთვის და ას. მოკლედ დროზე მივხვდი და თავი დავანებე ცაგარელსაც და ასტროლოგიასაც. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 02:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი