![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
INFORMATION |
![]()
პოსტი
#1
|
![]() guja ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 ![]() |
რას ნიშნავს თქვენთვის მოძღვარი?
რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ადამიანს, რომელიც თქვენი მოძღვარია და სულიერი და საერო ცხოვრების წარმართვაში გეხმარებათ? როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს მოძღვართან, ხშირად ესაუბრებით პრობლემებზე? ემორჩილებით? გაქვთ მოძღვართან ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული აზრი თუ ყველაფერში უჯერებთ? პირადად მე არ მყავს მოძღვარი ![]() ვესაუბრები სხვადასხვა მღვდლებს სულიერ და ზოგად საკითხებზე და ამით უფრო შეიძლება რაციონალური დასკვნის გაკეთება. არ მინდა ვინმეს პირადი ცხოვრება შევუთანხმო.... ავირჩევ ვინმე მღვდელს, რომელიც მოწმე იქნება ჩემი აღსარების, რომელსაც იესოსთან მოვინანიებ... ვისაუბროთ ამ საკითხზე ![]() |
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
კაცმა, რომ თქვას, როგორ მოგცცემს ზუსტ რჩევა-დარიგებას სრულიად უცხო მღვდელი, რომელმაც არ იცის შენი სულიერი მდგომარეობა, შენი სულიერი ცხოვრების წარსული, შენი ცოდნის შესახებ რელიგიურ საკითხებში, შენი ხასიათი, შენი ოჯახური სიტუაცია, შენი სამუშაო/სასწავლელის გარემო და ა.შ.
როდესაც მეც შევეცადე ასე კარ-და-კარ სიარულს ეკლესიებში, პირველივე მღვდელმა მითხრა: მიდი შენს სულიერ მოძღვართან და მას ჰკითხე რაც გაინტერესებს და შეეშვი ასე კარ-და-კარ სიარულსო. თუ შენი მოძღვრის მორჩილება არ გაგაჩნია, ევედრე ღმერთს, რომ მორჩილება მოგცესო. მაშინ მივხვდი, თუ რაოდენ საჭირო ყოფილა პირადი მოძღვრისადმი მორჩილება. "80. ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან. (ღირსი იოანე სინელი, კიბე ანუ კლემაქსი, სიტყვა 25)" თვითონ ამ სიტყვების ავტორმა, წმ. იოანე სინელმა კი "ისე დაუმორჩილა საკუთარი თავი მოძღვარს, თითქოს უტყვი და პირადი ნებისგან სრულიად თავისუფალი სული ჰქონოდა." (ცხოვრება წმიდისა ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე სინელ მამასახლისისა, სულთგანმანათლებელი მოძღვრების ავტორისა, ჭეშმარიტად სანატრელისა, რომელიც დანიელ რაითელმა მონაზონმა აღწერა) არგად იცოდე, რომ თუ შენ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ. უფალმა სთქვა: „ისწავეთ ჩემგან: რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალი გულითა, და ჰპოვოთ განსვენებაი სულთა თქუენთა“ (მათ. 11,29). ქრისტესმიერი მორჩილების გარეშე სული არასდროს არ იქნება მშვიდად ღმერთში, არამედ მუდამ იქნება მღელვარებაში სხვადასხვანაირი ზრახვებისაგან, რომლებიც ხელს უშლიან ღმერთის ჭვრეტაში. ნეტარია, ვინც მოიპოვა მორჩილება, რამეთუ მან ჰპოვა სრულქმნილი სიმშვიდე ღმერთში. (წმინდა სილუან ათონელი, "ზრახვებსა და ხიბლზე") თუკი სულიერ მამასთან მომთმენნი: დამჯერნი და მორჩილნი იქნებით, მაშინ მშვენიერი იქნება უფლის მოსაგებელი: და გაიხარებთ იმ ღვაწლით, რომელიც მოხსენდება უფალ ღმერთს. ვინც ემორჩილება თავის მოძღვარს, ის უფალი ღმერთის ნებას აღასრულებს და ვინც ღმერთს ემორჩილება, ის თავის მოძღვრის მორჩილებაშიცაა. ღირსი მამა ანტონი დიდი -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th July 2025 - 09:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი