ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ასტროლოგიის სიმცდარე, წარმართობიდან-ცაგარელამდე :) |
KAIROS |
Jan 19 2010, 09:24 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ცოტა რომ გამოვაცოცხლოთ ეს განყოფილებაც, მოდით ახლა ასტროლოგიაზე ვისაუბროთ, საუბრობენ ის რომ მზეს და მთვარეს, ზოგადად კოსმოსს და სამყაროს თავისი გავლენა აქვს ბუნების მოქმედებაზე და ზოგი შესაძლებელადაც თვლის გავლენას უმარტივესი ფიზიკური დონით ადამიანზეც, მაქსიმუმ ხასიათის რაღაც შტრიხების ჩასახვაზეც (ესეც საკამათოა,რადგან ძალიან ზედაპირულია ეს ყველაფერი და ამაზე საერთოდ არ საუბრობს წმ. იოანე დამასკელი , იგი მხოლოდ ბუნებაზე გავლენას ახასიათებს), რომელიც არ აისახება მის თავისუფალ ნებაზე და ამ თავისუფალი ნებით გამოწვეულ შედეგებზე ანუ მომავალზე, ეს ასეთუისე ცნობილია და ჩვენ ამაზე მოვიყვანთ ეკლესიის მამების და თეოლოგების მსჯელობას.
წმინდა იოანე დამასკელი ბრძანებს: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“. („მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“) ქართულ სივრცეში ეს სტატიაა ასეთუისე ჩამოყალიბებული: ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე http://www.orthodoxy.ge/apologetika/astrologia.htm დღეს რადგანაც დიდი რაოდენობით ადამიანი, საქართველოში და ყველგან, მისდევს ჰოროსკოპებს, იქნებ გვქონდეს ერთხელ და სამუდამოდ თემა, სადაც დავაგროვებთ ყველა საპოლემიკო, სააპოლოგეტო წიგნებს, სტატიებს და ვინმე ასტროლოგიით გატაცებულთან ვიკამათებთ კიდეც. დღეს აგერ თვალსაჩინოებისათვის მოგიყვანთ ჩვენი კიდევ ერთი კურიოზული მიშის (), ამჯერად ცაგარელის ინტერვიუს: http://tvali.ge/index.php?action=sat&channel=1000001&d=1# გუშინდელ 18.01.10 დააყენეთ 08:15 დან და უსმინეთ მას, ამ საუბრიდან (ნუ მე ამ ყველაფერს ცოტა სიტყვას, ძალიან შერბილებულად რომ ვთქვა "სახალისო ზღაპრებს" დავარქმევდი) ბევრ რამეს შეხედავთ, კერძოდ იმას, რომ ცაგარელი მოქნილად სარგებლობს ქრისტიანობის პოპულარულობით და ამავდროულად და კურიოზულად ამავე ქრისტიანობის ხალხის მიერ ნაკლებად ცოდნით და ვალენტინობის დაკავშირებას ასტროლოგიური ახალ წელთან, და მერე აგრძელებს თუ აგრძელებს, ნუ ახლა მე მხოლოდ "მარგალიტებს" ამოვიწერ, დანარჩენს თუ გაუძლებთ თქვენ უსმინეთ , რადგან ამ საიტზე ძალიან კარგი ტექნიკური მონაცემებია, ვუსმინოთ: 1) რახან ხარი მაინც გრძლედებაო, იქნებადა ძროხის ხორცს მოერიდოთო, არ აწყენინოთო (04:00) ( ) 2) შემდეგ (08;55) დან ყვება , 50 თეთრიანი (რადგან ოქროსფერია) როგორ უნდა დაიდოს მაგიდაზე 3) მერე 1 ან 8 სანთელი როგორ უნდა დაინთოს (1 ან 8 დაიმახსოვრეთ ) 4) მერე მადლობა უნდა გადაუხადოთ თურმე ხარს და მოწიწებით (! ) უნდა ვთხოვოთ ვეფხვს მოგვხედოს და გვიშველოს და ა.შ. და ა.შ. ნუ ამ სისულელეებს ახლა ვინმე თუ აგვიხსნის ძალიან დაგვავალებს, უნდა ითქვას, რომ ცაგარელი რომელიც ვარსკლავია ჩვენს ასტროლოგიური აბსურდების კოჰორტაში, უცხოეთის მსგავს "პროფესიის" ხალხთან ერთერთი დაბალი დონისაა, თუმცა ჩვენ მართლმადიდებლებს უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული აზროვნება ამ სიცრუისადმი და ამისათვის თქვენი აქტიურობაცაა საჭირო. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 22 2010, 05:59 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ასტროლოგია დღევანდელი გაგებით და ძველი გაგებით, ეს დაახლოებით ისეთივე დამოკიდებულებაა როგორც ალქიმია და ქიმია და ახლა რატომ პირველ ალბათ, არ იცნობ საკითხს რაა ასტროლოგია და რაა ასტრონომია და რაა მათ შორის მთავარი განმასხვავებელი, მოკლედ მე შესავალშივე დავწერე,რომ ასტრლოგიას არ აქვს მთავარ ამოცანად დასახული ისაუბროს ციურ სხეულთა გავლენით ბუნებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ (ამას ბევრი სხვა მეცნიერება სწავლობს), არამედ სწორედ რომ ადამიანის ბედზე გავლენას, ამის გარეშე ასტროლოგია არაა ასტროლოგია, ამიტომაა იგი უარსაყოფი და დასაგმობი, რაც დავწერე იგივეს იმეორებენ აქაც: Астрология не занимается физическим воздействием космоса на природу и человека. Этим занимаются космобиология, биофизика, метеорология и другие науки. Астрологи делают свои заключения и прогнозы не на основании физических законов, а на основании законов астрологических (точнее, астрологических технологий). Лишенная мистической, в данном случае оккультной, основы (на чем настаивает автор письма), астрология перестает быть астрологией и утрачивает свою главную, предсказательную функцию. И если бы все современные астрологи по призыву автора публично отреклись бы от оккультного происхождения астрологии, природа этого знания не изменилась бы. Не современные астрологи вызвали к жизни это знание, не им его природу и перетолковывать. http://www.zavet.ru/astro04.htm წმ. იოანე დამასკელი ამბობს: ციტატა ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. შესაბამისად, ასტროლოგია თავიდანვე იყო დაგმობილი წმ. წერილში, როგორც იქნა მოყვანილი წინა გვერდებზე, ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, როცა რჩეულ ერს უწევდა ბევრ ისეთი ხალხის გვერდით ცხოვრება, რომლებსაც ასტროლოგია რელიგიის რანგში ყავდათ აყვანილი, ვნახოთ რას ამბობს წმიდა წერილი: ციტატა Еще в Ветхом Завете Господь через пророка Моисея запретил обращаться к магам, звездочетам и гадателям. Повторим цитату из пророка Исаии, который, предрекая гибель Вавилона за его нечестие и пагубное занятие магией и астрологией, от имени Господа с иронией говорит: "Оставайся же с твоими волшебствами и со множеством чародейств твоих, которыми ты занималась от юности твоей; может быть, пособишь себе, может быть, устоишь. Ты утомлена множеством советов твоих; пусть же выступят наблюдатели небес и звездочеты и предвещатели по новолуниям, и спасут тебя от того, что должно приключиться тебе. Вот они, как солома; огонь сожег их; не избавили души своей от пламени..." (Ис. 47, 12-14). ასე ამბობს ესაია: "12. იდექი შენს ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე. 13. დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან! " "И вы не слушайте своих пророков и своих гадателей, и своих сновидцев, и своих волшебников, и своих звездочетов, которые говорят вам: не будете служить царю Вавилонскому. Ибо они пророчествуют вам ложь, чтобы удалить вас из земли вашей, и чтобы Я изгнал вас и вы погибли".(Иер.27, 9-10) "Так говорит Господь: не учитесь путям язычников и не страшитесь знамений небесных, которых язычники страшатся" (Иер. 10, 2). "...К волшебникам не ходите, и не доводите себя до осквернения от них. Я Господь, Бог ваш" (Левит 19, 31). "...И дабы ты, взглянув на небо и увидев солнце, луну и звезды [и] все воинство небесное, не прельстился и не поклонился им и не служил им, так как Господь, Бог твой, уделил их всем народам под всем небом. А вас взял Господь [Бог] и вывел вас из печи железной, из Египта, дабы вы были народом Его удела". (Втор.4, 19-20) "Мужчина ли или женщина, если будут они вызывать мертвых или волхвовать, да будут преданы смерти: камнями должно побить их, кровь их на них" (Левит 20, 27). "...Не должен находиться у тебя проводящий сына своего или дочь свою через огонь, прорицатель, гадатель, ворожея, чародей, обаятель, вызывающий духов, волшебник и вопрошающий мертвых; ибо мерзок пред Господом всякий, делающий это, и за сии-то мерзости Господь Бог твой изгоняет их от лица твоего; будь непорочен пред Господом Богом твоим; ибо народы сии, которых ты изгоняешь, слушают гадателей и прорицателей, а тебе не то дал Господь Бог твой" (Втор. 18, 10–14). და ასე რომ უნდა ვიცოდეთ ასტროლოგია, რომლის სხვადასხვა ტერმინებია ვარსკლავთმეტყველება,ვარსკვლ ვთმრიცხველობა, მისნობა და ა.შ. ემიჯნება სრულიად ასტრონომიას, და თავიდანვე დაგმობილი იყო ბიბლიის და შემდეგ წმ. მამების მიერ, რადგან ძირშივე ეწინააღმდეგება ქრისტიანულ გაგებას ადამიანის თავისუფლებისა. ასე რომ საცდური ასტროლოგიით გატაცებისა უძველესია და დიდ სასახლეებშიც შეუღწევია, მაგრამ რაც არ უნდა შეაღწიოს იგი მაინც თავისი ბუნებით ანტიქრისტიანულია და სრული აბსურდია მისი არევა ასტრონომიასთან, მხოლოდ იმიტომ რომ ორივენი ასტრებს ეხება და იყენებენ ვარსკლავებს და მათ სიმბოლოებს (მათ შორის ზოდიაქოს ნიშნებს), ერთი (ასტრონომია) მათ იყენებს მეცნიერული მიზნებისათვის (მაგალითად საათისათვის იხ. ცნობილი პრაღის საათი), ასევე გამოიყენებოდა სიმბოლოდ კოსმიური სამყაროსი, რადგან ზოდიაქო ნიშნავს თანავარსკლავედებს, რომელთაც ცხოველთა სახელი აქვთ მინიჭებული (აქედან სახელი, ბერძნული "ძოონ"- (ზოო) -დან) ეს არის სულ, დანარჩენში იყოფა მეცნიერების-ასტრონომიის და ცრურელიგიის-ასტროლოგიის გზები, წმ. იოანე დამასკელი ამბობს: "... რაგვარობა ჰაერისა, რაც მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავებზეა დამოკიდებული, სხვადასხვა სახით განაპირობებს განსხვავებული ტემპერატმენტის, ჩვევებისა და მიდრეკილებების ჩამოყალიბებას ადამიანებშიო. მაგრამ, ჩვევებიც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ჩვენს გონებას ექვემდებარება და მისი ხელმძღვანელობით იცვლება“ (იხ. 2, წგ. II, თ. 7, გვ. 200)." ამათი ცოდნა "ეტლებს" (ესე არიან იბ-ნი ეტლნი: ვერძი, კუროჲ, ტყუბი, კირჩხიბი, ლომი, ქალწული, სასწორი, ღრიაკალი, მშვილდოსანი, თხის რქა, წყლის საქანელი, თავზი, ხელნაწერი A38) უწოდებდნენ ადრე, ოქროპირის სიტყვებით: " მათი მსვლელობა გვაძლევს ცოდნას ჟამთა და მოქცევათა, დღეთა სათვალავთა დ აწლის ხანგრძლივობის შესახებ, რაც ჩვენ შეგვიძლია მათი საშუალებით ამოვიცნოთ“. ასე რომ ასტროლოგია ანტიქრისტიანულია თავისი სწავლებითი არსით და არამეცნიერული თავისი "არგუმენტებით". საინტერესო სტატიებია პირველ გვერდზე მოცემული და ყველას ვურჩევ ყურადღებით გაეცნოს მათ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი