ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ადამიანი - კითხვა ღვთიური ბუნების შესახებ |
Molen |
Jan 12 2010, 11:35 AM
პოსტი
#1
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 295 რეგისტრ.: 17-December 07 წევრი № 3,434 |
მოგესალმებით.
მაპატიეთ, ცოტა რთულ საკითხს ვეხები, მაგრამ იმდენად სერიოზული კამათი მქონდა ამასთან დაკავშირებით, რომ პასუხის ძიებაში ლამის შევიშალე. ის ხომ სწორედ ისეა, რომ ღვთიური გარეგნობა, თვისებები და ძალა ღმერთმა ადამიანს უბოძა, ანუ მოხდა სწორედ ისე რომ უფალმა ადამიანებს მისცა სწორედ იგივე უნარები რაც აქვს ტვიტონ, რაც ჩანს იქიდანაც რომ ვიცით უფალმა ადამიანი შექმნა თავის ხატად. სწორეა? აქედან გამომდინარე შეიდზლება ვივარაუდოთ, რომ ადამიანებს არ აქვთ "გაცოცხლებული" აღნიშნული თვისებები. ასეა? იესო დედამიწაზე იყო თუ არა ადამიანი?! ანუ იგი აქ, როგორც ღმერთი კი არა, როგორც მხოლოდ ადამიანური საწყისის მქონე ისე მოგვევლინა. მაგრამ მას ჰქონდა ყველა ის ადამიანური თვისებები რაც ადამიანს აქვს და ის ღვტიურიც რაც ასე ილუზიურად და მიუღწევლად ჩანს ჩვენი გადასახედიდან. ხომ ასეა? მაგალითად იესოს შეეძლო წალზე გაეარა, განეკურნა ავადმყოფები, აღედგინა მკვდრეთით გარდაცვლილები და ასე შემდეგ. ანუ ამ ყევალფრიდან გამომდინარე, ადამიანს, როგორც იესოს შეუძლია აკეთოს ის რასაც აკეთებდა უფალი, როცა მას ადამიანური სახე ჰქონდა. ასეა? და ბოლოს, როცა მიდგება საქმე იმაზე თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით რომ პასუხი არის მხოლოდ და მოხოლოდ რწმენაში, თუნდაც მარცვლისოდენაში. ასეა? რა მოიაზრება რწმენაში? და როგორ მიიღწევა იგი? შეუძლია კი ადამიანმა გააცოცხლოს თავის თავში ღვთიური ბუნება რწმენისა და უფლის მეშვეობით? -------------------- და უკანასკნელი მტერი განქარდება, - სიკდვილი (კორ. 15:26).
Solomon's Wisdom |
აბე |
Jan 14 2010, 08:04 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
უფალი არის ყოველივე სიბრძნის, ძლიერების, სიყვარულის და ა.შ. წყარო. ის ძალმოსილება რაც მან მის ქმნილებებს მისცა რა თქმა უნდა ახლოსაც ვერ მივა თავად უფლის ძლიერებასთან, ყოვლისშემძლეობასთან. ეს გასაგებია და ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ თუ მისცა უფალმა ეშმაკს, ანუ თავდაპირველად უმაღლეს ქერუბიმს გარკვეული რაღაცეების გაკეთების უნარი, ეს უნარები, შესაძლებლობები თუ ძალები ხომ არ გაქრებოდა მისი დაცემისას? ანუ ქერუბიმობის დროს რაც შეეძლო ეშმაკად გადაქცევის მერეც ხომ შეეძლებოდა?
ნუ როგორც ვიცი, უფალი ეშმაკის მოქმედებას ზღუდავს გარკვეულ ფარგლებში, მაგრამ არა მთლიანად, ანუ ეშმაკი დედამიწაზე მაინც სჩადის გარკვეული რაოდენობითა და სიხშირით (შეზღუდვის ფარგლებში) თავის მზაკვრობებს და ამის გამოვლინებებს პირადად მეც ვხედავ. ელემენტარულად ჯადოები და ეგეთი რაღაცეები რომ არსებობს და ეს რომ ეშმაკისგანაა, ამას ეკლესია აღიარებს. აი მამა თეოდორეს ქადაგების იმ ნაწილშიც, რომელიც ზემოთ დავწერე, მამაო პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს მაგიზმი, ანუ გარემო სამყაროს ძალების ადამიანის მიერ დამორჩილება. ნუ მამა თეოდორეს იმ ქადაგებაში არ უხსენებია, რომ მაგია ეშმაკისგანაა, მაგრამ თუ ღვთისგან არაა, აბა სხვა ვისგან უნდა იყოს?! ახლა, გინდა ფოკუსი დავარქვათ ამას, რადგანაც ეშმაკს არ აძლევენ უფლებას უფრო "უკეთესი ხარისხით" გააკეთოს ასეთი რაღაცეები ან არც შეუძლია "უკეთესი ხარისხით" გაკეთება და გინდა ეშმაკის სასწაული ვუწოდოთ, რადგანაც ადამიანს არ ძალუძს ამ "დაბალი ხარისხის" რაღაცეების გაკეთება.... ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა ვუწოდოთ, ჩვენთვის ასეთი ფოკუსები თუ ჯადოქრობები მიუღებელია და არ უნდა გვინდოდეს, რადგანაც ამ ძალებს გარე სამყაროს დამორჩილებისა ვღებულობთ ეშმაკისგან. კაი ამასაც თავი დავანებოთ: ცხონებისათვის რაში გვჭირდება სასწაულების კეთება ვინმემ ამიხსნას... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
guram |
Jan 22 2010, 10:36 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 18 რეგისტრ.: 9-April 09 წევრი № 6,805 |
უფალი არის ყოველივე სიბრძნის, ძლიერების, სიყვარულის და ა.შ. წყარო. ის ძალმოსილება რაც მან მის ქმნილებებს მისცა რა თქმა უნდა ახლოსაც ვერ მივა თავად უფლის ძლიერებასთან, ყოვლისშემძლეობასთან. ეს გასაგებია და ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ თუ მისცა უფალმა ეშმაკს, ანუ თავდაპირველად უმაღლეს ქერუბიმს გარკვეული რაღაცეების გაკეთების უნარი, ეს უნარები, შესაძლებლობები თუ ძალები ხომ არ გაქრებოდა მისი დაცემისას? ანუ ქერუბიმობის დროს რაც შეეძლო ეშმაკად გადაქცევის მერეც ხომ შეეძლებოდა? ნუ როგორც ვიცი, უფალი ეშმაკის მოქმედებას ზღუდავს გარკვეულ ფარგლებში, მაგრამ არა მთლიანად, ანუ ეშმაკი დედამიწაზე მაინც სჩადის გარკვეული რაოდენობითა და სიხშირით (შეზღუდვის ფარგლებში) თავის მზაკვრობებს და ამის გამოვლინებებს პირადად მეც ვხედავ. ელემენტარულად ჯადოები და ეგეთი რაღაცეები რომ არსებობს და ეს რომ ეშმაკისგანაა, ამას ეკლესია აღიარებს. აი მამა თეოდორეს ქადაგების იმ ნაწილშიც, რომელიც ზემოთ დავწერე, მამაო პირდაპირ ამბობს, რომ არსებობს მაგიზმი, ანუ გარემო სამყაროს ძალების ადამიანის მიერ დამორჩილება. ნუ მამა თეოდორეს იმ ქადაგებაში არ უხსენებია, რომ მაგია ეშმაკისგანაა, მაგრამ თუ ღვთისგან არაა, აბა სხვა ვისგან უნდა იყოს?! ახლა, გინდა ფოკუსი დავარქვათ ამას, რადგანაც ეშმაკს არ აძლევენ უფლებას უფრო "უკეთესი ხარისხით" გააკეთოს ასეთი რაღაცეები ან არც შეუძლია "უკეთესი ხარისხით" გაკეთება და გინდა ეშმაკის სასწაული ვუწოდოთ, რადგანაც ადამიანს არ ძალუძს ამ "დაბალი ხარისხის" რაღაცეების გაკეთება.... ყოველ შემთხვევაში, რაც არ უნდა ვუწოდოთ, ჩვენთვის ასეთი ფოკუსები თუ ჯადოქრობები მიუღებელია და არ უნდა გვინდოდეს, რადგანაც ამ ძალებს გარე სამყაროს დამორჩილებისა ვღებულობთ ეშმაკისგან. კაი ამასაც თავი დავანებოთ: ცხონებისათვის რაში გვჭირდება სასწაულების კეთება ვინმემ ამიხსნას... ჩემი აზრით მათ ეს ძალა იმიტომ ქონდათ რომ უფლის რწმენა გაემრავლებინათ, მათ ეს თავისთვის ხომ არ უნდოდათ. -------------------- უფალო იესუ ქრისტე, ძეო და სიტყვაო ღვთისა ცხოველისაო, შემიწყალე მე ესე უღირსი მონაი შენი და განფხუარ გონებისა ჩემისაგან გული სიტყუაი უჯეროი და ვნებული, რომელი ეგე კურთხეულ-ხარ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდ არს უფალი ღმერთი ჩვენი. დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი