სერბები ახალ პატრიარქს ირჩევენ, დღეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სერბები ახალ პატრიარქს ირჩევენ, დღეს |
კანონისტი |
Jan 22 2010, 05:40 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიხსნა სამღვდელმთავრო კრება, რომელმაც უნდა აირჩიოს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 45-ე პატრიარქი. კრებას თავმჯდომარეობს უხუცესი მღვდელმთავარი შაბაჩის მიტროპოლიტი ლავრენტი.
თუ სერბეთის ეკლესიის განაწესში ცვლილებები არ შევა, მაშინ ახალ პატრიარქს სამი კანდიდატისგან კენჭისყრით აარჩევენ. კანდიდატების შერჩევა კი ფარული ხმის მიცემით მოხდება, რომლებსაც ეპისკოპოსები დაასახელებენ. პატრიარქობის კანდიდატი შეიძლება სერბეთის ეკლესიის ნებისმიერი იერარქი გახდეს, რომელიც ეპარქიას მინიმუმ 5 წლის განმავლობაში განაგებდა. ამ მოთხოვნას მღვდელმთავართა კრების წევრი 45 მეუფიდან 37 აკმაყოფილებს. ახალი პატრიარქის არჩევა ბელგრადის ეპარქიის წმ. სიმეონ მირონმდინარის სახელობის ტაძარში მოხდება. სერბეთის 45-ე პატრიარქის ინტრონიზაცია კი არჩევიდან დაახლოებით ორ დღეში ბელგრადის საკათედრო ტაძარში მოხდება. სერბეთის პატრიარქი პავლე 96 წლის ასაკში 15 ნოემბერს ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფილტვებისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო იგი ორი წლის განმავლობაში ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ახალი პატრიარქის არჩევამდე სერბეთის პატრიარქის მოვალეობას ჩერნოგორია-პრიმორიის მიტროპოლიტი ამფილოქე ასრულებდა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
აბე |
Jan 23 2010, 08:02 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
athos
მადლობა, გაიხარე. -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 07:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი