![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიხსნა სამღვდელმთავრო კრება, რომელმაც უნდა აირჩიოს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 45-ე პატრიარქი. კრებას თავმჯდომარეობს უხუცესი მღვდელმთავარი შაბაჩის მიტროპოლიტი ლავრენტი.
თუ სერბეთის ეკლესიის განაწესში ცვლილებები არ შევა, მაშინ ახალ პატრიარქს სამი კანდიდატისგან კენჭისყრით აარჩევენ. კანდიდატების შერჩევა კი ფარული ხმის მიცემით მოხდება, რომლებსაც ეპისკოპოსები დაასახელებენ. პატრიარქობის კანდიდატი შეიძლება სერბეთის ეკლესიის ნებისმიერი იერარქი გახდეს, რომელიც ეპარქიას მინიმუმ 5 წლის განმავლობაში განაგებდა. ამ მოთხოვნას მღვდელმთავართა კრების წევრი 45 მეუფიდან 37 აკმაყოფილებს. ახალი პატრიარქის არჩევა ბელგრადის ეპარქიის წმ. სიმეონ მირონმდინარის სახელობის ტაძარში მოხდება. სერბეთის 45-ე პატრიარქის ინტრონიზაცია კი არჩევიდან დაახლოებით ორ დღეში ბელგრადის საკათედრო ტაძარში მოხდება. სერბეთის პატრიარქი პავლე 96 წლის ასაკში 15 ნოემბერს ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფილტვებისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო იგი ორი წლის განმავლობაში ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ახალი პატრიარქის არჩევამდე სერბეთის პატრიარქის მოვალეობას ჩერნოგორია-პრიმორიის მიტროპოლიტი ამფილოქე ასრულებდა. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
ოიგიუს მინიმუს |
![]()
პოსტი
#2
|
![]() giorgi ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 128 რეგისტრ.: 26-December 06 მდებარ.: saqartvelo, tbilisi წევრი № 751 ![]() |
აქსიოს! ღმერთმა წმინდად ამსახუროს მისი უწმინდესობა!
![]() -------------------- "პირველთაგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი..."
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd June 2024 - 08:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი