IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სერბები ახალ პატრიარქს ირჩევენ, დღეს
კანონისტი
პოსტი Jan 22 2010, 05:40 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დღეს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიხსნა სამღვდელმთავრო კრება, რომელმაც უნდა აირჩიოს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 45-ე პატრიარქი. კრებას თავმჯდომარეობს უხუცესი მღვდელმთავარი შაბაჩის მიტროპოლიტი ლავრენტი.

თუ სერბეთის ეკლესიის განაწესში ცვლილებები არ შევა, მაშინ ახალ პატრიარქს სამი კანდიდატისგან კენჭისყრით აარჩევენ. კანდიდატების შერჩევა კი ფარული ხმის მიცემით მოხდება, რომლებსაც ეპისკოპოსები დაასახელებენ. პატრიარქობის კანდიდატი შეიძლება სერბეთის ეკლესიის ნებისმიერი იერარქი გახდეს, რომელიც ეპარქიას მინიმუმ 5 წლის განმავლობაში განაგებდა. ამ მოთხოვნას მღვდელმთავართა კრების წევრი 45 მეუფიდან 37 აკმაყოფილებს.
ახალი პატრიარქის არჩევა ბელგრადის ეპარქიის წმ. სიმეონ მირონმდინარის სახელობის ტაძარში მოხდება. სერბეთის 45-ე პატრიარქის ინტრონიზაცია კი არჩევიდან დაახლოებით ორ დღეში ბელგრადის საკათედრო ტაძარში მოხდება.

სერბეთის პატრიარქი პავლე 96 წლის ასაკში 15 ნოემბერს ბელგრადის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ფილტვებისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო იგი ორი წლის განმავლობაში ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. ახალი პატრიარქის არჩევამდე სერბეთის პატრიარქის მოვალეობას ჩერნოგორია-პრიმორიის მიტროპოლიტი ამფილოქე ასრულებდა.



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
უჩა
პოსტი Jan 25 2010, 09:08 PM
პოსტი #2


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



აქსიოს აქსიოს აქსიოს.

30იანი ყოფილა ესე იგი 79 წლის გამოდის.



--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   სერბები ახალ პატრიარქს ირჩევენ   Jan 22 2010, 05:40 PM
afxazi   http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html...   Jan 22 2010, 07:15 PM
აბე   ღმერთმა დალოცოს ახ...   Jan 22 2010, 07:36 PM
INFORMATION   რა უცნაური სახელ...   Jan 22 2010, 07:39 PM
athos   ქართულად ირინეოს...   Jan 22 2010, 07:41 PM
აბე   ქართულად ირინეოსი...   Jan 22 2010, 07:46 PM
KAIROS   აქსიოს მის უწმიდეს...   Jan 22 2010, 11:59 PM
ბადრი   ღმერთმა გააძლიერო...   Jan 23 2010, 12:07 AM
ბიძია თომა   აქსიოს აქსიოს აქსი...   Jan 23 2010, 12:36 AM
ალექსანდრე   აქსიოს, და ღმერთმა ...   Jan 23 2010, 02:21 AM
აბე   ხო მართლა, "აქსიო...   Jan 23 2010, 04:46 PM
athos   აბე "აქსიოს" ნიშ...   Jan 23 2010, 06:02 PM
აბე   athos მადლობა გაიხარე...   Jan 23 2010, 06:23 PM
athos   აბე ბერძნულად. ძვ...   Jan 23 2010, 06:50 PM
აბე   athos :* მადლობა, გაიხა...   Jan 23 2010, 08:02 PM
ოიგიუს მინიმუს   აქსიოს! ღმერთმა წ...   Jan 24 2010, 07:42 PM
llaasshhaa   აქსიოს :) ღმერთმა გა...   Jan 25 2010, 04:36 PM
lamara   აქსიოს! ღმერთმა დ...   Jan 25 2010, 04:41 PM
უჩა   აქსიოს აქსიოს აქსი...   Jan 25 2010, 09:08 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 09:31 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი