გამოფენები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გამოფენები |
მაგდალინა |
Nov 24 2009, 02:20 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
აქ დავდოთ ხოლმე გამოფენების ანონსები
დღეს, 24 ნოემბერს, 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდობის სულიერი განვითარების ცენტრში ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეა აწყობს გამოფენას "გიორგობა". ექსპოზიციაში წარმოდგენილია სმენადაქვეითებული ბავშვების - 203 საჯარო სკოლა, ნინოწმინდის, თბილისის საჯარო სკოლების და გალერეის თავისუფალი ხატვის ჯგუფების 230 ნორჩი მხატვრის ნამუშევრები. დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე, გალერეა "ვერნისაჟში" გაიხსნება მხატვართა ჯგუფის გამოფენა სახელწოდებით "ფერადი ნავი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თორნიკე აბულაძის, ირაკლი ჩიქოვანისა და ბექა სვირავას ნამუშევრები. გამოფენა გაგრძელდება 29 ნოემბრამდე. გალერეა "ვერნისაჟის" ახალი მისამართია: ძმები ზუბალაშვილების ქ. # 7. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მაგდალინა |
Jan 26 2010, 10:39 AM
პოსტი
#22
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 924 რეგისტრ.: 15-September 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 194 |
26 იანვარს, 14:00 საათზე, სტუ-ის გალერეა "უნივერსში" "საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის" ორგანიზებით და "სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება ფოტოკონკურსის "შეაჩერე დარღვევა" გამოფენა.
გამოფენაზე გამოვლინდება გამარჯვებული სურათები, რომლის ავტორებიც ფასიანი საჩუქრებთ დაჯილდოვდებიან. პროექტის მიზანია ფოტომოყვარულების მიერ გადაღებული სურათების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხშირია ქვეითად მოსიარულეთა, ეკოლოგიური, ადმინისტრაციული თუ სხვადასხვა სახის დარღვევები. -------------------- დიდ არს უფალი!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th May 2024 - 12:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი