ორსული ღვთისმშობლის ხატი, დირბის დედათა მონასტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ორსული ღვთისმშობლის ხატი, დირბის დედათა მონასტერი |
Karo |
Feb 9 2007, 08:34 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 563 რეგისტრ.: 9-February 07 მდებარ.: ქართველების დედაქალაქია ქუთEისი!!! წევრი № 1,043 |
მგონი ბევრმა არ იცის რომ დირბის დედათა მონასტერში რამოდენიმე თვის წინ რესტავრაციისას კირქვის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში...
მე კიდევ მაინტერესებს თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი... ვერავინ მიპასუხა ამ კითხვაზე,, იქნებ თქვენ დამეხმაროთ... -------------------- მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია? ღამე მთვარესთან გითენებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?თვალი ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერაც მოგძალებია. თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...
|
თერალ ი |
Jan 28 2010, 01:55 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
აქაც იყოს , მასალები ძირითადად კარავის ფოუმიდანაა, რამდენიმე ჩემი სურათი დავამატე მხოლოდ:
დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი - შიდა ქართლი (ქარელის რაიონი) მდინარე ფრონის ხეობა დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონში), მდინარე ფრონის ხეობაში . მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქეონი (ანუ დაქვემდებარებული) მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში". დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ". ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია. იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს. ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება. ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით. დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა. მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე. ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი. აი ეს ფრესკაც მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს. იგივე ფრესკა სხვა რაკურსით აი სხვა ფრესკებიც: წმ. გიორგი ”ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მაგრამ გარდა ღმრთისმშობლის მიძინებისა, იქ მეორე კანკელიც არის. მონასტრის წინამძღვარ დედა ნატალიას გადმოცემით, აშკარად შეიმჩნეოდა ეკლესიაში მეორე კანკელის არსებობის კვალი, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი წმინდანის სახელობის იყო. რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს გადაუწყვეტია, წმ. ბარბარეს სახელობის იქნებაო. როცა ხელოსანი მოუყვანიათ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა, მაშინვე უკითხავს ამ ადამიანს: "წმ. ბარბარეს კანკელს აკეთებთო?", დედა ნატალიას გაკვირვებულს უკითხავს: "საიდან იციო?", თურმე ამ ადგილას მართლაც წმ. ბარბარეს სახელობის კანკელი ყოფილა და ამ ხელოსანს თავის წინაპრებისგან გადმოცემით სცოდნია. - "დედას სულ აქ დავყავდით და წმ. ბარბარეს სახელზე სანთლებს ვანთებდითო" კანკელი: მეორე კანკელი: ხატმწერ ირაკლი ცინცაძის მიერ ახლადდახატული ხატი - მიდგომილი ღმრთისმშობელი ხედი ციხიდან დირბის მონასტერზე კოსმოსიდან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი