IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ორსული ღვთისმშობლის ხატი, დირბის დედათა მონასტერი
Karo
პოსტი Feb 9 2007, 08:34 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 563
რეგისტრ.: 9-February 07
მდებარ.: ქართველების დედაქალაქია ქუთEისი!!!
წევრი № 1,043



მგონი ბევრმა არ იცის რომ დირბის დედათა მონასტერში რამოდენიმე თვის წინ რესტავრაციისას კირქვის სქელი ფენის ქვეშ აღმოაჩინეს ორსული(მიდგომილი) ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ერთადერთია მართლმადიდებლურ სამყაროში...

IPB-ს სურათი


მე კიდევ მაინტერესებს თუ სად არის დირბის დედათა მონასტერი... ვერავინ მიპასუხა ამ კითხვაზე,, იქნებ თქვენ დამეხმაროთ...


--------------------
მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი მოგნატრებია?თუ გყვარებია ოდესმე ვინმე? ვისიმე ჯავრი თუ გქონებია? ღამე მთვარესთან გითენებია? წვიმაში თმა თუ დაგსველებია? ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?თვალი ცრემლით დაგსველებია? ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბათ სიმღერაც მოგძალებია. თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში? თოვლში ყვავილი თუ გიძებნია? თუ გიცინია აცრემლებამდე? გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია? რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ, ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თერალ ი
პოსტი Jan 28 2010, 01:55 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 273
რეგისტრ.: 26-July 08
წევრი № 5,402



აქაც იყოს , მასალები ძირითადად კარავის ფოუმიდანაა, რამდენიმე ჩემი სურათი დავამატე მხოლოდ:


დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი - შიდა ქართლი (ქარელის რაიონი) მდინარე ფრონის ხეობა
IPB-ს სურათი


დირბის ღმრთისმშობლის მიძინების მონასტერი მდებარეობს შიდა ქართლში (ქარელის რაიონში), მდინარე ფრონის ხეობაში .
IPB-ს სურათი
მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, საიდანაც ვგებულობთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქეონი (ანუ დაქვემდებარებული) მონასტერი იყო და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე ყოფილა. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის. დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისაი, არამედ მეფენი ქართლისანი დასმენ ქარველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".
დირბის "ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიას "კუბოსა ღმრთისმშობლისასაც უწოდებენ".

ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ჩანს, ტაძარს მრავალი სახეცვლილება განუცდია.
იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. მოგვიანებით, ჩრდილოეთ მხარეს მიუშენებიათ ქვის ეკვდერი. ასეთივე აგურის მინაშენი გაუკეთებიათ სამხრეთ მხარსაც. ამჟამად ეკლესია სამნავიანი ბაზილიკის ტიპისაა.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილსა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობასა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამ ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენიებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.
ეკლესიის სამხრეთით ორსართულიოანი სამრეკლო დგას, გვიან ფეოდალურ ხანაში მე-XVII საუკუნეში ეკლესიის გადაკეთებისას აგებული. იგი კუბური ფორმის ნაგებობაა. I სართული სამხრეთით და ჩრდილოეთით ფართო, შეისრული თაღებითაა გახსნილი და ეზოში შესასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს.
IPB-ს სურათი

ღმრთისმშობლის ტაძრის უკან დღემდე დგას დირბის ციხე, რომელსაც გალავანი უერთდება.
IPB-ს სურათი
ტაძრის სამხრეთით შემონახულია მოზრდილი ნაფუძარი მარნისა, რომელიც რიყის ქვის ნახევრად მიწაში ჩაფლულ ნანგრევებს წარმოადგენს. შემორჩენილია დასავლეთ კედლის უკან ცენტრალურ ნაწილში მიდგმული კამარით გადახურული მცირე სათავსო ნიშებითა და ქვევრებით.

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

დირბის ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიაში XX ს-ის 30-იან წლებამდე მოღვაწეობდნენ ბერძენი ბერები. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღმრთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ტაძრის ცენტრალურ ნავში არსებული XIV საუკუნის უნიკალური ფრესკები, დაიკარგა ტაძარში არსებული ყველა ხატი და საეკლესიო ნივთი. ხოლო თვით ტაძარი დანგრევის პირას მივიდა.
მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა სარესტავრაციო და არქელოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი იქნა მრავალი სამარხი, წყალსადენი მილები, შენობათა ნაშთები, რომელიც მოწმობს მომცრო სამეურნეო ნაგებობათა არსებობას მონასტრის ტერიტორიაზე.
ტაძარსა და სამრეკლოს ჩაუტარდა რესტავრაცია. მოიხსნა ნალესი ფენა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის არის ერთერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც ფაქიზი ოსტატობითაა გამოსახული გამორჩეული სითბოთი სავსე "მიდგომილი" (ფეხმძიმე) ღმრისმშობელი.
აი ეს ფრესკაც
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

მიდგომილი ღმრთისმშობლის ზემოთ გამოსახულია ღმრთისმშობლის დედის წმ. ანას ხარების სცენა, მის გვერდიტ კი ღმრთისმშობლის მამის იოაკიმის ფრესკა ჩანს.
იგივე ფრესკა სხვა რაკურსით
IPB-ს სურათი

აი სხვა ფრესკებიც:
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

წმ. გიორგი
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

”ტაძარი ღმრთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მაგრამ გარდა ღმრთისმშობლის მიძინებისა, იქ მეორე კანკელიც არის. მონასტრის წინამძღვარ დედა ნატალიას გადმოცემით, აშკარად შეიმჩნეოდა ეკლესიაში მეორე კანკელის არსებობის კვალი, მაგრამ არ იცოდნენ, რომელი წმინდანის სახელობის იყო. რუის-ურბნისის ეპარქიის მეუფე იობს გადაუწყვეტია, წმ. ბარბარეს სახელობის იქნებაო. როცა ხელოსანი მოუყვანიათ, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობდა, მაშინვე უკითხავს ამ ადამიანს: "წმ. ბარბარეს კანკელს აკეთებთო?", დედა ნატალიას გაკვირვებულს უკითხავს: "საიდან იციო?", თურმე ამ ადგილას მართლაც წმ. ბარბარეს სახელობის კანკელი ყოფილა და ამ ხელოსანს თავის წინაპრებისგან გადმოცემით სცოდნია. - "დედას სულ აქ დავყავდით და წმ. ბარბარეს სახელზე სანთლებს ვანთებდითო"



კანკელი:                                                                                                    მეორე კანკელი:
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი



ხატმწერ ირაკლი ცინცაძის მიერ ახლადდახატული ხატი - მიდგომილი ღმრთისმშობელი
IPB-ს სურათი

ხედი ციხიდან დირბის მონასტერზე
IPB-ს სურათი


კოსმოსიდან
IPB-ს სურათი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Karo   ორსული ღვთისმშობლის ხატი   Feb 9 2007, 08:34 PM
მნათე   რამდენად კანონიკუ...   Feb 9 2007, 08:49 PM
Karo   მნათე სრულიად კანო...   Feb 9 2007, 08:57 PM
მნათე   ხო რაცხა... :D ღვთისმ...   Feb 9 2007, 08:59 PM
მარიამი   ქარელიდან 15 კილომე...   Feb 9 2007, 09:01 PM
Karo   მნათე ფოტოსამყარო...   Feb 9 2007, 09:02 PM
მარიამი   მე მინახავს ხატი, ს...   Feb 9 2007, 09:03 PM
Karo   მარიამი მადლობა მა...   Feb 9 2007, 09:03 PM
მარიამი   ახლახანს გამოიცა დ...   Feb 9 2007, 09:04 PM
ლეონტი   არსებობს ფრესკა,რო...   Feb 9 2007, 09:08 PM
kato_Bato   მეც მაქვს ასეთი ხა...   Feb 9 2007, 11:18 PM
Karo   ყველაზე დიდი სასწა...   Feb 10 2007, 10:37 AM
მარიამი   აი, ის ხატი, რომ ვამ...   Feb 10 2007, 09:47 PM
დავით ივერიელი   რა მნიშვნელობა აქვ...   Feb 10 2007, 10:38 PM
ketino   ფეხმძიმე ღვთისმშო...   Feb 11 2007, 04:23 PM
Karo   მე პირადად ძალიან ...   Feb 11 2007, 04:44 PM
მარიამი   შემდეგი ექსკურსიი...   Feb 11 2007, 04:50 PM
Karo   მარიამი დიდი სიამო...   Feb 11 2007, 05:00 PM
მარიამი   მე მაქვს ეგ ინფორმ...   Feb 11 2007, 05:02 PM
მარიამი   დირბის ღვთისმშობლ...   Feb 11 2007, 05:20 PM
Karo   დიდება უფალს... მად...   Feb 11 2007, 05:21 PM
მარიამი   ესეც დირბის მონასტ...   Feb 11 2007, 06:40 PM
Karo   გEიხარეეეე.... უღრმე...   Feb 11 2007, 06:48 PM
მარიამი   ვეცდები მოგვიანებ...   Feb 11 2007, 06:54 PM
Karo   ექსკურსიის სუნი მე...   Feb 11 2007, 07:09 PM
მხევალი ნინო   ორსული ღვთისმშობლ...   Feb 12 2007, 12:42 PM
შეხვეწილი   ხომ არ გვეშლება? და...   Feb 12 2007, 06:59 PM
ლეონტი   ხომ არ გვეშლება? და...   Feb 13 2007, 11:14 AM
Karo   კითხვის არსს ვერ ჩ...   Feb 12 2007, 08:53 PM
teo..   რა ლამაზი და საყვა...   Feb 13 2007, 04:50 AM
მარიამი   ეს ძალიან დიდი შეც...   Feb 13 2007, 11:30 AM
ლეონტი   ეს ძალიან დიდი შეც...   Feb 13 2007, 11:41 AM
tamar Chkhaidze   დამღუპველი შეცდომ...   Jan 29 2010, 04:15 PM
Karo   მარიამი ჩემი აზრით...   Feb 13 2007, 11:35 AM
მარიამი   ლეონტი მეც მასე ვი...   Feb 13 2007, 11:42 AM
Karo   შეიძლება მართალია....   Feb 13 2007, 11:49 AM
mariami-k   დირბის მონასტერში ...   Feb 27 2007, 09:41 PM
Karo   mariami-k ლამაზი ხატია...   Mar 1 2007, 12:52 PM
mariami-k   Karo ნამდვილად.   Mar 1 2007, 05:47 PM
Tornike Lobzhanidze   ხატი არ ჩანს და ლინ...   Nov 5 2007, 04:05 PM
deli   მონასტრის დედებს ვ...   Nov 6 2007, 04:19 PM
მათველა   .... http://v.foto.radikal.ru/0706/46/78f0a23c56e...   Nov 6 2007, 07:07 PM
marine   http://k.foto.radikal.ru/0706/59/b5cd8354e99c.j...   Nov 14 2007, 11:54 AM
marine   კიდევ არის სურათე...   Nov 15 2007, 03:42 PM
იოანა   http://k.foto.radikal.ru/0706/ae/2b4728282951.jpg...   Dec 12 2008, 09:00 PM
marine   http://k.foto.radikal.ru/0706/59/b5cd8354e99c...   Feb 10 2010, 04:34 PM
ketino   რა საინტერესო ეკლე...   Nov 6 2007, 07:15 PM
მათველა   წინა პოსტები ნახე ;)   Nov 13 2007, 11:41 PM
abo   მარიამი მე ასეთი ხ...   Jul 4 2008, 08:11 PM
miss sevda   ვაიმე ჩემთან არ გა...   Jul 4 2008, 09:08 PM
IZAKUNA   მე ვიცი ეს ხატი.და ვ...   Aug 26 2008, 10:04 PM
marine   მე ვიცი ეს ხატი.და ...   Sep 17 2008, 05:00 PM
tamar84   ძალიან ლამაზი მონა...   Sep 17 2008, 06:36 PM
Irma   ჩემთან პირველი სურ...   Sep 19 2008, 03:18 PM
veriko7   ჩემთან პირველი სუ...   Sep 19 2008, 04:32 PM
momavali   ულამაზესი ხატია. ს...   Oct 3 2008, 11:42 AM
kiki   ულამაზესი ხატია. ს...   Dec 10 2008, 11:44 AM
teklatekla2   დიდი მადლობა ამ ფრ...   Dec 10 2008, 12:34 AM
elenele   ღმერთო რა ლამაზია ...   Dec 12 2008, 07:32 PM
teklatekla2   მე ხატიც მოვიძიე დ...   Dec 13 2008, 01:14 AM
ninela   გამარჯობა! ყველა...   Jan 5 2009, 11:00 PM
expert:)   დირბის მონასტრის ხ...   Mar 20 2009, 10:01 PM
k@the   expert:) ამ თემაში არის ...   Mar 23 2009, 06:08 PM
expert:)   დავიწყოთ იქიდან რა...   Apr 4 2009, 02:20 PM
ლეონტი   ვინ არის ღვთისმშო...   Feb 9 2010, 11:08 AM
ruso-roso   მიდგომილი ღვთისმშ...   May 12 2009, 03:55 PM
mogzaura   და აბა სამებაში რო...   May 12 2009, 10:18 PM
tamara   ნამყოფი ვარ დირბში...   May 13 2009, 06:08 PM
dodona   მინდა გიტხრატ ,რომ ...   May 18 2009, 12:44 AM
Bivrili   http://s45.radikal.ru/i110/0905/eb/7493ea0e6ad5.jp...   May 27 2009, 11:27 PM
shavlegi   ამ ხატის ავტორი ვი...   Dec 23 2009, 04:34 PM
tamar Chkhaidze   ამ ხატის ავტორი ვი...   Jan 28 2010, 12:39 PM
თერალ ი   ირაკლი ცინცაძე; ვი...   Jan 28 2010, 01:03 PM
თერალ ი   აქაც იყოს , მასალებ...   Jan 28 2010, 01:55 PM
თერალ ი   ეხლა ჩემს მიერ გად...   Jan 28 2010, 02:10 PM
თერალ ი   საინტერესოა ცოცხა...   Jan 28 2010, 05:15 PM
tamar Chkhaidze   საინტერესოა ცოცხა...   Jan 29 2010, 03:10 PM
ნონა   ფრესკები ძალიან და...   Jan 28 2010, 05:30 PM
tamar Chkhaidze   ფრესკები ძალიან დ...   Feb 11 2010, 12:11 PM
ქევანა   თერალ ი მადლობა, კა...   Jan 29 2010, 02:50 PM
ლეონტი   აღმოაჩინეს ორსული...   Feb 9 2010, 11:19 AM
თერალ ი   გამაყრუებლად ხმამ...   Feb 10 2010, 03:56 PM
tamuna m   ლეონტი დანარჩენებ...   Feb 10 2010, 01:25 PM
nikusha89   დირბის დედათ მონას...   Apr 21 2010, 10:13 PM
tamar Chkhaidze   დირბის დედათ მონა...   Apr 23 2010, 07:41 PM
Jangula   დირბის დედათ მონა...   May 5 2010, 09:33 AM
Jangula   გამარჯობათ ამას წი...   Apr 30 2010, 05:08 PM
tamar Chkhaidze   გამარჯობათ ამას წ...   May 17 2010, 12:59 AM
tamar Chkhaidze   უახლესი ინფრომაცი...   Aug 15 2010, 05:34 PM
nikusha89   კი ქარელის რაიონი ...   Aug 18 2010, 08:31 PM
tamar Chkhaidze   ნამდვილად ასეა :) ოღ...   Aug 31 2010, 05:46 PM
tamar Chkhaidze   იყიდება სატრყელი უ...   Dec 26 2010, 11:15 PM
marine   როგორც ფრესკაზე ღვ...   Dec 27 2010, 11:54 AM
tamar Chkhaidze   მანტიაზე არაფერი მ...   Dec 27 2010, 02:38 PM
qetevano   ჩემი ერთი ლექტორის...   Feb 21 2013, 11:01 PM
marine   ჩემი ერთი ლექტორი...   Mar 15 2013, 12:20 PM
qetevano   მე არ ვეთანხმები, ქ...   Mar 15 2013, 03:29 PM
marine   ხო მაგრამ იცი რა არ...   Mar 15 2013, 03:33 PM
A.V.M   qetevano მეც ვეთანხმები....   Feb 21 2013, 11:45 PM
qetevano   qetevano მეც ვეთანხმები...   Feb 21 2013, 11:48 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 08:00 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი