IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ხატთა შესახებ, გავაანალიზოთ
მნათე
პოსტი Feb 16 2007, 10:04 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



მოკლედ იქნებ საბოლოოდ გავაანალიზოთ ეს თემა? ბოლოსდაბოლოს გავცეთ კითხვებს პასუხი! ძალიან საინტერესო იქნება წმინდა წერილის ერთგვარი 'შეხედულება' ამის ირგვლივ ირგვლივ....

სულ თავიდან როდესაც ხსენებული საკითხის გაანალიზებას შევუდექი, კითხვა დამებადა; ოდესმე თუ ყოფილა ეკლესიაში მომენტი, როდესაც ხატთა უარყოფა გადაწყვიტეს? პასუხად მივიღე-კი! წინ ამაფარეს ისტორია:

VII საუკუნის დასაწყისი-ბიზანტია დიდ საფრთხეშია.

კონსტანტინეპოლი ძლივს გადაურჩა არაბებს, დასავლეთიდან სლავები... სარცინებმა კონსტანტინეპოლი გარე სამყაროდან მთლიანად მოწყვიტეს... მოულოდნელად ბიზანტიის ჯარი შეტევაზე გადადის და არაბებს მუსრს ავლებს... შორსმჭვრეტელი იმპერატორი არაბიის გაქრისტიანებას გეგმავს... მაგრამ იგი აწყდება პრობლემას რომლის მტავარი მიზეზი ქრისტეანული ხატები ხდება. იგი ხატების აკრძალვას ითხოვს.

ამას მოსდევს სასულიერო დასის ორად გახლეჩვა რომლის ერთი ნაწილი თვლის რომ მორწმუნეთა დიდი ნაწილი ვერ ხვდება ხატების აზრს და მათ გაკერპებას იწყებს, უფრო მოწადინებული ნაწილი კი, ღრმავდება თეოლოგიაში და ცდილობს ეკლესიის აზრის შემობრუნებას-ერესის დაფუძნებას.

მათ წინ დგება ძალა, ეკლესიის მამებისა და მორწმუნე მრევლისა, რომელსაც კონსტანტინეპოლის პატრიარქი მეთაურობს-მის გვერდიტაა იოანე დამასკელი და პაპი გრიგორი III, იმპერატორი ისავრეს ამ წინააღმდეგობამ, ხატმებრძოლობა უფრო გაუძლიერა.

დიდი ქარიშხალის შემდეგ 787 წელს, წმიდა ეკლესია მსოფლიო კრებაზე იკრიბება, 767 მამა ერთდროულად იღებს დოგმატს რომელიც მწვალებლობას უარყოფს!

-----------------------------------

რასთან გვაქვს საქმე? რა არგუმენტაცია ქონდა წმიდა ეკლესიას? სად მივდივართ ხატების უარყოფით? იქნებ ნესტორიანელობაში?

გვეკიტხებიან: რტომ მიაგებთ პატივს ხატებს?
ვპასუხობთ: ჩვენ ხატს არ მივაგებთ პატივს, არამედ მასზე გამოსახულს!


აი აქ იწყება კითხვათა მთელი ქარბუქი, რა საჭიროა ხატი როცა გყავს ცოცხალი ღმერთი?! როგორ შეიძლება ღვთაებრიობის გამოსახვა?! რატომ არ გვხვდება ამის შესახებ გარკვევით წმიდა წერილში?!

მკითხველთ ალბათ ავიწყდებათ რომ, წმიდა სამების შესახებ ძალიან ცოტა რამაა გარკვევით წმიდა წერილში, არ ვსაუბრობ ისეთ რთულ თემაზე როგორიცაა დიოფიზიტიზმი... გარკვეულწილად სწორედ ამაშია ხატთაყვანისმცემლობის გასაღები, მაგრამ როგორ?

იქნებ მიმასწავლოთ ხატმებრძოლობის დროინდელი მამების, არგუმენტები?


და ა.შ

რას გვეუბნება წმიდა იოანე დამასკელი?

წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

თავი ოთხმოცდამეცხრე
ხატთა შესახებ



რადგან გვკიცხავენ ზოგნი იმის გამო, რომ თაყვანსვცემთ და პატივს მივაგებთ ჩვენი მაცხოვრის და ჩვენი დედოფლის, აგრეთვე დანარჩენ წმინდანთა და ქრისტეს მსახურთა ხატებს, ისმინონ მათ, რომ დასაბამიდან ღმერთმა საკუთარი ხატისებრ შექმხა ადამიანი. მართლაც, სხვა რის გამო ვცემთ თაყვანს ურთიერთს, თუ არა იმიტომ, რომ ღვთის ხატისებრ ვართ შექმნილნი? როგორც ამბობს ღმერთშემოსილი და საღვთოთა მხრივ ფრიად [განსწავლული] ბასილი, „ხატის პატივი პირველსახეზე გადადის“, ხოლო პირველსახეა გადმოსახატი, რომლისგანაც იქმნება გადმონაღები. რის გამო სცემდა თაყვანს მოსესეული ხალხი წრიულად კარავს, რაც ატარებდა ზეციურთა, უფრო კი მთელი ქმნილების, ხატსა და სახეს? უთხრა კიდეც ღმერთმა მოსეს: „იხილე და გააკეთე ყოველივე იმ სახის მიხედვით, მთაზე რომ გამოგიჩნდა შენ“ (გამოსვლ. 25,40). ამასთან, ის ქერუბიმებიც, სალხინებელს რომ ჩრდილავდნენ, ადამიანის ხელით არ იყო ქმნილი? ან კიდევ სახელგანთქმული ტაძარი იერუსალიმში, განა ისიც ხელითქმნილი და ადამიანთა ოსტატობით აგებული არ იყო?

საღვთო წერილი გმობს კერპკვეთილობათა თაყვანისმცემლებს, მაგრამ - აგრეთვე იმათაც, რომლებიც მსხვერპლს სწირავენ ეშმაკებს. მართალია, ელინებიც სწირავდნენ მსხვერპლს და იუდეველებიც, მაგრამ ელინები - ეშმაკებს, იუდეველები კი - ღმერთს. ამიტომ, ელინთა მსხევრპლი უკუგდებული და დაწყევლილი იყო, ხოლო მართალთა მსხვერპლი კეთილად შეიწყნარებოდა ღვთისგან, რადგან როდესაც მსხვერპლი შესწირა ნოემ, „იყნოსა ღმერთმა კეთილსურნელების სუნი“ (შესაქ. 8,21), ანუ ესათნოვა მას სურნელება კეთილი არჩევანისა და მისდამი კეთილგანწყობისა.

ამრიგად, ელინთა კერპკვეთილობანი უკუგდებულია და აკრძალული როგორც ეშმაკთა გამოსახულებანი. ამასთან, ვის ძალუძს შექმნას მსგავსება უხილავი, უსხეულო, გარეშეუწერელი და დაუსახველი ღვთისა? მართლაც, უკიდურესი სიშლეგეა და უღვთოება ღვთიურობის დამსახველობა. ამიტომაც, ძველი აღთქმის ჟამს არ იყო ჩვეულება ხატთა. გამოყენებისა, მაგრამ როდესაც ღმერთი თავისი თანალმობიერი გულმოწყალების გამო ჭეშმარიტად გახდა ადამიანი ჩვენს გამოსახსნგლად, - არა ისე, როგორც აბრაამს ეჩვენა იგი ადამიანის სახით, ანდა - როგორც წინასწარმეტყველთ, არამედ როდესაც ჭეშმარიტად გახდა იგი ადამიანი არსების მიხედვით, როდესაც იცხოვრა მან მიწაზე, დაჰყო ადამიანებთან, ისაკვირველთმოქმედა, ივნო, ჯვარს ეცვა, აღდგა და ამაღლდა, როდესაც ჭეშმარიტად მოხდა ეს ყოველივე და დასანახი გახდა ადამიანებისათვის, ამასთან აღიწერა კიდეც ჩვენდა შესახსენებლად და სასწავლად, რომლებიც იმჟამად იქ არ ვიყავით, რომ ჩვენ, ვერმხილველთ, სმენის გზით გვერწმუნა და უფლისმიერი ნეტარება მოგვეპოვებინა, ხოლო რადგან ყველა არ იყო მცოდნე ასოთა და არც ჰქონდა კითხვის გულმოდგინება, მამებმა ამგვარად თანაგანჭვრიტეს, რომ ყოველივე ეს, როგორც რამ რჩეულნაღვაწნი1, ხატებში აღწერილიყო შემოკლებულ მოსახსენებლად. ამიტომაა, რომ ხშირად, როდესაც არ ვფიქრობთ უფლის ვნებულებაზე, ვნახავთ თუ არა ქრისტეს ჯვარცმის ხატს, მაცხოვნებელი ვნებულება გაგვახსენდება, დავეცემით და თაყვანს ვცემთ მას, თუმცა - არა ნივთს, არამედ ხატწერილობას, ისევე როგორც თაყვანს ვცემთ არა სახარების ნივთს, ანდა ჯვრის ნივთს, არამედ - დასახულობას, რადგან რით სხვაობს ჯვარი, რომელსაც არ აქვს უფლის დასახულობა, იმისგან, რომელსაც აქვს? ასევეა ღვთის დედასთან დაკავშირებითაც, რადგან მისდამი პატივისცემა მისგან ხორცშესხმულისკენ ადის. მსგავსადვე, წმინდანთა სიქველენიც გვამზადებენ ჩვენ მხნეობისათვის, მათი სათნოებისადმი მოშურნეობისა და ბაძვისათვის და ღვთის სადიდებლად, რადგან, როგორც ვთქვით, კეთილგონიერ თანამონათა მიმართ პატივისცემა დასტურია საერთო მეუფისადმი კეთილგანწყობისა და ხატის პატივისცემა პირველსახეზე გადადის. ესაა დაუწერელი გადმოცემა, ისევე, როგორც აღმოსავლეთით თაყვანისცემა, ჯვრის თაყვანისცემა და სხვა მრავალი, ამათი მსგავსი.

გავრცელებულია ერთი ამბავიც: ავგაროზმა, ედესელთა ქალაქის მეფემ, მხატვარი მიავლინა, რომ მას უფლის ხატის მსგავსება გამოესახა, მაგრამ როდესაც მხატვარმა ვერ შეძლო ეს (უფლის პირისახისგან გამომკრთალი ბრწყინვალების გამო), მაშინ თვით უფალმა საკუთარ ცხოველმყოფელ პირისახეს ზედდაადო სამოსელი, გადაბეჭდა სამოსზე თავისი გამოხატულება და ასე გაუგზავნა იგი ამის მოსურნე ავგაროზს.

ამასთან, ის, რომ მოციქულებმა უმრავლესი რამ დაუწერლად გადმოგვცეს, ამას წერს პავლე, წარმართთა მოციქული: „ამრიგად, ძმანო, იდექით და დაიცავით ჩვენი გადმოცემანი, რაც გისწავლიათ ჩვენი სიტყვისა თუ ეპისტოლის მიერ“ (2 თეს. 2,15). და კორინთელთა მიმართ: „ხოლო გაქებ თქვენ, ძმანო,რომ ყველაფერი გახსოვთ ჩემი და როგორც გადმოგეცით თქვენ, ისე გიპყრიათ გადმოცემანი“ (1 კორ. 11,2)2.


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
მარიამი
პოსტი Mar 3 2007, 08:15 PM
პოსტი #2


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



გთავაზობთ ძალიან საინტერესო ლექციის ჩანაწერს ხატების სიმბოლიკაზე (შემოკლებულ ვარიანტს). სამწუხაროდ, არ ვიცი ავტორი. მხოლოდ ის ვიცი, ეროვნებით რუსია და ლექციის წაკითხვის დროს დიაკონი იყო.

ხატების შესახებ

თქვენ გსმენიათ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს არსებობდა მაღალი ანტიკური ხელოვნება, შემდეგ მოვიდნენ „ბარბაროსი“ ქრისტიანები, რომელთაც გაანადგურეს ეს ხელოვნება და დაიწყეს თავიანთი პრიმიტიული ხატების წერა. ეს არასწორია. უძველესი ქრისტიანული ხატები, მაგალითად, ბიზანტიური ხატები მეექვსე, მეშვიდე საუკუნეებისა, არაფრით განსხვავდებიან ანტიკური წარმართული გამოსახულებებისაგან, ანუ განსხვავდებიან სიუჟეტით, მაგრამ ხატვის ტექნიკა, გამოსახვის მეთოდი ხატში რჩება ანტიკურისათვის დამახასიათებელი: ძლიერ ნათელი, დახვეწილი სახის ნაკვთები, დიდი ლამაზი თვალები, მგრძნობიარე, მკვეთრი ბაგეები. ყოველივე ეს ტრადიციული ელინისტური ხელოვნებისთვისაა დამახასიათებელი. ეკლესია მხოლოდ მოგვიანებით ქმნის საკუთარ ენას.
მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები თვითონ არასოდეს სვამდნენ საღვთისმეტყველო კითხვებს. საღვთისმეტყველო საკითხების კვლევის ინიციატივა უფრო ხშირად შვეულად გადიოდა. ხატწერის შემთხვევაშიც ასე იყო. ხატმებრძოლთა ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტს წარმოადგენდა სწორედ წმინდა გამოსახულებების მშვინვიერება (გრძნობადობა). მათ საპირისპიროდ ეკლესიამ შეიმუშავა ხატწერის დოგმატური საფუძვლები, ეს პროცესი რამოდენიმე საუკუნე გაგრძელდა, თავდაპირველად ეს დოგმატიკა იოანე დამასკელისა და თეოდორე სტუდიელის თხზულებებში აისახა, შემდეგ კი ჩამოყალიბდა ხატწერის სრულიად განსხვავებული ენა.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ ხატის ენას. ხატწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ასე არ ჰგავს რეალისტურ მხატვრობას, არის უკუპერსპექტივის პრინციპი. აი, რას ნიშნავს ეს: პირობითად რომ ვთქვათ, პირდაპირ პერსპექტივაში ხაზები, რომლებიც გვშორდება, ერთმანეთისაკე მიდის. ხატწერაში პირიქითაა – რაც მეტად გვშორდებიან ხაზები, მით მეტად შორდებიან ერთმანეთს. მაგალითად, ქრისტე პანტოკრატორის ხატზე სახარების სამი მხარე ჩანს.
უკუპერსპექტივა აისახება ფერებშიც. საქმე იმაშია, რომ ღია ფერებს ადამიანის თვალი უფრო კარგად აღიქვამს, ვიდრე მუქ ფერებს. ესაა პირდაპირი პერსპექტივა. ხატებში ეს პერსპექტივა შებრუნებულია, რადგან უკანა პლანზე მყოფი საგნები მაქსიმალურად ნათელია (ხატებს ხშირად წითელ ან ოქროსფერ ფონს უკეთებენ). და პირიქით, სამოსი ღვთისმშობლის, მაცხოვრისა თუ წმინდანებისა მუქი ფერისაა, ანუ ჩვენს აღქმაში რაც უკანა პლანზეა, თითქოს გამოდის წინ. რატომ? არა იმიტომ, რომ ხატმწერებს ხატვა არ შეეძლოთ (როგორც ხშირად ფიქრობენ). საქმე სხვა რამეშია. პირველ რიგში, ბიბლიაში ყველაფერი უკუპერსპექტივაზეა აგებული. გახსოვთ, ქრისტე ამბობს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, პირველნი იქნებიან უკანა და უკანანი წინა“, „უწყითა, რამეთუ მთავარნი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი âელმწიფებენ მათ ზედა? ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს თქუენ შორის დიდ ყოფაÎ, იყავნ თქუენდა მსახურ; და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაÎ, იყოს იგი თქუენდა მონა“ (მათე 20, 25-27). გარდა ამისა, განა ქრისტიანული ღირებულებები შებრუნებული სამყარო არაა? სოფელი ესე აფასებს სახელს, დიდებას, სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, კეთილდღეობას, ამქვეყნიურ სიკეთეებს. ქრისტიანისათვის სხვა ცხოვრებაა ძვირფასი. ცხრა ნეტარების მიხედვით, ნეტარნი არიან გლახაკნი, მტირალნი, მწყურვალენი, დევნულნი. ეს აბსურდია ამ ქვეყნისათვის. ე.ი. წმინდა სახარების მიხედვითაც სამყარო უკუპერსპექტივაში აღიქმება. ასე ცხოვრობდნენ წმინდა მამებიც.
არსებობს უფრო პირდაპირი ახსნაც. მაგალითად, უკუპერსპექტივაში ხედავენ სამყაროს ბავშვები. ავიღოთ ბავშვის ნახატი. მასზე დახატული სახლი აუცილებლად სამი მხრიდან ჩანს. თუ გემი ხატია, უეჭველად ჩანს ქიმიც და ძირიც. აუცილებლად ეხატება ორი მეზღვაური, თუმცა ბავშვი გვერდიდან ხატავს. რატომ? ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელიც ბავშვთა შემოქმედებას იკვლევდა, ფსიქოლოგ-ექსპერიმენტოლოგი ეკითხება ბიჭუნას, რომელმაც დახატა სახლი და მის გვერდით ბილიკი, რომელიც სურათის სიღრმისაკენ მიემართება, მაგრამ არ ვიწროვდება. და აი, ფსიქოლოგი ეკითხება ბიჭს: „რატომ დახატე ასე ბილიკი?“ და იღებს საოცარ პასუხს: „სტუმრები ხომ იქიდან უნდა მოვიდნენ“. ანუ უკუპერსპექტივა არის არა ეგოცენტრისტული ხედვა სამყაროსი, არამედ უანგარო. რადგან პირდაპირ პერსპექტივაში მე სამყაროს ცენტრში ვდგავარ, მთელი სამყარო ჩემს ირგვლივ ბრუნავს. ასე ვხედავთ, ასეც ვხატავთ. ყველაფრის ზომა იმისდა მიხედვით აღიქმება, რამდენად ახლოსაა ჩვენთან. ამ შემთხვევაში, რომელია ყველაზე დიდი საგანი სამყაროში? – მე – ძვირფასი, საყვარელი და ერთადერთი მე. მაგრამ ქრისტიანობა სწორედ ამას უპირისპირდება: დაიხარჯე სამყაროსთვის, სხვებისთვის. ამდენად, უკუპერსპექტივა არაა ეგოცენტრისტული. რატომ ხატავს ბავშვი ასე? იმიტომ, რომ იგი ობიექტურობისაკენ ისწრაფვის. პირდაპირი პერსპექტივა სუბიექტურია, ანუ ესაა სამყაროს ჩემეული აღქმა. ესაა ერთგვარი იმპრესიონიზმი. მაგრამ თუ მე ნახაზს ვხაზავ, ვეცდები ყველაფერი ავსახო, ისიც კი, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ. ნახაზი ესაა საგნის ობიექტური გამოსახვა. ჩვენ კიდევ ვნახავთ, რომ ნახაზსა და ხატს ბევრი რამ აქვთ საერთო.
შემდეგი მიზეზი: ჩვენ სამყაროს ჭეშმარიტად უკუპერსპექტივაში აღვიქვამთ. არც ისაა შემთხვევითი, რომ ბავშვებიც ასე ხატავენ. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ხედვის ველი მეტად რთულადაა მოწყობილი. პირპირ პერსპექტივაში ჩვენ ვხედავთ იმ საგნებს, რომლებიც ჩვენგან შორსაა. ჩვენთან ახლოს მყოფ საგნებს კი უკუპერსპექტივაში აღვიქვამთ. აი, მაგალითად, თუ ხელისგულს თვალებთან ახლოს მიიტანთ, მას უკუპერსპექტივაში დაინახავთ, ანუ ერთდროულად დაინახავთ მას სამი მხრიდან. თუ დახატავთ მას, ასეთი სურათი გამოგივათ: თავიდან ხაზები დაშორებულია და მხოლოდ შემდეგ ერთდება. ამას ეწოდება აქსონომეტრული პერსპექტივა. მაშ ასე, სამყარო, რომელსაც ასახავს ხატი, არის ადამიანისათვის ყველაზე ახლო მყოფი სამყარო. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ღვთის სასუფეველი ჩვენშია. მეორეც იმიტომ, რომ ვინ უნდა გვიყვარდეს? – მოყვასი ჩვენი. და მესამე, სრულებით არ არის შემთხვევითი, რომ ხატზე არასოდეს გამოისახება ჰორიზონტი. ძალიან საინტერესოა, რომ ევროპულ მხატვრობაში ჰორიზონტი მხოლოდ XIV საუკუნეში ჩნდება. ეს უკავშირდება დასავლური აღქმის მეტად საინტერესო მუტაციას, აქ ჩნდება ინტერესი შორეულისადმი. ამით კი ირღვევა მცნება ქრისტესი: „ნუ ზრუნავთ ხვალისათვის“. ანუ ამას არანაირი აზრი არ აქვს. აღასრულე შენი დღევანდელი ვალი და ნუ გაინტერესებს ის, რაც შენ არ გეხება. ადამიანი უნდა ფიქრობდეს იმაზე, რაც მის ცხონებას ეხება და რაც მისი ვალია, იმაზე, სადაც დღეს და ამ წუთას ვარ, და რომ მხოლოდ დღეს და ამ წუთას შემიძლია ვიყო ღმერთთან. მე შემიძლია რაღაცის გაკეთება არა გუშინ ან ხვალ, ან სხვაგან, არამედ მხოლოდ იქ, სადაც ახლა ვიმყოფები. ამიტომ ნორმალურ მხატვრობაში, ქრისტიანულ ხატწერაში ჰორიზონტის გამოსახვა წარმოუდგენელია. და არც გამოსახავდნენ.
ახლა გადავიდეთ უფრო რთულ საკითხებზე. საქმე იმაშია, რომ სურათის ფოკუსი, ანუ ყველა ხაზის ამოსავალი წერტილი შორსაა. ხატში როგორაა? – ის ადამიანშია, იმ ადამიანში, რომელიც ხატის წინ დგას. სწორედ იმის გამოა ასე, რომ ესაა სამყარო უკუპერსპექტივაში, მე მასში შესვლა არ შემიძლია. უკუპერსპექტივის სამყარო აძევებს ჩემს მზერას, როგორც საცობს წყალი. მისტიკური თვალსაზრისით, ვიღებთ ძალიან საინტერესო რამეს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინაშეა ნახატი, რომელზეც გამოსახულია ტყეში შემავალი გზა. თქვენ მას უყურებთ და თქვენი მზერა შედის ნახატის სიღრმეში, მიჰყვება რა გზას ბოლომდე, სანამ ის ჩანს. თქვენი მზერა აქტიურია. ხატში კი აქტიურია არა ადამიანის მზერა, არამედ თვითონ ხატი. ის თვითონ გამოდის საზღვრებიდან და მიემართება ადამიანისაკენ. ეს პრინციპული საკითხია მართლმადიდებლური მისტიკისათვის. ექსტაზში მყოფი ადამიანი კი არ იჭრება ღმერთთან, არამედ თავად ღმერთი შემოდის ადამიანში. როდესაც ადამიანი თავმდაბლობით არ იღებს ღვთის წყალობას, არამედ მოითხოვს: „მომეც წყალობა!“ რას იღებს შედეგად? რა ჰქვია ამ მდგომარეობას? ხიბლი. ამდენად, ხატი არ გაძლევს საშუალებას, იყო აქტიური, შეხვიდე მასში, არამედ განაგდებს შენს მზერას: დადექი, ილოცე თავმდაბლობით, გულისშემუსვრილებით, გაუხსენი სული ღმერთს და იგი თავად შემოვა შენში.
როგორ აიგება ხატის სივრცე? აქ ძალიან ბევრი საინტერესო თავისებურებაა. მაგალითად, დააკვირდით ღვთისმშობლის მიძინების ხატს. ღვთისმშობლის გარშემო დგას უამრავი მოწაფე და მოციქული, ცენტრში კი ქრისტე. და არცერთი მოციქული არ უყურებს ქრისტეს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მოციქული სრულიად სხვა მხარეს იყურება. თქვენ იფიქრებთ, რატომ? განა თვითონ ქრისტე არ ამბობს: „დაუტევეთ მკვდართა დაფლვად თვისთა მკვდართა, თქვენ კი მე შემომიდექით“. ღვთისმშობლის მიძინების მომენტში ქრისტეს ამაღლებიდან უკვე საკმაო დრო იყო გასული. რა სიხარული იქნებოდა მისი დანახვა მოციქულებისათვის. მათ ყველა დასაფლავება დაავიწყდებოდათ. მაშინ, რატომ არ უყურებენ ქრისტეს? იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ მას. იმიტომ, რომ ქრისტე გაემოეცხადა მხოლოდ მარიამს, მხოლოდ თავის დედას. ამას მიძინების ხატი საოცარი საშუალებით გამოხატავს – ქრისტე ანგელოზებითაა გარშემორტყმული. როგორც გითხარით, ხატი ძლიერ ჰგავს ნახაზს. როცა ნახაზზე საგნის სიღრის გამოსახვა გვსურს, ვხატავთ ჭრილს, ჭრილში კი დეტალს. ჩვენ ვიყენებთ შტრიხირებას, ანუ გამოვსახავთ რამოდენიმე ფერით. ნახაზში სხვა ფერის შემოსვლა მიანიშნებს სხვა სიღრმეზე, სხვა სივრცეზე. ასევეა ხატშიც. როცა რაიმე სივრცე განსხვავებული ფერითაა მოცემული, ეს ნიშნავს, რომ მოქმედება სხვა შრეში ხდება. მოციქულები ქრისტეს ვერ ხედავენ, რადგან იგი სხვა განზომილებაშია. ყურადღება მიაქციეთ შენობებს ხატებზე. შენობები ძალიან საინტერესოა. ისინი ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორია მათი პროპორციები? – უზარმაზარი შესასვლელები, ფანჯრები, მაგრამ შიდა სივრცე თითქმის არ არის. რატომ? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს შენობები არაა განკუთვნილი საცხოვრებლად, ანუ მათ არ გააჩნიათ უტულიტალური ფუნქცია. ეკლესიის მრავალი ისტორიკოსი გვთავაზობს ასეთ მოსაზრებას, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის გზების გაყრისა მდგომარეობს იმაში, რომ აღმოსავლელი ღვთისმეტყველები უფრო მეტად იკვებებოდნენ პლატონის თხზულებებით, ხოლო დასავლელი – არისტოტელესი. არისტოტელე ამბობდა: ლამაზია ის, რაც სასარგებლოა: ლამაზია ნიჩაბი, რომელიც მოხერხებულად თხრის, ლამაზია ცხენი, რომლითაც მოხერხებულად მგზავრობ, ლამაზია ქალი, რომელიც კარგად და ადვილად შობს. პლატონი სხვაგვარად ამბობს: ლამაზია ის, რაც უმაღლეს მშვენიერებას ემსახურება. კარგია ის, რაც უფალს ემსახურება, ლამაზია ის, რაც ღმერთს ემსახურება. ღირსი ავგუსტინე, მართალია, დასავლელი მწერალია, მაგრამ აქვს ერთი აზრი, რომელიც ძალიან კარგად გამოხატავს სილამაზის ამ არაუტილიტურ ხედვას. იგი ამბობს: „შესაძლოა, კაცობრიობის მთელი უბედურება იქიდან მომდინარეობს, რომ ჩვენ ვიყენებთ იმას, რითიც უნდა ვტკბებოდეთ და ვტკბებით იმით, რასაც უნდა ვიყენებდეთ“. ამაში მეტად ღრმა აზრია. ბევრ ხატზე შენობებს შორის გადაფენილია ქსოვილი: წითელი, ცისფერი ან სხვა ფერი. ეს პირობითი ნიშანია იმისა, რომ მოქმდება ხდება დახურულ შენობაში, ამ შენობის შიგნით. ისმის კითხვა: კი მაგრამ, რა საჭიროა ასეთი პირობითობა? საქმე იმაშია, რომ თუ ხატმწერი ნატურალისტურად გამოსახავდა შენობას, უნდა დაეხატა სამი კედელი, და რაც მთავარია, უკანა კედელი. მე დამავიწყდა მეთქვა კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხატებში უკუპერსპექტივა გამოიყენება. რით სრულდება პირდაპირ პერსპექტივაში გამოსახული სამყარო? ჩიხით, წერტილით, რომელშიც ყველაფერი ერთდება. უკუპერსპექტივაში კი პირიქითაა, რაც უფრო ღრმად შევდივართ, მით მეტად იშლება უსასრულობა. საუბარია ღვთიურ უსასრულობაზე. ნატურალური კედელი რომ ყოფილიყო, ეს იმის მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ ადამიანი ვერ შეხვდა უსასრულობას. ეს იქნებოდა ერთგვარი ბარიერი. მაგრამ გახსოვთ, რითი იწყებს ქრისტიანობის ქადაგებას პირველმოწამე სტეფანე? – „ღმერთი არ ცხოვრობს ხელითქმულ ტაძრებში“. ხატში ეს იგრძნობა.
ხატებზე, როცა მოქმედება ტაძარში ხდება, ტრაპეზის თავზე გამოისახება გუმბათი, რომელიც ოთხ სვეტზე დგას. პრინციპში, ეს სვეტები ტრაპეზის კუთხეებში უნდა იდგეს, მაგრამ ძველ ხატებზე სულ სხვაგვარადაა გამოსახული. ამაში ღრმა აზრია. მაგალითად, მირქმა-მიგებების სცენა. რა არის ამ დღესასწაულის აზრი? ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრა. ძველი აღთქმა სვიმონის სახით, ძველაღთქმისეული სამღვდელოება მიიქვამს ახალი აღთქმის ფუძემდებელს. ესაა მათი შეხვედრა. სვიმონს ქრისტე წმინდათა წმინდათაში შეჰყავს. ე.ი. წმინდათა წმინდა ესაა ტრაპეზი, ხოლო ახალშობილი ტრაპეზის ზემოთაა. ეს რომ რეალისტურად ასახულიყო (ბოტიჩელს, ჯოტოს აქვთ ასეთი ფრესკები), იქნებოდა ამგვარად: პირველი ვარიანტი: მარიამი გადასცემს ჩვილს სვიმონს ტრაპეზის წინ, ამ შემთხვევაში ახალშობილი არ შედის წმინდათა წმინდაში; და მეორე ვარიანტი: მარიამი სვიმონს აწვდის ჩვილს წმიდათა წმიდაში. მაგრამ მაშინ ირღვევა დღესასწაულის აზრი, რადგან გამოდის, რომ ახალშობილი წმიდათა წმიდაში შეჰყავს არა სვიმონს, არამედ მარიამს საკუთარი ინიციატივით, რაც სრულიად წარმოუდგენელია. ასეთი გადაწყვეტა კი საშუალებას იძლევა, დაიძლიოს სირთულე. გარდა ამისა, ბევრ ხატზე, განსაკუთრებით „საიდუმლო სერობისა“ ასეთი სვეტები არ არის, რომ მათ ქრისტე არ განაცალკევონ მოციქულებისაგან, როგორც მარიამისა და სვიმონის შემთხვევაშია. იმიტომ, რომ სვეტი პერსონაჟებს ერთმანეთს აცალკევებს, ზიარების არსი კი სწორედ შეერთებაში მდგომარეობს. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია ავაგოთ ფორმულა, რომლის მიხედვითაც იქმნება ხატი. ეს ფორმულა მამა თომა სლავმა ამგვარად გამოხატა: „ხატში ხდება ხილული საგნების დეფორმირება მათი შინაგანი არსის სარეკონსტრუქციოდ“. ანუ, შეიძლება დაირღვეს საგნებისა თუ მოვლენების გარეგნული მხარე იმისათვის, რომ უკეთ დავინახოთ მათი არსი. მაგალითად, ერთი და იგივე პერსონაჟი ხატზე შეიძლება რამოდენიმეჯერ იყოს გამოსახული. უფლის ფერცვალების ბევრი ხატი სამი ნაწილისაგან შედგება: მასზე ვხედავთ მთიდან ჩამომავალ მოციქულებს და იქვე ქრისტესთან ერთად მთაზე აღმავალ მოციქულებს. ანუ ერთსა და იმავე ხატზე ქრისტე და მისი მოწაფეები სამჯერ არიან გამოსახულნი. საქმე იმაშია, რომ მართლმადიდებლური გაგებით, ფერიცვალება ადამიანური ღვაწლის, მართლმადიდებლური ღვაწლის მწვერვალია. მაგრამ ამ მწვერვალს რომ მოექცე, პირველ რიგში, საჭიროა შრომა, ზემოთ სვლა, მეორეც, აქ საინტერესოა აი რა: გახსოვთ, რას ეუბნება პეტრე ქრისტეს: „უფალო, კეთილ არ ჩვენდა აქა ყოფა, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ“, რაზეც ქრისტე პასუხობს: „არა, ამისათვის არ მოვსულვარ სოფელში. მე უნდა დავბრუნდე ხალხთან და ვიტანჯო“. ქრისტე კრძალავს თაბორზე დარჩენას. მოვიყვან დასავლელი მოაზროვნის - მისტერ ეტჰარდის სიტყვებს. ის ამბობს, რომ მესამე ცამდე აღტაცებულიც რომ იყო და გონებით ჭვრეტდე ღმერთს და ამ დროს მოგიახლოვდეს ღატაკი და დაპურება გთხოვოს, გეუბნები, შენი სულისათვის უმჯობესია, ჩამოხვიდე მიწაზე და დააპურო შენი მოყვასი. თაბორზე დარჩენა არ შეიძლება. თუმცა იქიდან ჩამოსვლა არ ნიშნავს დაცემას, არამედ ესაა უფლის კურთხევა. ფერიცვალების ხატზე ქრისტე აუცილებლად მაკურთხევლად გამოისახება, იგი აკურთხებს მოციქულებს, რომ წავიდნენ და ასწავლონ ყველას.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ტაძარში ხატების წინ ანთია კანდელი ან სანთელი. სხვა გარეგანი განათება არ არის. ამიტომ ხატი თვითონ უნათებს მის წინაშე მლოცველს. მისგან მოდის სინათლე და ეს სინათლე შედის შინაგან ადამიანში. ამასთან დაკავშირებით მეტად მნიშვნელოვანია ორი დეტალი: პირველი, ხატზე ჩრდილები არ გამოისახება. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთი ყველაფერს ავსებს. ამდენად, სადაც ღმერთია, იქ ჩრდილს ადგილი არ აქვს. მეორე, ხატზე არ არის ქაოსი, შემთხვევითობა წარმოუდგენელია. რადგან ქაოსი არაჰარმონიულობის ნიშანია.
ხატი გვეზრახება იმაზედ, რომ ჩვენს სამყაროში შემოდის მარადიულობა, რომ ცათა სასუფეველი უკვე აქაა და განხორციელებულია წმინდანებსა და ღვთის რჩეულებში.
რას ვხედავთ ქრისტეშობის ხატზე? აქ გამოიხატება გამოქვაბული, რომელიც ასევე მოცემულია ჭრილში (კლდე ჭრილში). იკონოგრაფიაში ჯვარცმის ხატზე გოლგოთის თხემზე გამოსახულია თავის ქალა. ის მთაშია. ეს ადამის თავის ქალაა. მთის ჭრილი იმისათვის გამოისახება, რომ აზრი გახდეს ნათელი: ქრისტეს, მეორე ადამის, სისხლი განწმენდს ძველ ადამს ცოდვებისაგან, განაცხოველებს მას. ეს აზრი გასაგები იყო და ამიტომ დასავლელი კათოლიკე მხატვრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ ყველაფერი ნატურალურად უნდა გამოესახათ. ამიტომ მათ თავის ქალა ქრისტეს გვერდით მიუხატეს. გამოვიდა კი სრული აბსურდი. რა უნდა იქ თავის ქალას, მით უმეტეს, ადამისას? მართლმადიდებელი ხატმწერები კი ასეთი სირთულეებისგან დაზღვეულნი არიან.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მნათე   ხატთა შესახებ   Feb 16 2007, 10:04 PM
დავით ივერიელი   არაფრის თქმას ვაპი...   Feb 16 2007, 10:15 PM
მნათე   სერგის კითხვები მ...   Feb 16 2007, 10:16 PM
დათიკო   სანამ ხატმებრძოლე...   Feb 16 2007, 11:04 PM
მნათე   მოდი :lol: კატაკომბე...   Feb 16 2007, 11:05 PM
lado s   რატომ არ წერია ახა...   Feb 16 2007, 11:07 PM
მნათე   გლახა გიპასუხებდ...   Feb 16 2007, 11:15 PM
დათიკო   МЫ МОЛИМСЯ НЕ ИКОНАМ - ЧЕРЕЗ...   Feb 16 2007, 11:28 PM
მარიამი   დათიკო არაჩვეულებ...   Feb 16 2007, 11:34 PM
დათიკო   მარიამი კურაევი ძ...   Feb 17 2007, 12:07 AM
გლახა   lado s რატომ არ წერია ა...   Feb 17 2007, 12:27 AM
დათიკო   ძალიან გთხოვ მოეშვ...   Feb 17 2007, 01:06 AM
გლახა   gaixare daTiko :) ara uSavs, mTavari isaa roma am ...   Feb 17 2007, 01:08 AM
დათიკო   გლახა გაიხარე :) ეხ...   Feb 17 2007, 01:14 AM
დათიკო   კიდევ ერთ საინტერე...   Feb 17 2007, 01:52 AM
lado s   გლახა გეთანხმები, ...   Feb 17 2007, 08:41 PM
solomony   არსებობს ხელთ უქმნ...   Feb 17 2007, 10:20 PM
მნათე   lado s გამარჯობა :) როც...   Feb 17 2007, 10:26 PM
lado s   მნათე „აქ რა იგული...   Feb 17 2007, 11:15 PM
მნათე   მეც მანდ ვარ კეთილ...   Feb 17 2007, 11:22 PM
გლახა   lado s ანუ ადამიანებს ...   Feb 18 2007, 05:41 PM
Irine   lado s ანუ ადამიანებს ...   Feb 18 2007, 06:48 PM
ქავთარაძე   გლახა წმინდანს კი ...   Feb 18 2007, 07:17 PM
ubralod gio   "აღიღე ტილოი იგი ...   Feb 18 2007, 07:29 PM
გლახა   Irine ძალიან უცნაურ დ...   Feb 18 2007, 07:32 PM
ubralod gio   არა მეგობარო ნუ მი...   Feb 18 2007, 07:37 PM
მნათე   'არიან რა წმიდები,...   Feb 18 2007, 09:53 PM
ქავთარაძე   ubralod gio ვაი რამხელა ავ...   Feb 18 2007, 09:56 PM
გლახა   ubralod gio მე ეს შენთვის ...   Feb 19 2007, 11:51 AM
დათიკო   Irine ჩვენ ღმერთის გა...   Feb 19 2007, 05:39 PM
მხევალი ნინო   დათიკო ამ სიტყვე...   Feb 19 2007, 05:46 PM
დათიკო   მხევალი ნინო იმედ...   Feb 19 2007, 05:47 PM
მნათე   თავად გლახა ამას ა...   Feb 19 2007, 06:07 PM
მხევალი ნინო   ოჰ, გლახა, გლახა! რ...   Feb 19 2007, 06:25 PM
გლახა   მხევალი ნინო კომე...   Feb 19 2007, 06:48 PM
მხევალი ნინო   გლახა მადლობთ, კა...   Feb 19 2007, 07:07 PM
მხევალი ნინო   თორემ დღეს გუჯამ ი...   Feb 19 2007, 07:21 PM
დათიკო   ნუ, თუ ის არის არგუმ...   Feb 20 2007, 01:17 AM
მნათე   მაგას რომ თავი გავ...   Feb 20 2007, 02:01 AM
გლახა   დათიკო დათიკო... ის...   Feb 20 2007, 03:19 PM
მხევალი ნინო   გლახა ნეტავ ერთი შ...   Feb 20 2007, 03:36 PM
გლახა   მხევალი ნინო კომენ...   Feb 20 2007, 03:50 PM
მხევალი ნინო   გლახა რა დროს კომე...   Feb 20 2007, 03:51 PM
დათიკო   გლახა შემწეობა ის...   Feb 20 2007, 04:19 PM
მხევალი ნინო   გლახა ნეტავი, რა ა...   Feb 20 2007, 04:39 PM
გლახა   მხევალი ნინო კომე...   Feb 20 2007, 05:54 PM
მხევალი ნინო   ჩაქრი !!! ;)   Feb 20 2007, 06:00 PM
მარიამი   გთავაზობთ ძალიან ს...   Mar 3 2007, 08:15 PM
გლახა   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 12:07 PM
miss_kartveli   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 02:42 PM
ალექსანდრე   დათიკო და რომლები...   Mar 10 2007, 09:37 PM
mariami-k   გლახა ჩემს ოპჯახს ...   Mar 10 2007, 02:35 PM
დათიკო   გლახა მთავარი ადა...   Mar 10 2007, 09:49 PM
მარიამი   როგორ მნათე იტყოდ...   Mar 10 2007, 09:59 PM
გლახა   მარიამი მნათე ხომ ...   Mar 11 2007, 12:12 AM
lado s   ძალიან საინტერესო ...   Mar 21 2007, 07:40 PM
lado s   В-пятых, кто первый сделал и...   Mar 21 2007, 08:10 PM
lado s   XVб. И опять из книги тогоже ...   Mar 21 2007, 08:23 PM
lado s   როგორც ამ ფორუმზე ...   Apr 19 2007, 06:33 PM
გლახა   lado s ყველას არ უნდა დ...   Apr 19 2007, 07:03 PM
დათიკო   გლახა რა თქმა უნდა ...   Apr 20 2007, 12:29 AM
ალექსანდრე   გლახა რა თქმა უნდა...   Apr 20 2007, 12:47 AM
დათიკო   ალექსანდრე ალბათ ...   Apr 20 2007, 12:51 AM
alex_b   ლადო შევასწორებ ც...   Apr 20 2007, 01:29 PM
lado s   ცხონება ეკლესიაში...   May 2 2007, 11:52 PM
კანონისტი   alex_b სახარება მათეს...   Apr 20 2007, 02:01 PM
alex_b   ვიზე საუბრობს და უ...   Apr 20 2007, 02:27 PM
დათიკო   alex_b ურჯულოებზე? ურ...   Apr 20 2007, 03:03 PM
კანონისტი   alex_b მეც დათიკო-ს აზრ...   Apr 20 2007, 03:55 PM
Dulos   როგორც იცით, ამ ფო...   Apr 23 2007, 01:09 PM
დათიკო   Dulos ანუ, საკმარისია ...   Apr 23 2007, 05:16 PM
Dulos   ცოტა ვრცელი პასუხ...   Apr 23 2007, 05:21 PM
დათიკო   Dulos გასაგებია, ბატო...   Apr 23 2007, 06:27 PM
კანონისტი   Dulos ჩემ წინა პოსტს რ...   Apr 24 2007, 10:53 AM
გლახა   დათიკო მე მგონია შ...   Apr 24 2007, 11:00 AM
კანონისტი   გლახა შენც გეხება ...   Apr 24 2007, 11:01 AM
გლახა   კანონისტი ნამდვილ...   Apr 24 2007, 11:35 AM
გლახა   გლახა ციტატა დავი...   Apr 24 2007, 12:11 PM
კანონისტი   გლახა როგორ და როც...   Apr 24 2007, 12:27 PM
გლახა   კანონისტი დავით მ...   Apr 24 2007, 12:32 PM
კანონისტი   გლახა ვერ გავიგე რ...   Apr 24 2007, 12:33 PM
გლახა   კანონისტი კაი არ გ...   Apr 24 2007, 12:34 PM
Dulos   როგორც ჩანს აშკარ...   Apr 24 2007, 01:49 PM
კანონისტი   Dulos რადგან ალექს_ბ-ს...   Apr 24 2007, 02:41 PM
Dulos   მიხარია, რომ გაგა...   Apr 24 2007, 03:02 PM
კანონისტი   Dulos მე სხვა რამეს ვა...   Apr 24 2007, 05:02 PM
Dulos   ძალიან კარგი. ხომ...   Apr 24 2007, 05:46 PM
კანონისტი   Dulos ამაზე რომ გამცე...   Apr 24 2007, 05:51 PM
Dulos   რა თქმა უნდა მეც მ...   Apr 24 2007, 06:33 PM
კანონისტი   Dulos გაიხარე, ძალიან ...   Apr 25 2007, 11:01 AM
alex_b   სალამი ფორუმელებო....   Apr 25 2007, 03:16 PM
lado s   რაც შეეხება ნათლო...   Apr 25 2007, 04:44 PM
კანონისტი   alex_b გასაგებია. ქადა...   Apr 25 2007, 03:24 PM
alex_b   მერე უფალი იმას არ ...   Apr 26 2007, 04:53 PM
Dulos   რა რწმენაც უნდა გ...   Apr 27 2007, 12:43 PM
matebichi   სხვადასხვაა იწამო ...   Apr 27 2007, 03:09 PM
Dulos   ალბათ მართალი ბრძ...   Apr 27 2007, 03:38 PM
ilia_7   ეპისტოლე აღმოსავლ...   Apr 28 2007, 09:49 AM
Dulos   მინდა გაგიზიაროთ ...   May 2 2007, 01:29 PM
მეხელი   . . . პავლე მოციქულის...   May 3 2007, 12:20 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 08:06 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი