ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქცევის კულტურა და ეტიკეტის დაცვა :) |
marine |
May 6 2008, 01:57 PM
პოსტი
#1
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვფიქრობ, ეს თემა საინტერესო იქნება. მე ხელთ რა მასალებიც მაქვს ნელ-ნელა დავდებ და გაგაცნობთ ეტიკეტის დაცვის ნორმებს, თქვენც შემომიერთდით შეიძლება თემა სახალისოც გამოვიდეს
1. ნუ წარუდგენთ მანდილოსანს გასაცნობად მამაკაცს, კაცს წარუდგენენ ქალს მიუხედავად რანგისა. ასაკით უმცროსებს წარუდგენენ უფროსი ასაკის ადამიანებს. 2. ნუ შეეცდებით ხელის შეხებით მიიპყროთ მოსაუბრის ყურადღება. ქუჩაში ზრდილობიანი ადამიანი ქუჩას არ ანაგვიანებს, არ იფურთხება, ბავშვებს არ უყვირის, თითით არ უჩვენებს, ქუჩაში თვალს არ აყოლებს გამვლელ ქალს, მით უმეტეს, თუ მისი თანამგზავრი ქალია. თუ ქუჩაში ნაცნობი შეგხვდა, ნუ ჰკითხავ, თუ სად მიდის. ქალი წყვილში მარჯვენა მხარეს იკავებს. გასასვლელში მამაკაცი წინ ქალს ატარებს, მაგრამ თუ გასვლა გაძნელებულია (ხალხი, ვიწრო გასასვლელი) მაშინ მამაკაცი ქალს გზას უკაფავს და ხელსაც აშველებს. რათქმაუნდა, ქალს ყოველთვის უნდა მიეშველოს მამაკაცი მძიმე ტვირთის ტარებაში, მაგრამ ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება იგი, თანამგზავრი ქლის ჩანთით, ჟაკეტით თუ ქოლგით ხელში. შემთხვევით გამვლელს არ შენიშნოთ: "თქვენი კოლგოტი გახეული" ან "თქვენს პალტოზე ტალახის შხეფია" - ეს მხოლოდ უტაქტობაა და არა კეთილი სამსახური, მაგრამ სრულიად მიზანშეწონილია უთხრათ უცნობ ქალბატონს, რომ მისი ჩანთა გახსნილია. ხოლო თუ უცნობი მამაკაცის ჯიბიდან ბოლი ამოდის, დაუყოვნებლივ ამცნეთ! /გაგრძელება იქნება/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
newbie |
Jan 29 2010, 11:31 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
tamuna_m
ციტატა მარტო მე და ის (ნუგბარი) ვრჩებით გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი ხდება და მხოლოდ მასთან შეერთების სურვილი მრჩება გუშინ რამდენი ალპენი შევჭამე არ მახსოვს დაბუნდოვნდა და სათვალავი ამერია ციტატა ფეხს ერთხელ კი არა, ორჯერ ვიხვევ მეოერე ფეხზე. ნუ, მე ისედაც ცნობილი ვარ, როგორც ყოვლად უზნეო პიროვნება ციტატა ჩემთვის ხინკლის ჭამა დანა-ჩანგლით უეთიკობაა!!! ჩემი "სისუსტეები" , რაც მე ხინკლის გამო ომი მაქვს გადატანილი, ჩემთან ერთად არავინ აღარ დადის ხინკლის საჭმელად ისე დიდად მგონი არავინაც არ იცავს, უფრო თავისუფალი დამოკიდებულებებია, ვისაც რა მოსწონს იმას აკეთებს. საზოგადოებას გააჩნია, ნუ მე დიდად არ მანაღვლებს , მთავარია ადამიანმა თავისი თავისუფლებით ვინმე არ შეაწუხოს , არ გააღიზიანოს, "არაეთიკური ქცევა" უწყინარია ერთადერთი გამოიწვევს რეაქციას "რა არაეთიკური ვინმეა" ნუ ამას გადავიტან როგორმე , თავისუფლება ამაზე მნიშვნელოვანია, ასე რომ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი