ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
KAIROS |
Feb 23 2007, 09:20 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
"ჰე, მოვედ უფალო"
"ჰე, მოდი უფალო", პირველივე საუკუნეებიდანვე ღაღადებდა ქრისტიანული სამყარო... ღვთისმეტყველი იოანე და მოციქული პეტრე, მოციქული პავლე და პირველი მამები, ყველანი მალე, ძალიან მალე ელოდნენ ქრისტეს, მოციქულების შემდგომი, მოციქულებრივი მამებიც ლამის დღედღეზე ელოდნენ მეორედ მოსვლას... მათ აზრს ამაში მარტვილობის პერიოდი აძლიერებდა... ამას ზეობის პერიოდი მოყვა... ზეობისას იცით, ნაკლებად ახსოვთ უფალი; თუმცა ზეობას დიდი აყვავება მოყვა, დიდი მამები, დიდ მამებში ისევ იფეთქა მოლოდინმა, ხოლო მათ წასვლას და წვალებათა გამრავლებას ისევ მოლოდინის გაძლიერება მოყვა... ეს გაძლიერება ნელდებოდა და იზრდებოდა დროთა განმავლობაში... მას ელოდნენ მაშინ, როცა დიდი ქრისტიანული სამყარო პოლიტიკური ამბიციების გამო იხლიჩებოდა, მას ელოდნენ, მაშინ როცა ისლამური მახვილი ბოლო იმპერატორს გულს უპობდა კონსტანტინეპოლის დანგრეულ კედლებთან... მას ელოდნენ, როცა წითელი დროშა სისხლისფრად ღებავდა ქრისტიანულ ტაძრებს...მას ელიან დღესაც, როდესაც თავისუფლების სახელით ცოდვის მონობა მოდის, განათლებას უფრო დაბნელება მოაქვს, მგლები ფარეხ გარეთაც ყმუიან და ფარეხ შიგნითაც ცხვრისტყავშემოსილნი მგლის კბილებს აკრაჭუნებენ... და იქნებ ხვალ, ხვალ მოხვალ? მო-ხვალ... ...ამდენ მოლოდინს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ცრურწმენაც ახლდეს თან, არც მიკვირს, მაგრამ არის თუ არა ნორმალური ის ისტერია, რაც ასე მძაფრადაა ჩვენთან? მახსოვს ზოგი 1998 წელს ასახელბდა მეორედ მოსვლის თარიღაც, გამოთვლა სასაცილოდ მარტივი იყო 666 X 3 = 1998 ,ზოგი 1999-ს ატრიალებდა 666 L ( ლუციფერი) ელანდებოდა... ზოგს ქრისტეს შემდეგ მესამე ათასწლეულის დაწყება მიაჩნდა ბოლო ჟამად , აღდგომა მესამე დღეს მოხდაო ... ზოგს მერვე ათასწლეულის დაწყების არ სჯერა, ( ჯერ ის "მერვეა" განსამარტი), მერვე დღე მარადისობააო... 1998 მაც ისე გაიარა, როგორც 1999.მა და როგორც ღვთის მადლით, 2006-მაც და სჩანს მინიმუმ ეს საუკუნეც ასე ჩაივლის... მოლოდინში... და მაინც სად უნდა იდგეს ქრისტიანი? სად გადის ზღვარი ესქატოლგიურ სიფხიზლესა და ესქატომანიურ შეპყრობილებას შორის?... ვიკითხოთ მამებში და ვნახოთ რას ფიქრობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დათიკო |
Mar 3 2007, 10:43 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ალექსანდრე
ციტატა ჩემი აზრიტ საეკლესიო მაღაზიებმა არ უნდა მიიღონ თვითონ ესეთი წიგნები, რომელსაც საპატრიარქოს რეცენზია არ ექნება. არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. ასეთ წიგნებს შორის ბევრი ღირსეული წიგნი შეიძლება აღმოჩნდეს. კონტროლი კი მართლაც საჭიროა. ოღონდ რეაგირენა ასეთი წიგნის აღმოჩენაზე არ უნდ იყოს არაქრისტიანული. პირველ რიგში თავად მაღაზიის ადმინისტრაცია და გამყიდველები უნდა იყონ ინფორმირებულნი. შესაძლებელია მათ სულაც არ იცოდნენ და არ ესმოდეთ ასეთი წიგნის უარყოფითი შედეგები. შესაძლებელია, ის კომეციულად მომგებიანია და ამიტომ აქვთ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია დაიბეჭდოს მცირე ზომის ბუკლეტები, სადაც თავმოყრილი იქნება ასეთი სახის ლიტერატურა და მოკლედ აღწერილი იქნება ამ წიგნების მავნე შინაარსი. ეს ბუკლეტები დაურიგდეთ სხვადასხვა ეკლესიის მრევლს. მრევლის ზუსტად და მიზანმიმართულად ინფორმირება ტავს აგვარიდებს მათ მოწამვლას ასეთი სახის ლიტერატურით. რავიცი ათასი გზა შეიძლება მოიფიქრო, ამის ასარიდებლად. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 08:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი