დაუნის სინდრომი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დაუნის სინდრომი |
athos |
Jan 29 2010, 09:47 PM
პოსტი
#21
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ეს არის ქრომოსომული პათოლოგია (21-ე ქრომოსომის ტრისომია)
საკმაოდ ხშირია 800-1000 ახალშობილში ერთი იბადება ამ სინდრომით. ამ თემაში თვითონ ამ სინდრომზე ნაკლებად, უფრო საზოგადოების მისადმი დამოკიდებულებაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრი მშობელი ამ სინდრომის მქონე ბავშვებს სამშობიაროშივე ტოვებს და შემდგომ საერთოდ არ აკითხავს მათ. არასრულფასოვანი მოვლისა და კვების შედეგად კი ეს ბავშვები (რომლებსაც ისედაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ) ხშირად ერთი წლის ასაკსაც ვერ აღწევენ. ვფიქრობ პრობლემა საზოგადოებაშია. ჩვენი საზოგადოება ფსევდოქრისტიანულია, საოცრად გულგრილი და არატოლერანტული. სწორედ ამ საზოგადოებრივი წნეხის გამოა, რომ დედას უჭირს ბავშვის თავისთან დატოვება (რას იტყვიან სხვები, მეზობლები... და ა.შ). არადა ეს ბავშვები ძალიან მოსიყვარულეები იზრდებიან... -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
athos |
Jan 30 2010, 02:20 PM
პოსტი
#22
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ქევანა
ციტატა ათოს, და ხომ შეიძლება იმიტომ უჭირდეს თავისთან დატოვება, რომ ასეთი ბავშვების მოვლა ძნელია?სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს და თუ ეხმარება ნეტა? : ) ზოგადად საკმაოდ საზრიანი ბავშვები არიან. ესმით, რასაც ეუბნები, შეუძლიათ დამოუკიდებლად რაღაც სამუშაოს შესრულება და ა.შ. ანუ რაღაც განსაკუთრებულ პრობლემას სახლში არ შექმნიან. უბრალოდ სწავლების პროცესია ცოტა გახანგრძლივებული. ოჯახში ყოფნისას ბევრად უკეთესად სწავლობენ და ითვისებენ ყველაფერს, ბავშვთა სახლში კი მათთვის მაინდამაინც არავის სცალია. ზრდასრული ამ სინდრომით დაავადებული გონებრივად არის 7 წლის ბავშვის დონეზე. საზღვარგარეთ ბევრად უკეთესი პირობებია ამ ბავშვებისთვის შექმნილი. უკეთესი სასწავლო პროგრამებია. ასეთი ბავშვები ხშირად დადიან ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში და სკოლაში, რაც ორმხრივად სასარგებლოა, ჯანმრთელი ბავშვები სწავლობენ ტოლერანტობას, ხოლო ამ სინდრომის მქონე ბავშვებისთვის კი ხდება სოციალური ადაპტაცია. ბავშვთა სახლში დატოვების შემთხვევაში არამარტო უარესად ვითარდებიან, არამედ დიდია მათი დაღუპვის რისკი, პირველ რიგში იმიტომ, რომ მრავალი თანდაყოლილი მანკი აქვთ და დაქვეითებული იმუნიტეტი რაც საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას. დედა, რომელიც ასეთ ბავშვს ტოვებს, გარკვეულწილად სწირავს. რაც შეეხება სახელმწიფოს, რა თქმა უნდა უნდა ეხმარებოდეს. საჭიროა სპეციალური პროგრამების არსებობა ასეთი ბავშვებისთვის. -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 04:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი