IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> "სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში, მდგომარეობს "დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი
ლილიანა
პოსტი Dec 27 2007, 11:14 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ადამიანს უჭირს სინანული, რადგან არ იცის, რა არის ეს. როგორც უკვე ვთქვით, ადამიანთა დიდი ნაწილი ცოდვად ცუდ საქციელს მიიჩნევს. თავის მიერ ჩადენილი რაიმე ცუდი საქციელის გახსენება კი ყველას შეუძლია. ასევე აღიქმება სინანულიც: ადამიანს სინანული ჰგონია აღსარებაში ჩამოთვლა იმისა, რაც მის სინდისს ქენჯნის. ადამიანი მიდის ტაძარში, უამბობს მოძღვარს, რა აწუხებს მის სინდისს, და მართლაც გრძნობს შვებას, მაგრამ მოხდა კი შეერთება ღმერთთან? არა, არ მოხდა. ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე: ვუამბე ჩემს შესახებ, ამიხსნეს, შვება ვიგრძენი. სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში მდგომარეობს"
ბევრს ალბათ გეცნოთ ზემოთ მოყვანილი შემთხვევა იმიტომ რო "ანუ ადამიანი აღსარებაზე გარბის, როგორც რომელიღაც თერაპიულ, ფსიქოთერაპიულ სეანსზე, როგორც ფსიქოლოგთან საუბარზე" ამ ფრაზით დეკანოზი დიმიტრი საუბრობს თანამედროვე მრევლში არსებულ პრობლემაზე და ხაზგასმით ამბობ რო "ნებისმიერი სამრევლოს მოძღვარი ეჯახება ასეთ პრობლემას: ადამიანს უჭირს სინანული, "
წერილი წავიკითხე და ლოგიკურად დამებადა კითხვა თუ სინანული ის არ არის რაც გვგონია მაშინ რა არის და როგორი გზით უნდა მივიდეთ იმ გზამდე რო ჭეშმარიტი სინანული მოვიხვეჭოთ ?
თემის გახსნის მიზანი ერთადერთია , მოვიყვანოთ ფრაზები წმინდა მამების რჩვებიდან , სახარებიდან , ქადაგებებიდან იმისათვის რო სინანულის რეალური არსის გამოძიება გაგვიადვილდეს


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
gvanchi
პოსტი Jan 30 2010, 08:52 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 380
რეგისტრ.: 23-December 09
წევრი № 7,852



სიკვდილის წინ შევინანებ“ – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი



2)ვინც თავს იმართლებს, იგი საკუთარ თავს სინანულისაგან განაშორებს.
აბბა ისაია


3)სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
წმ. ეფრემ ასური


4)ნურასდროს იტყვი – დღეს შევცოდავ, ხვალ კი შევინანებო! ჯობს დღესვე მოვინანიოთ ცოდვები, რადგან არ ვიცით, ვიცოცხლებთ თუ არა ხვალამდე.
წმ. ეფრემ ასური


5)ჩვენმა სინანულმა უნდა შეაღწიოს ჩვენი სულის სიღრმეში, შეძრას და სრულებით შეცვალოს იგი – აზრებით, გრძნობებითა და მისწრაფებებით.


6.როგორ ვისწავლოთ სულისათვის სასარგებლო გლოვა? – ვისაც თვალწინ ახლობელი მიცვალებული ჰყავს, მას განა დასჭირდება ტირილის სწავლა? შენს წინ ცოდვებით მომკვდარი შენი სული ასვენია, იგი შენთვის მთელს ქვეყანაზე ძვირფასია. ნუთუ არ იტირებ მისთვის?


7.საკუთარი არარაობის შეცნობა - ამაზე უნდა ვიფიქროთ არა თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ, არამედ ყოვლდღიურად, ყოველწუთიერად, სანამ სინანულის გრძნობა არ შეერწყმება ჩვენს არსებას, არ გაგვიჯდება ძვალსა და რბილში, არ გახდება ჩვენი სულის განუყოფელი ნაწილი; და როდესაც შევიძენთ ამ უხრწნელ საგანძურს, სიცოცხლის ბოლომდე თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ მას.
სქემიღუმენი საბა


8.ღმერთო! მოგვანიჭე ხედვა თვისთა ცოდვათა, რათა ჩვენმა გონებამ ვეღარ დაინახოს ახლობელთა შეცოდებანი. მოგვანიჭე სინანულის უდიდესი ნიჭი, წინამორბედი და მშობელი საკუთარი ცოდვის ხედვის უნარისა, დაგვიცავი ამ მადლით შენსკენ მომავალ გზაზე და მოგვეც უნარი, მოგეახლოთ შენ...
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი


9.დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო. იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან სადაც სინანულია, იქ ღვთისაგან შენდობა, მისი წყალობა და მადლია. სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან, უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალით ვერ განვწმენდთ, ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ვგრძნობთ, რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით. ამიტომ ვევედრებით სულიწმიდას: „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა“.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


10.სინანული რომ არ არსებობდეს, არც ცხონება იქნებოდა.
აბბა ისაია


11.ვინც საკუთარი თავით უკმაყოფილოა, იგი კეთილ გზას ადგას და შეუძლია, ცოდვათა მიტევების იმედი ჰქონდეს.
ნეტარი ავგუსტინე


12.ვიყოთ ნინეველნი და არა სოდომელნი, ვუმკურნალოთ ცოდვას, რათა ცოდვით არ აღვესრულოთ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი


13.არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოუნანიებელი ცოდვებისა.
წმიდა ისააკ ასური


14.ცოდვილს ღუპავს არა სიმრავლე ცოდვათა, არამედ სინანულის გარეშე ცხოვრება.
წმიდა ტიხონ ზადონელი


15.უფალს ისე არ განარისხებს ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვები, როგორც ის, რომ არ გვსურს შევიცვალოთ.
წმიდა იოანე ოქროპირი


16.ნუ გადადებ გამოსწორებას ხვალინდელი დღისათვის, რამეთუ ის შენთვის უცნობია. ყოველთვის ცნობილია სიკვდილი, რომელიც მუდამ თავს დაგტრიალებს და უსათუოდ მოვა, იქნებ ახლაც, ამავე წამს.
წმიდა ეფრემ ასური


17.გაფრთხილდი, რათა მაშინღა არ გაგახსენდეს სინანული, როცა სასოწარკვეთილებისთვისღა გექნება დარჩენილი დროცა და ადგილიც!
წმიდა ისიდორე პელუსიელი


18.ზოგჯერ, როცა ტაძარში ვდგავარ, სულს ღვთის ახლომყოფობის შეგრძნება ეუფლება. მაშინ მე ხატების კი არა, თვით წმინდანთა გარემოცვაში ვექცევი, მსახურებაზე ჩამოსულთ რომ აუვსიათ ტაძარი და ყოველი მხრიდან გამომცდელად შემომცქერიან. რისთვის ავარიდო მათ მზერას თვალი, ან ბნელ კუთხეში რისთვის მივიმალო, როცა ღვთის რჩეულნი სახეში კი არა, ჩემს გულში იყურებიან? გული კი სად დაიმალება? და ვდგავარ ასე უმწეო და უღირსი მათი ყოვლისმხედველი მზერის წინაშე.
ჩემი ბოროტი აზრები, დამფრთხალნი წმინდანთა გამოხედვით, სადღაც იმალებიან და ჩემს ტანჯვას თავს ანებებენ. გული, ალმოდებული საკუთარი ბიწიერების შეგრძნებით, შემუსვრილია წუხილით, თავით ფეხებამდე შევიგრძნობ საკუთარ უღირსებასა და ცოდვილობას.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე


19.რატომ ხდება, რომ ერთი და იგივე სიტყვები, რომელთაც გუშინ ვერც კი ვამჩნევდი, დღეს თავიანთი სიღრმითა და სიბრძნით მაოცებენ, ისე რომ, მიჩნდება სურვილი, ზეპირად დავისწავლო და მთელი ცხოვრება სულში ვატარო? ამის მიზეზი ჩემი გულის არამდგრადობაა. გუშინ ის გაყინული იყო და, ამდენად, მხოლოდ მოხდენილობა და სიმკაცრე აღაფრთოვანებდა, დღეს კი ის დნობაშეპარულ თოვლს ჰგავს და სინათლესა და სითბოს შეჰხარის. მაინც, რა ხდება ჩემი გულის სიღრმეში, სადაც ვერც ჩემი მზერა, ვერც ჩემი გონება ვერ წვდება? იქ, ისევე, როგორც კამარაზე ამობრწყინდება და ჩაესვენება მზე, ყოველდღიურად იბადება და კვდება სინანული.
მღვდელმონაზონი ვასილი, ოპტინელი ახალმოწამე


20.შევედ საკუთარ (თავში) გულში, მოიკრიბე მაცხოვნებელი გულის სიტყვანი და მით ეცადე განფიცხებული გულის დამსხვრევას... მოიგონე მოწყალება ღვთისა და დაირცხვინე... მოიგონე მართლმსაჯულება მისი და შეძრწუნდი... ნუ გადაიჩეხები სასოწარკვეთილების უფსკრულში... ნუ გაურბიხარ ღმერთს: რამეთუ სად გაექცევი მას? უფალი, რომელიც მზადაა დაგსაჯოს, მიგითითებს თავშესაფარზე - სინანულზე... ხსნის ერთი კარი ჰქონდა წარღვნას - კარი კიდობნისა, ერთი კარი აქვს ცოდვათაგან წარღვნასაც, - სინანულის კარი... შეხედე - ყველამ გაიარა ეს კარი: მონანულმა ავაზაკმა, ზაქემ, მეძავმა დედაკაცმა, ქრისტეს უარმყოფელმა პეტრემ, ქრისტეანეთა მდევნელმა პავლემ... მივედ შენც და დადექ მეზვერესთან, მხმობელი ხმითა მისითა: ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას!

21.სინანული ის მომენტია, როცა განახლებული ძალით და ხელახლა უნდა დავფიქრდეთ ცხოვრებასა და საკუთარ თავზე. ცხოვრებაზე - როგორი ჩაიფიქრა ის უფალმა ჩვენთვის, და საკუთარ თავზე - როგორი ცხოვრება შევქმენით ჩვენ. სინანული სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარად შევაფასოთ განსხვავება უფლის მიერ ჩაფიქრებულსა და ჩვენს მიერ განხორციელებულს შორის; ჩვენთვის მოცემულსა და ჩვენს მიერ გამოყენებულს შორის, შესრულებულსა და შეუსრულებელს შორის.
ეს უნდა გაკეთდეს, და - არა ერთხელ. ხშირად ჩვენ ამ დავალებას სიკვდილის ბოლო საათისათვის, ბოლო ავადმყოფობის დროისათვის ვიტოვებთ ხოლმე, იმ მომენტისათვის, როცა მოულოდნელად აღმოვაჩენთ, რომ უკურნებელი სენი გვჭირს ან სიკვდილის საშიშროება გვემუქრება. და მაშინ შიშის, სიკვდილის საფრთხის წინაშე სერიოზულნი ვხდებით საკუთარი თავის, ადამიანების, ღვთის მიმართ, ვწყვეტთ თამაშს ცხოვრებაში.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი


--------------------
სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.. <3
https://www.youtube.com/watch?v=KH-FWwjdI94
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ლილიანა   "სინამდვილეში სინანულის არსი სულ სხვა რამეში   Dec 27 2007, 11:14 PM
XAFRAN   ლილიანა ჭეშმარიტი...   Dec 29 2007, 03:17 AM
ლილიანა   აქამდე რო მიხვიდე...   Dec 29 2007, 10:43 AM
staywhite   მე მქონია შემთხვევ...   Dec 29 2007, 11:12 AM
მარიამი   ლილიანა მაგ წერილშ...   Dec 29 2007, 12:41 PM
მიხეილი   მე იქამდე ჯერ არ მი...   Dec 30 2007, 03:50 AM
KAIROS   უი :D სად ვყოფილვარ...   Dec 30 2007, 10:20 AM
ლილიანა   მხოლოდ წიტატების ...   Dec 30 2007, 01:18 PM
sofi89   ზოგჯერ აღსარებაზე ...   Dec 30 2007, 08:28 PM
KAIROS   ოპს, მაგ სიმაღლემდ...   Dec 31 2007, 06:21 AM
სოფი   ამას წინათ ერთ-ერთ...   Jan 30 2008, 11:45 PM
სოფი   სინანულზე ბერი. მე...   Jan 31 2008, 12:02 AM
llaasshhaa   ძალიან მომეწონა დ...   Jan 31 2008, 02:52 AM
დავით ივერიელი   "მონანული ვაჭარი ...   Jan 31 2008, 03:04 AM
უჩა   აუ მე ყველაზე ძალი...   Jan 31 2008, 03:57 AM
neo   არასწორი იქნება თქ...   Jan 31 2008, 11:01 AM
ლილიანა   წმინდა ეგნატე ბრია...   Jan 31 2008, 01:51 PM
M.M.   "ადამიანს უჭირს ...   Apr 24 2008, 05:45 PM
TikoE   გამარჯობათ, ჩემო კ...   Apr 24 2008, 09:46 PM
nino_ni   ნამდვილად ძლიერი ...   Apr 24 2008, 10:26 PM
kh@tia   მეც ძალიან განვიცდ...   May 13 2008, 01:59 PM
seminarieli lela   ძალიან კარგი თემაა...   May 31 2008, 09:17 PM
leluka   მე სინანული არ გა...   May 31 2008, 09:36 PM
lch   ალბათ წაგიკითხავთ ...   Jun 1 2008, 01:08 AM
ალექსანდრე   მიტროპოლიტი ანტონ ...   Jun 1 2008, 01:45 AM
seminarieli lela   ალექსანდრე ისა და ...   Jun 2 2008, 12:11 PM
ალექსანდრე   ალექსანდრე ისა და ...   Jun 3 2008, 12:17 AM
seminarieli lela   ის ცოდვა რომელიც გ...   Jun 5 2008, 05:42 PM
სოფი   მართალი ხარ სანდრ...   Jun 21 2008, 08:07 PM
veriko7   ნეტა როდის შევძლებ...   Jun 21 2008, 09:27 PM
teklikie   მე როცა რაიმეც ვინ...   Aug 23 2008, 09:51 PM
ciracira   ღმერთმა ყველას მოგ...   Sep 28 2008, 11:18 PM
milana   ეხა აქ რაც წავიკიტ...   Jan 13 2009, 11:49 PM
lela..   სინანული ალბათ ისა...   Feb 24 2009, 03:03 PM
XAFRAN   მგონი სინანული საე...   Feb 24 2009, 10:11 PM
betaneli luka   "ადამიანს უჭირს ...   Mar 22 2009, 12:33 PM
betaneli luka   როდესაც ეკლესიას ღ...   Mar 22 2009, 12:59 PM
betaneli luka   ''ვინც ამბობს აღ...   Mar 27 2009, 04:58 PM
staywhite   betaneli luka გასაგებია და ...   Mar 27 2009, 05:04 PM
betaneli luka   betaneli luka გასაგებია და...   Mar 30 2009, 01:16 AM
betaneli luka   ''სინანულს გააჩნ...   Mar 27 2009, 05:14 PM
neo   ეს ინტელექტის დონ...   Mar 27 2009, 08:03 PM
betaneli luka   ზემოთ დაწერილს კიდ...   Mar 30 2009, 01:44 AM
betaneli luka   და კიდევ ზემოთ ხსე...   Mar 30 2009, 02:02 AM
betaneli luka   ვაგრძელებთ წმინდა ...   Mar 30 2009, 10:53 AM
staywhite   betaneli luka ეს "მეომრებ...   Mar 30 2009, 02:15 PM
betaneli luka   betaneli luka ეს "მეომრებ...   Mar 31 2009, 11:27 AM
betaneli luka   კიდევ ერთს დავამატ...   Mar 31 2009, 03:26 PM
staywhite   betaneli luka მე ის კი არ მი...   Apr 1 2009, 03:16 PM
betaneli luka   რაც შეეხება სინანუ...   Apr 1 2009, 05:06 PM
აკაკი   საიდუმლო სინანული...   Jun 17 2009, 12:33 PM
gvanchi   სიკვდილის წინ შევი...   Jan 30 2010, 08:52 PM
elisabeth   სინანულს არარაობი...   Feb 11 2010, 03:51 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th July 2025 - 05:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი