![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დეკ. ანდრია |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
* * * ![]() ![]() ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 ![]() |
მინდა კიდევ ერთი გამოკითხვა შემოგთავაზოთ.
საეკლესიო საკითხავთა უდიდესი ნაწილი მედავითნეთა ბაგეებით მოგვეწოდება. შესაბამისად მათ გულმოდგინებაზე და სულიერებაზე დიდად არის დამოკიდებული, რამდენად აღვიქვამთ საკითხავთა სილამაზეს, სიბრძნეს და მათით გადმოცემულ ეკლესიის დოგმატურ სწავლებას. 1. რამდენად გვესმის ის, რასაც კითხულობს მედავითნე? 2. რა გვიშლის? 3. რას შეცვლიდით მედავითნეს მსახურებაში? (იგულისხმება ტემპი, ხმა, სიტყვათა გარჩევადობა და სხვა) -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
![]() ![]() |
lamara |
![]()
პოსტი
#2
|
![]() lamara ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 615 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,015 ![]() |
ჩემი აზრით მედავითნე უნდა კითხულობდეს ისე, რომ ყველა სიტყვა იყოს გამოკვეთილი, ამასთან არც მეტისმეტად სწრაფად, რომ გონება მივადევნოთ, ამასთან უნდა იგრძნობოდეს, რომ მედავითნე კითხულობს არა მოვალეობის მოხდის მიზნით (ზოგჯერ ერთი სული აქვთ როდის დამთავრებენ და ამიტომ ძალიან სწრაფად კითხულობენ), არამედ სიხარულით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განაწყობს მრევლს ლოცვისათვის, ვიტყოდი იმას, რომ ეს განწყობა მრევლმა თვითონ უნდა შეიქმნას და ისე მივიდეს ტაძარში. როგორც იგალობება"ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვა". წირვა-ლოცვაზე მისულნი სხვა არაფერზე უნდა ვფიქრობდეთ. თუ ასე არ არის, მაშინ ვერავინ განგვაწყობს ლოცვისათვის ჩვენი სურვილის წინააღმდეგ.
-------------------- [font=Arial]http://forum.archangels.ge/[/font][size=7]
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 11:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი