IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ლეგენდარული იგავების 8:22-30, რა აზრი დევს ამ ბიბლიურ მუხლებში?
Otherguy
პოსტი Nov 8 2009, 08:24 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ბოლოსდაბოლოს გადავწყვიტე შევქმნა თემა ამ მართლაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მუხლზე, რომელიც იესოს შეეხება.

სიტყვა-სიტყვით ებრაული თარგმანი 8:22 მუხლის ასეთია:

"იაჰვემ შემიძინა მე თავისი გზის დასაწყისში..."

ბერძნული სეპტუაგინტა მას ასე გადმოცემს:

"უფალმა შემქმნა მე თავისი გზის დასაწყისში..."

სირიული ფეშიტა კი ასე:

"უფალმა აღმაგო მე..."


მთლიანად ეს პასაჟი ასე გამოიყურება: http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/igavni/igavni-8.htm

22. უფალმა შემიძინა თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით;

23. უკუნითიდან დამადგინა, თავიდანვე, ქვეყნის დასაბამიდან.

24. როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი, როცა არც წყალუხვი წყაროები იყო;

25. მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს;

26. როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი;

27. როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი, როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა,

28. როდესაც მაღლა ცებს ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა,

29. როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა,

30. მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი,


რადგან აქ ქრისტიანების უმეტესობა იესოს მოიაზრებდა, არიანელებს IV საუკუნეში საკმაოდ კარგი არგუმენტი ჰქონდათ ხელთ იმის სამტკიცებლად რომ იესო ქმნილება იყო...

შეგიძლიათ ნახოთ დღევანდელ დღეს თუ როგორ თარგმნიან მაგ მუხლს ურცხვად, არასწორად ე.წ. ავტორიტეტული თარგმანები:

New International Version (©1984)
"The LORD brought me forth as the first of his works, before his deeds of old;

New American Standard Bible (©1995)
"The LORD possessed me at the beginning of His way, Before His works of old.

GOD'S WORD® Translation (©1995)
"The LORD already possessed me long ago, when his way began, before any of his works.

King James Bible
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

American King James Version
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

American Standard Version
Jehovah possessed me in the beginning of his way, Before his works of old.

Bible in Basic English
The Lord made me as the start of his way, the first of his works in the past.


Douay-Rheims Bible
The Lord possessed me in the beginning of his ways, before he made any thing from the beginning.

Darby Bible Translation
Jehovah possessed me in the beginning of his way, before his works of old.

English Revised Version
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

Webster's Bible Translation
The LORD possessed me in the beginning of his way, before his works of old.

World English Bible
"Yahweh possessed me in the beginning of his work, before his deeds of old.

Young's Literal Translation
Jehovah possessed me -- the beginning of His way, Before His works since then.


როგორც ხედავთ, 2 თარგმანის გარდა, ყველა წერს: "უფალს ვყავდი"-ო, ვითომ იმ მიზნით რომ სიბრძნეზეა საუბარი მაგრამ მერე ურცხვად წერენ კომენტარებში რომ იესოზეა საუაბრი...

ვნახოთ მართლაც ეს საოცარი თარგმანი კათოლიკებისა:

22 'Yahweh created me, first-fruits of his fashioning, before the oldest of his works.

http://www.catholic.org/bible/book.php?id=24


გამოხატეთ თქვენი აზრი ამ ყველაფერზე. smile.gif და ვიმსჯელოთ. smile.gif

პ.ს. ნეტარი ავგუსტინე თავის აღსარებაში წერს:

"For he persuaded our wills to become like his will, by which he remained not in thy truth. What shall “wretched man” do? “Who shall deliver him from the body of this death,”[50] except thy grace through Jesus Christ our Lord; whom thou hast begotten, coeternal with thyself, and didst create in the beginning of thy ways[51]--in whom the prince of this world found nothing worthy of death, yet he killed him--and so the handwriting which was all against us was blotted out?"

http://en.wikisource.org/wiki/The_Confessi...utler)/Book_VII

rolleyes.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
Otherguy
პოსტი Jan 31 2010, 06:24 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(აკაკი @ Jan 31 2010, 07:02 PM) *

Otherguy
ეს ციტატები არ ამტკიცებს, იმას, რომ იგი ქმნილებაა smile.gif

ხო და კიდევ
ასე ჩემო მეგობარო ქრისტე თავისთავზეც კი ამბობს და მამა ღმერთზე უმცირესად სთვლის თავს, გაიხსენე:
აქ იგულისხმება არა ღვთაებრივი, არამედ კაცური კერძოობა, კაცური ბუნება იესოს არსებისა. იესო, როგორც ღმერთი, თანასწორია მამისა ყოვლით, ხოლო როგორც კაცი უმცროსია მამაზედ - მორჩილი მისი.


ქმნილება რომ არის შეიძლება არ ამტკიცებს, მაგრამ "შობა"-სა და "ქმნა"-ში რა განსხვავებაა?

როცა წერია: "პირველად შობილი ყველა ქმნილებას შორის" - არამგონია ძალიან განსხვავებული რამ იყოს ნაგულისხმევი...

მითუმეტეს გინდაც შობილი იყოს, სანამ იშობებოდა მანამდე არ არსებობდა... Copyright არიოზი.

ასევე, როცა ამბობ რომ ზოგან ადამიანურ ბუნებაზეა საუბარი - არა პავლე მოციქულის წერილებში და არა გამოცხადებაში... იესო როგორც ადამიანი მაგ დროს აღარ არსებობდა... არ შეიძლება იესოს ამაღლების მერე როცა იგი მამასთან არათანასწორად იწოდება - იქ ადამიანური ბუნება ჩავსვათ...

ციტატა(აკაკი @ Jan 31 2010, 07:18 PM) *

აი სწავლება იესო ქრისტეს ღვთაებობის შესახებ. იესო ქრისტე არის ისეთივე ღმერთი, როგორიც მამა და სული წმიდა; ესე სწამს წმ. ეკლესიას. ეს რწმენა დაფუძნებულია საღმრთო წერილზე, წმ. მოციქული იოანე სწერს:


აქ "სიტყვად" იგულისხმება იესო ქრისტე და იგი იწოდება ღმერთად. იგივე მოციქული უწოდებს იესოს ძედ ღვთისად, მხოლოდ შობილად:


გარდა ამისა, საღმრთო წერილში იესო ქრისტეს ეწოდება ღმერთი ჭეშმარიტი, დიდი ღმერთი, ღმერთი კურთხეული, უფალი და ღმერთი; მას მიეწერება ღვთის თვისებანი და მოქმედებანი, მაგ. საუკუნეობა, ყოვლად შემძლებლობა, ყოვლად მეცნიერება, შექმნა ხილულ და უხილავ ქვეყნისა, განგებულება და სხვა.

აქედან სჩანს ცხადად, რომ საღმრთო წერილი სთვლის იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად, როგორც მამა ღმერთს.

ასევე ერთ-ერთი განკურნებისას, რომელიც შაბათს მოხდა იესომ ბრძანა:
ამითი მან გამოაცხადა თავისი თანასწორობა ღმერთთან და ხელმწიფება (უფლება) იმისვე ქმნისა, რასაც იქმს მამა; ამავე დროს ვრცელი საუბრით დაუმტკიცა, რომ თანასწორია მამისა ბუნებით.

იესო ქრისტე არის ძე ღვთისა მხოლოდ-შობილი;

ამ სახელით აღინიშნება ის, რომ ქრისტე არის ერთად ერთი ძე ღვთისა, შობილი მამა ღვთის არსებიდან, ძე ბუნებითი და არ არის არავინ მსგავსი ძე.

ამით ის აღემატება ანგელოზებს და წმიდა კაცებს, რომლებიც ხანდახან საღმრთო წერილში იწოდებიან ღვთის ძეებად, რაც შენ ზევით მოიყვანე

იოანე მახარებელი სწერს:

თვით იესო ქრისტე უწოდებს თავის თავს მხოლოდ შობილ ძედ:

იგი შობილია უწინარეს დროისა; ძე ღვთისა იესო ქრისტე საუკუნოა, როგორც მამა ღმერთი და სული წმიდა.

ზუსტად ამ ამ სიტყვებით უარყოფილია ამ არიოზის ცრუ მოძღვრება.

ამიტომაც ვამბობთ "შობილი და არა ქმნილი."

კიდევ ერთხელ გეტყვით სახე იესოს წინა საუკუნეთა შობისა მიუწდომელია ჩვენი გონებისთვის;
შემოქმედია ქვეყანისა ისევე, როგორც მამა და სული წმიდა ღმერთი;

მან შექმნა ქვეყანა თვისის საკუთარის ძალით. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და თვინიერ მისსა არცა რა იქმნა, რაოდენი რა იქმნა (იოანე, 1, 3).


დაასახელე სადაც მას "ჭეშმარიტი ღმერთი" და ამგვარები ეწოდება...

იოანე 1:1-ს ორიგენე ხსნის მშვენივრად, თან მანდ პირიქით არათანასწორობას ადასტურებს...

ნიკეის კრებაზე კი უმცირესობამ გაიმარჯვა...

ნაწილი საბელიანისტები იყვნენ მაგ კრებაზე(რომლებმაც არიოზი დაგმეს ცხადია), 20-მდე არიოზის მომხრემ იმპერატორის შიშის გამო მოაწერეს ხელი...

კარგად გაიხსენეთ თუ რა მოყვა ამ ყველაფერს ნიკეის კების მერე... ვინ დაიგმო კარგად ჩანს...


პ.ს. წმინდა ათანასეს ორი ახლო მეგობარი გაიხსენეთ - მარკელოზ ანკირიელი(საბელიანისტი, უცნაური ტიპის biggrin.gif), აპოლინარიუს ლაოდეკიელი(აპოლინარიანიზმის ფუძემდელი)... ამ ორივემ აქტიურად დაგმო არიოზი ნიკეის კრებაზე...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Otherguy   ლეგენდარული იგავების 8:22-30   Nov 8 2009, 08:24 PM
A-G-A-P-E   ბოლოსდაბოლოს გადა...   Nov 8 2009, 08:59 PM
afxazi   ყოველი შემთხვევის...   Dec 22 2009, 03:16 PM
Lash_Arius   afxazi სალამი. :) უნდა ვ...   Jan 31 2010, 02:44 PM
afxazi   Lash_Arius როგორც ჩანს ძვ...   Jan 31 2010, 03:16 PM
Lash_Arius   afxazi ვიცი რომ წესებს ...   Jan 31 2010, 03:56 PM
afxazi   Lash_Arius გამახარებ :) ს...   Jan 31 2010, 04:11 PM
Otherguy   Lash_Arius გამახარებ :) ს...   Jan 31 2010, 04:17 PM
afxazi   Otherguy თუ არ ვცდები გა...   Jan 31 2010, 05:37 PM
Otherguy   Otherguy თუ არ ვცდები გა...   Jan 31 2010, 05:51 PM
აკაკი   მამა ღმერთი არც ი...   Jan 31 2010, 05:44 PM
აკაკი   Otherguy ეს ციტატები არ ...   Jan 31 2010, 06:02 PM
აკაკი   აი სწავლება იესო ქ...   Jan 31 2010, 06:18 PM
Otherguy   Otherguy ეს ციტატები არ ...   Jan 31 2010, 06:24 PM
აკაკი   ეხლა უკვე მართლა კ...   Jan 31 2010, 06:27 PM
Otherguy   ეხლა უკვე მართლა კ...   Jan 31 2010, 06:41 PM
afxazi   Otherguy ხოხ, შენ აღიარე ...   Jan 31 2010, 06:56 PM
Otherguy   Otherguy ხოხ, შენ აღიარე...   Jan 31 2010, 08:55 PM
afxazi   Otherguy ლაშა ამისთვის ...   Jan 31 2010, 09:07 PM
Otherguy   Otherguy ლაშა ამისთვის ...   Jan 31 2010, 09:47 PM
afxazi   Otherguy რა გითხრა. ყოვე...   Jan 31 2010, 09:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 13th June 2024 - 08:57 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი