ბარბარობა და ლობიანი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბარბარობა და ლობიანი |
tamara |
Dec 19 2008, 03:52 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
პირველ რიგში ყველას გილოცავთ ერთდროულად ბარბარობასაც და ნიკოლოზობასაც...
სულ მაინტერესებდა - რა კავშირში იყო ლობიო და ლობიანი წმ. ბარბარეს ხსენების დღესთან... ვიცი, რომ წარმართულ საქართველოში არსებობდა წარმართული ღვთაება ბარბარე - რომელიც დაკავშირებული იყო მზის კულტთან - და მასაც დეკემბერში დღესასწაულობდნენ. ბარბარე - ბორბ - თან იყო კავშირში და ბორბალთან - ანუ მრგვალ ფორმასთან - ანუ მზეს უკავშირდებოდა.. ვიფიქრე ლობიანი ხომ მრგვალია და იქნებ შემორჩა ეს ტრადიცია თქო.. |
ნონა |
Jan 31 2010, 11:02 PM
პოსტი
#2
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ქართული წარმართული ღვთაების ბარბალის პატივსაცემად საქართველოში ცხვებოდა ყველიანი და კვერცხიანი კვერები (დაახლოებით ხაჭაპური)
ამ კვერებს მზის საპატივცემულოდ მრგვალი ფორმა და ყვითელი გული ქონდა... როდესაც გაქრისტიანდა ქვეყანა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა შედეგად აღინიშნებოდა ბარბარობა ბარბალობის წესების რამდენადმე სენარჩუნებით თუმცა ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, ყველი და კვერცხი კი აღარ გამოდგებოდა შედეგად ფარშის სახით მზის ფორმის კვერებში გაჩნდა ყველაზე ხელმისაწვდომი სამარხო ლობიო არც კი ვიცი კიდევ რა შეიძლებოდა გამოეყენებინა ქართველ ადამიანს იმ დროში სამახო ფარშად... ასე გახდა ლობიანი ბარბარობის აღსანიშნავი აუცილებელი ატრიბუტი პ.ს. არსად ბარბარობას არ კეთდება ლობიანები საქართველოს გარდა არსად ბარბარე არ მიიჩნევა ბავშვების მფარველ წმინდანად საქართველოს გარდა საქმე იმაშია რომ ბარბალი იყო კერიის მფარველი ცეცხლის ღვთაება და ბავშვების მფარველობასაც მას ავედრებდნენ ჩვენი წარმართი წინაპრები -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი