ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#41
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
k@the |
Feb 3 2010, 03:16 PM
პოსტი
#42
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ეს ამ თემას მოუხდება, ვისაც მონატრება შემოაწვება: ეს სიმღერა იწყება, ჩვენებური ქალბატონის კადრებით, არაფრით გამორჩეული სახელი რომ ქვია გულნაზი, გვარად გოლეთიანია... ზის, ალბათ რომელიღაც იაფფასიან, იქვე სადღაც ხელზე ნაყიდ ხაჭაპურს ჭამს, ცელოფანში ჩადებულს, მცირე ჩანთაც წამოუღია ცაგერიდან, შეიძლება თან ამ დროს შვილებზე და ოჯახზე ფიქრობდა, იქ საქონელი, აქ მტერ-მოყვარე...... მაგრამ როცა ემღერება, იმღერა და ჟრუანტელი არ მოგშორდება როცა უსმენ, ასეთია საქართველო, გულნაზი დეიდასავით ნაზი გულისაა იგი, დამალულია, უცნობია , მაგრამ ისე ღრმაა და ისე ნიჭიერი.,. ჰერიო ბიჭებო, ჰერიო... მადლობა ქალბატონო გულნაზი... http://nichieri.ge/gulnazigoletiani/ ეს თუ იგივე ვიდეოა, რაც მე ნაინამ მანახა, აქაც ვიტყვი სირცხვილი ამ ვიდეოს რეჟისორს! სიმდაბლეა და მეტი არაფერი, ფენოვანი ხაჭაპურის სცენების დართვა ვიდეოს დასაწყისში. კულტურული ქალბატონი ჩანს, მშვენივრად მეტყველებდა და 3 შვილი გაზარდა სოფელში, დიდი ამბავი თუ იდეალური 90/60/90 ფორმები არ აქვს, ნამდვილად კარგად იმღერა და საწყენია რომ მისი წონა და 1 ცალი ფენოვანი, ასე უშნოდ სამასხარაოდ გამოიტანეს. მაგათი დასაცინი არაფერი ეტყობა ქალბატონს. რამდენი მახსენდება, სულ ბრაზი მომდის. ჰერიო ბიჭებოს კი მართლაც ქევანა-ს ლინკიდან ჯობია მოვუსმინოთ. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
terra |
Feb 3 2010, 04:13 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ეს თუ იგივე ვიდეოა, რაც მე ნაინამ მანახა, აქაც ვიტყვი სირცხვილი ამ ვიდეოს რეჟისორს! სიმდაბლეა და მეტი არაფერი, ფენოვანი ხაჭაპურის სცენების დართვა ვიდეოს დასაწყისში. კულტურული ქალბატონი ჩანს, მშვენივრად მეტყველებდა და 3 შვილი გაზარდა სოფელში, დიდი ამბავი თუ იდეალური 90/60/90 ფორმები არ აქვს, ნამდვილად კარგად იმღერა და საწყენია რომ მისი წონა და 1 ცალი ფენოვანი, ასე უშნოდ სამასხარაოდ გამოიტანეს. მაგათი დასაცინი არაფერი ეტყობა ქალბატონს. რამდენი მახსენდება, სულ ბრაზი მომდის. ჰო, მართლაც არაეთიკური იყო ეს სლაიონნის აფიშირება. ნამდვილად ღირსეული ქალბატონია და მშვენიერი მონაცემებიც აქვს. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი