IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არქიტექტურა
ნანინა
პოსტი Nov 15 2009, 10:22 PM
პოსტი #21


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ვფიქრობ, რომ ეს თემა უნდა იყოს აქ smile.gif

სირცხვილი მოდერს biggrin.gif biggrin.gif

მე ვერაფერს გეტყვით არქიტექტურაზე, ამიტომ ეკატოს მივანდობ ამ თემის განვითარებას biggrin.gif kiss1.gif

პ.ს. აქტუალური საკითხია ამ ეტაპზე და biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ქევანა
პოსტი Feb 3 2010, 06:55 PM
პოსტი #22


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



კაიროსმა ითხოვა
ციტატა
აბა ვის უნდა ვენდოთ ქევან?
მოგვიყევი ერთი რა ხდება და ეს თემა გააცოცხლეთ, მაგალითად მე გუშინწინ მილანის დუომოთი დავტკბი


აქ დავწერ.
და ცოტა შემჭიდროვებულად, იმიტომ რომ მთელი ნაშრომი და გეგმები, სხვა ვინჩესტერზე მაქ sad.gif

მოკლედ, იყო ასეთი კაცი სტრიგოვსკი (სხვათაშორის ეს კაცი გერმანულ ენაზე წერდა, მაგრად გამიჭირდა მასზე ინფოს შეგროვება), რომელიც მე20 საუკუნის პირველ ნახევარში, მოგზაურობდა სომხეთში, არქიტექტურული ძეგლების შესასწავლად. მეტ–ნაკლებნად ყველა რომ აღნუსხა, დაიწყო კლასიფიკაცია და გამოჰყო გუმბათიანი დარბაზული ტიპის ეკლესიები ცალკე, ასე ვთქვათ doomed hall - kupelhale

აი სომხური კუპელჰალეს მაგალითიებია: ბდჯნი, პტგნი და სხვა

ეს არის პტგნი, 6 საუკუნის
IPB-ს სურათი
ძალიან, ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ: ეკლესიის სივრცე გაყოფილია სამ ნაწილად, აქედან შუა ნაწილს ადგას გუმბათი, რომელიც ეყრდნობა კედლებიდან გამოსულ შვერილებს.

გუმბათიანი დარბაზის ანუ კუპელჰალეს ტიპი სტრიგოვსკიმ დაადგინა არქიტექტურაში და ცხადია რომ სომხურ ძეგლებს შეეხებოდა.

მერე რა მოხდა არ ვიცი, გადის დრო და ჩუბინაშვილი აქვეყნებს დიდ ნაშრომს: კახეთის არქიტექტურა, "Архитектура Кахетии", სადაც ის ვაჩნაძიანის ყველაწმინდას განხილვისას, ეხება სტრიგოვსკის და მის განმარტებას, (მე დამრჩა შთაბეჭდილება რომ შეუსწორა, არადა ვინ კითხავდა), და დასძენს, რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა არის სწორედ კუპელჰალე, თარიღდება მე9 საუკუნით, და იგი არის ერთ–ერთი სრულყოფილი ნიმუში, ცხადია რომ სომხებმა ჩვენ მოგვბაძეს და ძალიან ცუდად თან და ა.შ.

აქ არ მაქ ვაჩნაძიანის გეგმა, რაც ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მინდა წარმოდგენა შეგექმნათ რა ტიპის ძეგლია ვაჩნაძიანი. ეს არის რთული კომპლექსური ტაძარი = სამეკლესიანი ბაზილიკისა და გუმბათიანი ტაძრის ტიპის შერწყმა, გუმბათი ცენტრალურ ნაწილს ადგია.

ეხლა რა ხდება თვითონ ჩუბინაშვილი წერს, როცა იკვლევს ტაძარს, რომ გვერდითი ეკლესიები მთავარი ცენტრალური გუმბათიანი ტაძრის თანადროულია, ანუ აშენებისას სამივე ერთ პერიოდში აშენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როცა არქიტექტორმა ნახაზი, გეგმა შექმნა, იმთავითვე გათვალისწინებული იყო, რომ ეს ერთიანი ტაძარი უნდა ყოფილიყო, კუპელჰალეს ტიპი კი გამორიცხავს ყველანაირ გვერდით "დეტალებს", არც ასეთი გართულებული ტიპის არ არის, რომ ყოფილიყო ეს გვერდითი ეკლესიები გვიანდელი მინაშენები, მაშინ შეიძლებოდა გვეფიქრა კუპელჰალეზე.

საინტერესოა რომ ჩუბინაშვილმა მარტო ერთი კუპელჰალე იპოვნა, სხვა ვერ მოიძია. საერთოდ გაჩუმდა და კუპელჰალედ მოხსენიებად არ ჩათვალა მანავის მცირე ეკლესია (1794 წელს ეფრემ წინამძღვრის მიერ აგებული) (რომელიც სხვათაშორის ბერიძემ სავსებით სამართლიანად მიიჩნია კუპელჰალედ), რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა ეკლესიებზე.
ჩვენთან არის კუპელჰალე, თუ ვინმე ყოფილა ლესელიძეზე და უნახავს ჯვარის მამა, მიხვდება როგორი უნდა იყოს კუპელჰალე,

როცა ჩემ ვარაუდებს ვამოწმებდი, ერთმა მკვლევარმა (უცხოელია) მიმანიშნა, რომ ვაჩნაძიანის ყველაწმინდა შეიძლება ჩამოგავდეს 11-13 საუკუნეების ბიზანტიურ ტაძრებს კონსტანტინეპოლში: Fetiyeh Cami and Kariyeh Cami

ანუ ამას:
ციტატა
Pammakaristos Church, also known as the Church of Theotokos Pammakaristos (Joyous Mother of God), later known as Fethiye Mosque (Turkish: Fethiye Camii)


ეს მეორე ეკლესიის (Kariyeh Cami) გეგმა:
http://www.mcah.columbia.edu/ha/images/byz...ariye_camii.gif

დანარჩენი უკვე შემდგომი დეტალური კვლევების საქმეა.
კითხვები გაქვთ რამე? შემდეგზე ყინცვისზე უნდა დავწერო, თუ როგორ მიაწეპეს კუპელჰალეს biggrin.gif
თუ რამე დამატებით კითხვები გაგიჩნდათ, მოვიძებ ჩემს ნაშრომს და დავწერ სრულად. ეხლა უბრალოდ, რაც მახსოვდა ის დავწერე smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნანინა   არქიტექტურა   Nov 15 2009, 10:22 PM
ქევანა   ნანინა :D : * არაფერიც...   Nov 15 2009, 10:29 PM
ნანინა   ქევანა :არა: თუმცა ...   Nov 15 2009, 10:31 PM
ბადრი   კარგი იქნება თუ ტა...   Nov 15 2009, 10:35 PM
ნანინა   ბადრი ქართულს გულ...   Nov 15 2009, 10:38 PM
ქევანა   ნანინა ნუ რა გითხრ...   Nov 15 2009, 10:45 PM
ნანინა   ქევანა ქალი ამხელ...   Nov 15 2009, 10:50 PM
ბადრი   ნანინა ჯერ ქართულ...   Nov 15 2009, 10:51 PM
ეკატო   ოოო, ეს რა თემა გაგვ...   Nov 16 2009, 01:21 AM
ნანინა   ეკატო საავტორო უფ...   Nov 16 2009, 01:38 AM
ეკატო   ქევანა ამათ დავამ...   Nov 16 2009, 01:46 AM
ketev@ni   ძალიან გამიხარდა ე...   Jan 23 2010, 04:00 PM
ქევანა   ketev@ni სიამოვნებით, ვი...   Jan 23 2010, 04:07 PM
ნანინა   ქევანა ketev@ni სიამოვნ...   Jan 23 2010, 06:38 PM
neo   ბორდო http://s006.radikal.ru/i214/1002/...   Feb 2 2010, 07:26 PM
KAIROS   თავიდან მეორე სურა...   Feb 2 2010, 07:50 PM
ქევანა   KAIROS თუ გავითვალისწი...   Feb 2 2010, 07:52 PM
KAIROS   აბა ვის უნდა ვენდო...   Feb 2 2010, 07:52 PM
tamuna m   აუ, ერთი თხოვნა მაქ...   Feb 2 2010, 10:03 PM
ეკატო   tamuna m გახსენი თემა დ...   Feb 2 2010, 10:21 PM
neo   არანაირი პრობლემ...   Feb 3 2010, 04:05 PM
terra   ბაქტერიაც კი ვერ ჩ...   Feb 3 2010, 04:10 PM
ნანინა   ეკატო ketev@ni ქევანა ...   Feb 3 2010, 04:34 PM
ქევანა   კაიროსმა ითხოვა ა...   Feb 3 2010, 06:55 PM
neo   :D ჰო, ეგრეა, ოღონდ მ...   Feb 3 2010, 07:21 PM
neo   უი ეს თემა ცოტა უნდ...   Sep 3 2010, 12:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th June 2024 - 12:13 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი