სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| KAIROS |
Feb 3 2010, 09:34 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა სიბერე შემოგპარვია შენ ძამიკო . კაი კაცი ხარ გაიხარე ნუ მაშინებ ახალგაზრდა ვარ კაცო ესეც სხვა ახალი ამბავი: ვაშინგტონში ქართულ სიმღერებს ამერიკელები ასრულებენ ზაქარია კიკნაძე, ვაშინგტონი 02/02/2010 გუნდის რეპერტუარი საკმაოდ ფართოა და საეკლესიო საგალობლების გარდა, ქართლ-კახურ, იმერულ, გურულ, მესხურ, მეგრულ და სვანურ ხალხურ სიმღერებსაც მოიცავს. კონცერტზე „ნიავთან“ ერთადჯგუფი „სლავენაც“ ასრულებდა ქართულ სიმღერებს. ითხვაზე თუ როგორ დაიბადა „ნიავის“ შექმნის იდეა? გუნდის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ანდრეა ჰარისმა გვიპასუხა: „გუნდის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. მე პირველად იელის უნივერსიტეტში სწავლისას გავეცანი ქართულ სიმღერას. მაშინ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მე უნივერსიტეტში არსებულ გუნდში ვმღეროდი. ეს გუნდი ბულგარული სიმღერების შესრულებით იყო დაკავებული. ჩვენ რუსული სიმღერების შემსრულებელთა გუნდთან ერთადაც ვმღეროდით ხოლმე და სწორედ მათი შესრულებით მოვისმინე პირველად ქართული სიმღერა. მე მყისვე მოვინუსხე ქართული მუსიკით და მას შემდეგ საქართველოს დიდი მეგობარი ვარ. პირველად თქვენს ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მოგვიანებით იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. საქართველოში გავიცანი კარლ ლინიჩი, რომლის გუნდსაც „ოქროს სტუმრები ერქვა“. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დრო იყო ჩემთვის. მაშინ ათობით ქართული სიმღერა შევისწავლე. ხოლო როდესაც შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ ქართული მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო. ქართული სიმღერის შესრულებას ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ. ეს სიმღერა სულიერ საზრდოს მაძლევს. ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ხალხის შეგროვებას და ბოლოს და ბოლოს ათი ადამიანი შევაგროვეთ. საბოლოოდ გვინდა გუნდის წევრების რაოდენობა თორმეტ თოთხმეტ კაცამდე გავზარდოთ. „ჩვენ კვირაში ერთხელ საღამოობით ვიკრიბებით და მართალი გითხრათ ბევრს არ ვმღერით, უფრო ქართულ ღვინოს და საჭმელს მივირთმევთ. ბუნებრივია ჩვენ პროფესიულ ჯგუფად ჩამოყალიბებას არ ვაპირებთ და ამიტომაც რეპეტიციებს დიდი ინტენსიურობით არ ვატარებთ. საკუთარი სიაამოვნებისთვის ვმღერით“. დაასრულა ჩვენთან საუბარი ქალბატონმა ჰარისმა. ზაქარია კიკნაძე, ამერიკის ხმა ვაშინგტონი. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის Feb 2 2010, 10:02 PM
KAIROS ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 03:44 AM
damiane80
ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 10:40 AM
ნონა კაიროს აღფროვანებ... Feb 3 2010, 10:41 AM
damiane80
სინაზე არაფერ შუა... Feb 3 2010, 10:56 AM
ნონა ეჰ ჩემო დამიანე :
ეტ... Feb 3 2010, 11:02 AM
ქევანა ნუთუ ჯანო კახიძის ... Feb 3 2010, 01:31 PM
ნანინა მე ეხლა ვნახე ეს თე... Feb 3 2010, 02:06 PM
k@the
ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 03:16 PM
terra
ეს თუ იგივე ვიდეოა,... Feb 3 2010, 04:13 PM
KAIROS
ნამდვილად და ესაა ... Feb 3 2010, 08:25 PM
ნანინა KAIROS
:wub: :wub: :wub:
რა საინ... Feb 3 2010, 09:41 PM
abo KAIROS
გაიხარე ძმაო. თე... Feb 3 2010, 09:49 PM
Ligia ახლა ხალხნო, ზოგს დ... Feb 3 2010, 10:09 PM
Amuza ოო, რა კარგი თემაა, ... Feb 3 2010, 10:34 PM
abo Amuza
არ თქვა მე დავწე... Feb 4 2010, 02:44 AM
Adam აქედან გაქცეულს ვი... Feb 4 2010, 09:48 AM
ნაინა Adam
რა იოლია სხვისი ... Feb 4 2010, 10:38 AM
Adam ნაინა
ჩემი ახლობლ... Feb 4 2010, 10:51 AM
KAIROS
ადამ,
შენი პოსტები ... Feb 4 2010, 12:57 PM
Adam KAIROS
აჰმ ცოტათი მართ... Feb 4 2010, 01:08 PM
ბარბარე მოგესალმებით ყველ... Feb 5 2010, 08:09 PM
ნონა
ძალიან ბევრი არას... Feb 6 2010, 02:29 PM
KAIROS
ეგ სამწუხარო რეალ... Feb 6 2010, 12:06 AM
ქევანა
ეს მართლაც დიდი სა... Feb 6 2010, 12:48 PM
სოფი
+1
Adam
ჯერ წადი,იცხოვ... Feb 6 2010, 05:01 PM
KAIROS ქევან,
არ გეკამათე... Feb 7 2010, 05:33 AM
ქევანა KAIROS
ეგ მესმის.
12 წლი... Feb 7 2010, 08:39 PM
ბარბარე
იცით,შეიძლება ცოტ... Feb 8 2010, 08:49 PM
iako ბავშობიდან არის რა... Feb 8 2010, 08:55 PM
salome zhvania ჩემო ადამ, შენ ეტყო... Feb 15 2010, 11:28 PM
KAIROS
ველქამე ჟვანიას ქ... Feb 16 2010, 03:45 AM
abo აი რატომ არის ქართ... Feb 18 2010, 08:41 PM
კანუდოსელი
უნდა იცოდნენ რომ მ... Feb 19 2010, 10:23 AM
ბადრი abo
გაიხარე ძმაო!
ა... Feb 19 2010, 09:03 PM
KAIROS
მაინც ვფიქრობ მას... Feb 19 2010, 11:10 PM
abo
კოსმოპოლიტიზმის ... Feb 19 2010, 11:26 PM
კანუდოსელი
კოსმოპოლიტიზმის ... Feb 22 2010, 12:03 AM
salome zhvania ...სანამ საქართველო... Feb 22 2010, 12:18 AM
KAIROS
ეგ ზედმეტია, არც არ... Feb 22 2010, 04:47 AM
salome zhvania განადგურებაში მე ი... Feb 23 2010, 04:22 AM
KAIROS ჩვენ საყვარელ ტუსტ... Mar 4 2010, 03:59 AM
Ligia
ჰოდა მაშინ
იმათ მა... Mar 5 2010, 01:58 AM
k@the KAIROS
:მპუა: Mar 4 2010, 07:27 PM
Ligia ვაიმე კაიროსა :cray: :მ... Mar 5 2010, 01:06 AM
ნანინა KAIROS
:( ეს ჩვენი რეალო... Mar 5 2010, 01:34 AM
KAIROS
ჰო მე ვარ, მაგრამ ა... Mar 5 2010, 05:00 AM
ნონა
გული შემეკუმშა... :(
... Mar 5 2010, 09:41 AM
Ligia იცით რა მიკვირს? რა... Mar 5 2010, 06:18 PM
neo მე უფრო მკაცრად შე... Mar 5 2010, 06:33 PM
დედაკაცი გამომდინარე იქედა... Oct 5 2011, 03:10 AM
დედაკაცი აქვე მინდა დავურთო... Oct 5 2011, 03:26 AM
marine "უსამშობლობამ ცო... Dec 13 2019, 09:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 01:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი