ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ნანინა |
Feb 3 2010, 09:41 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
KAIROS
ციტატა „გუნდის შექმნა დიდი ხნის განმავლობაში ჩემი სანუკვარი ოცნება იყო. მე პირველად იელის უნივერსიტეტში სწავლისას გავეცანი ქართულ სიმღერას. მაშინ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში მე უნივერსიტეტში არსებულ გუნდში ვმღეროდი. ეს გუნდი ბულგარული სიმღერების შესრულებით იყო დაკავებული. ჩვენ რუსული სიმღერების შემსრულებელთა გუნდთან ერთადაც ვმღეროდით ხოლმე და სწორედ მათი შესრულებით მოვისმინე პირველად ქართული სიმღერა. მე მყისვე მოვინუსხე ქართული მუსიკით და მას შემდეგ საქართველოს დიდი მეგობარი ვარ. პირველად თქვენს ქვეყანას 1979 წელს ვესტუმრე. მოგვიანებით იქ ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. საქართველოში გავიცანი კარლ ლინიჩი, რომლის გუნდსაც „ოქროს სტუმრები ერქვა“. ეს ძალზე მნიშვნელოვანი დრო იყო ჩემთვის. მაშინ ათობით ქართული სიმღერა შევისწავლე. ხოლო როდესაც შეერთებულ შტატებში დავბრუნდი, ვიგრძენი, რომ ქართული მუსიკის გარეშე აღარ შემეძლო. ქართული სიმღერის შესრულებას ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ. ეს სიმღერა სულიერ საზრდოს მაძლევს. ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი ხალხის შეგროვებას და ბოლოს და ბოლოს ათი ადამიანი შევაგროვეთ. საბოლოოდ გვინდა გუნდის წევრების რაოდენობა თორმეტ თოთხმეტ კაცამდე გავზარდოთ. რა საინტერესოაა.. ტრადიციული მრავალსხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმებზე თბილისში ქართული სიმღერების შემსრულებელი ბევრი ანსამბლი ჩამოდის ხოლმე, მათ შორის იყო კარლის "ოქროს სტუმრებიც". ნეტავ თუ იციან ორგანიზატორებმა მათ შესახებ? -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 08:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი