მარჩენალდაკარგული სამი ავადმყოფი შვილის დედას, დახმარება სჭირდება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მარჩენალდაკარგული სამი ავადმყოფი შვილის დედას, დახმარება სჭირდება |
ნათია |
Feb 1 2010, 08:06 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დღეს ერთ-ერთი ქალბატონი დამიკავშირდა მობილურზე და დახმარება მთხოვა, რადგან თვითონ ვერ მოახერხებდა თემის გახსნას, ვთხოვე ჩემს იმეილზე გამოეგზავნა ის წერილი რაც უნდა დაეწერა აქ, ამიტომ ვაკოპირებ:
"ვარ მარტოხელა მარჩენალდაკარგული სამი შვილის დედა. 1. გიორგი თალაკვაძე დაბადებულია 1985 წელს. 7 თვის იყო როდესაც ხილიანზე ინფექციურ საავადმყოფოში გადასხმების შედეგად დაიმფიცირდა და დაავადებულია ქრ. B ჰეპატიტით. 2. ბაჩანა თალაკვაძე დაიბადა 1987 წელს. 9 წლის ასაკში დაავადდა შაქრიანი დიაბეტით და მას შემდეგ, ინსულინით ცოცხლობს. 3. ლუკა (გიორგი) თალაკვაძე დაბადებული 2001 წელს - დაავადებულია ბავშვთა ცერემბრალური დამბლით, მიკროცეფალიტი. ეს სამშობიაორო ტრამვამ და შემდგომ ჩირქოვანმა მინინგიტმა გამოიწვია ჩემი მეუღლე, ლევან თალაკვაძე გარდაიცვალა უბედური შემთხვევით, სხეულის თერმული დამწვრობა 55%. ცერებრალურ ბავშვს სჭირდება დიდი ყურადღება იმიტომ რომ გონება შეზღუდულია. ამის გამო ვარ უმუშევარი და ვარ პენსიებზე დამოკიდებული. ეს კი მოგეხსენებათ თუ რა მცირე შემოსავალია. ვცხოვრობ გლდანში, დროებით თავშესაფარში, ყოფილი უშიშროების აკადემიაში პირველ სართულზე, ბინა 111/ა. ძალიან მძიმე საცხოვრებელი პირობები მაქვს. არ მაქვს იატაკი და ბეტონზე ვცხოვრობ, რის გამოც ხან ერთ ბავშვს აქვს ფილტვების ანთება და ხან მეორეს. გაულესავი ჭერიდან სილა ცვივა. ყოველდღე ვფიქრობ , ბავშვებს რა ვაჭამო. ხშირათ ჩაით და პურით ვაკმაყოფილებ. შიმშილისგან დიაბეტიანი შვილი თექვსმეტჯერ ჩამივარდა კომაში. ჩემი დიდი და მოკრძალებული თხოვნაა რისი საშუალებაც გექნებათ რომ დამეხმაროთ. თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ ჩემი დახმარების, ჩემი საკონტაქტო ტელეფონია 855 71 70 39. ღმერთმა მოგცეთ ძალა და საშუალება აკეთოთ ბევრი კეთილი საქმე ზეინაბ თალაკვაძე" -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
maikusi |
Feb 4 2010, 04:55 PM
პოსტი
#2
|
maia ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 |
სამი ჯანმრთელი ვაჟკაცი გააჩინო და სამივეს რაღაც შეძენილი დაავადება დაემართოს რა საშინელებაა მშობლისთვის
-------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი