როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა, წმ. მამათა მიხედვით |
სოფი |
Jul 1 2009, 10:11 PM
პოსტი
#21
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა არის მოთმინება მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/ მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/ მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28). და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/ მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი. მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
სოფი |
Feb 4 2010, 07:25 PM
პოსტი
#22
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
რა დიდი სარგებლობა მოაქვს მოთმინებას საზოგადოებაში და ყველა წოდებაში! მოთმინებით შენარჩუნებულია სიყვარული და თანხმობა მთავრობასა და მის ქვეშევრდომებს შორის,მშობლებსა და შვილებს შორის,ბატონებსა და მონებს შორის,ძმებს შორის, მეგობრებს შორის,მეზობლებს შორის,მყიდველსა და გამყიდველს შორის,ასე რომ მოთმინების გარეშე არანაირი სიკეთე არ არის შესაძლებელი. მოუთმენლობის გამო ქმარი ცოლთან,ძმა ძმასთან, მეგობარი მეგობართან ჩხუბობს და მტრობს იქ სადაც უნდა იყოს მშვიდობა და თანხმობა. მოუთმენლობის გამო ბატონი თავის მონას,მამა - შვილს, ქმარი - ცოლს, მბრძანებელი ქვეშევრდომს ტანჯავს და სცემს. მოუთმენლობის გამო დაზარარებულს უჩნდება ბოროტი ჩანაფიქრი იმაზე ვინც მას სცემს; აქედან ხდება რომ ბატონს - მონა, ცოლი - ქმარს,ქვეშევრდომი - მბრძანებელს,შვილი - ბოროტ მამას კლავს კიდეც, უამრავი ასეთი ბოროტება ხდება. მოთმინება კი ყველა ბოროტებას აღკვეთს. მოუთმენლობა ანგრევს სახლებს,სოფლებს,ქვეყნებსა და სახელმწიფოებს,რადგან მოუთმენლობა იწვევს შეუთანხმლებლობას,შეუთანხმლე
ლობა - ჩხუბს და ლნძღვას,ლანძღვისაგან იღვრება სისხლი,იხოცება ხალხი. მოთმინება მთელ ამ ბოროტებას თავიდან აგვაცილებს,რადგან სადაც მოთმინებაა,იქ არ არის ჩხუბი და ლანძღვა. /წმ. ტიხონ ზადონელი/ -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 06:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი