ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Ismail |
Feb 5 2010, 07:40 PM
პოსტი
#42
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
კაი დავიწყებ: : )
მოკლედ, ენათმეცნიერებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია ენათა კლასიფიკაცია. ენების კლასიფიკაცია რამოდენიმე კრიტერიუმის მიხედვით ხდება, თუმცა მათგან ყველაზე მღებულია ენათა კლასიფიკაცია ნათესაური კავშირის მიხედვით. ამ მხრივ ენებს, როგორც წესი, შემდეგნაირად ჰყოფენ: 1. ენათა ოჯახი 2. ენათა ჯგუფი 3. ცალკეული ენა თუმცა, ხშირად გამოიყოფა ჯგუფებში კიდევ უფრო პატარა ქვეჯგუფი და ა.შ., რადგანაც, როგორც ხვდებით, ასეთი დაყოფა საკმაოდ ფარდობითი და შედარებითია, ისევე, როგორც ხშირად ძალიან არაერთმნიშვნელოვნად შეიძლება ესა თუ ის უნა ჩაითვალოს როგორც ცალკე ენად, ასევე სხვ ენის დიალექტად ან მის შემადგენელ ნაწილად (აზერბაიჯანული, მოლდავური, ხორვატიული ენები...). ენათა ოჯახებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი (მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით) არის ინდოევროპულ ენათა ოჯახი, რომელშიც ისლანდიურიდან დაწყებული ჰინდით დამთავრებული, რამოდენიმე მილიარდი ადამიანი ლაპარაკობს. ამ ენათა ოჯახს მიეკუთვნება ევროპის ენების უმეტესობა, აგრეთვე ოსური, სომხური, სპარსული, ტაჯიკური, ქურთული და სხვა ენები. არსებობს ე.წ. იზოლირებული ენები, რომელთა მიკუთვნება რომელიმე ენათა ოჯახთან ვერ ხერხდება. ასეთი ენებია, მაგალითად, იუკაგირული (შორეულ აღმოსავლეთში) და ბასკური ენები. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბასკურ ენას კავშირი აქვს იბერიულ-კავკასიურ ენებთან. ეს მოსაზრება მრავალ ლოგიკურ არგუმენტს ემყარება, თუმცა იგი ჯერჯერობით არც დადასტურებულია და არც უარყოფილი. ქართული ენა, როგორც მოგეხსენებათ, იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება სვანურ, ლაზურ და მეგრულ ენებთან ერთად. იბერიულ-კავკასიურ ენებს ახასიათებს მთელი მრიგი თავისებურებები, მაგალითად, მრავალპირანი (პოლიპერსონალური) ზმნა (რაც აგრეთვე ბასკურშიცაა). ნაპოვნია კიდევ ბევრი მსგავსება როგორც გრამატიკაში, ისე ლექსიკაში... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 04:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი