ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბარბარე |
Feb 5 2010, 08:09 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 |
მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით!
ცოტა სხვა სახე მიიღო თემამ... მე მინდა დასაწყისში ნათქვამი განვაგრძო... მართალია ეს ადამიანი..გადავჯიშდით ქართველები...უცხოეთში ძალიან ცუდი სიტუაციაა... თუნდაც დავიწყებ იქიდან,რომ,რამდენჯერ ვიკითხე,რატომ საბერძნეთის ემიგრანტები არ ჩანან ფორუმზე?...არ აინტერესებთ საქართველო და იმირომ...მარტო ამ ქალაში უამრავი ქართველია...რომ ჩამოდიან ,პირველ რიგში კომპიუტერს ყიდულობენ.ნუთუ არავინ იცის ეს საიტი?ან რომელიმე,სადაც ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს ეკონტაქტებიან... ცუდ დღეში ვართ,დამიჯერეთ...ეს ხალხი საერთოდ დამბრუნებელიც არ არის უკან...მე რომ მივდიოდი 2 წლის წინ,ვითომ, "რა კარგია,მეც როგორ მინდა წასვლაო..."მეორე წუთში კი-"ნეტა იქ რაღა უნდა გააკეთოო..." ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო...ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ,ამდენ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული,სულ სხვადასხვა კულტურა,საქციელი,თვისებები...ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!! და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა...როგორც მესმის,თვით საქართველოშია ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ...უცხოელებით,(განსაკუთრებით-ჩინელებით)ივსება ქვეყანა...თუ საქართველო "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო "არ იქნება,ჩვენ რომ დავბრუნდებით,ან სად ვიცხოვროთ,ან ვისთან დავბრუნდეთ,ჩინელებთნ?.... პირადად მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება! მხოლოდ მანდ მცხოვრებ ქართველებს მინდა ძალიან შეგეხვეწოთ:გაუფრთხილდით ჩვენს საქართვლოს!!!მანდ უფრო ჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება.მარტო ჭიქის მირტყმით კი არა,რაც- აქაც მშვენივრად იციან,არამედ საქმით!!!!!!!!!თორე,"ჰერო ბიჭებოზე" და "ფესვებზე"-მანდაც ყოველთვის ვტიროდი...შეინარჩუნეთ ქართული ღირსებები.ნუ შეავსებთ ჩვენს ადგილებს უცხოელებით... ჩვენც დავბრუნდებით!აუცილებლად დავრუნდებით !და ერთად ვაშენოთ ლამაზი მომავალი!!!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი