ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 6 2010, 12:06 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ეს ხალხი საერთოდ დამბრუნებელიც არ არის უკან...მე რომ მივდიოდი 2 წლის წინ,ვითომ, "რა კარგია,მეც როგორ მინდა წასვლაო..."მეორე წუთში კი-"ნეტა იქ რაღა უნდა გააკეთოო..." ეგ სამწუხარო რეალობაა, სუფრაზე ტირილია იქ მინდაო, და მერე (ისე რომ თავადაც ვერ აცნობიერებენ) იწყება საუბარი, ქალო (კაცო) საბუთი როგორ გავაგრძელო (ავიღოო)? ანუ ეს ნიშნავს, კიდევ მეტი (ან საერთოდ) როგორ დავრჩეო... გეუბნებით, ამდენი წელია წამოსული ვარ და საბოლოოდ დაბრუნებული ათიც კი არ მინახავს, ჩამოსული კი ათი მარტო კვირაში (ბოროტი ენების ამბობენ ჭურში ხარ, თორემ დღეშიცო) ჩამოდის... ციტატა ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!! ნუ ამაზე კამათი შეიძლება, პირველი ის რომ ყველა ნამდვილად არ დაბრუნდება, საქართველო ვერ მისცემს სამუშაო გარანტიებს თავის მოქალაქეებს ისე რომ ადგილები ჩამოსულებისათვისაც დარჩეს, ეგ მინიმუმ 20 წელი, შესაბამისად ერთი თაობა ჩარჩა უკვე იქ, შესაბამისად დაბრუნება თუ იქნება ძალიან ნელი და შეუმჩნეველი, მეორე ის რომ უცხოეთში ყოფნის ცუდ მხარეებზე ჩვენ ვსაუბრობთ აქვე მდებარე სხვა თემაში (უცხო უცხოეთი), აქ კი ჩვენი ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებაზე ვფიქრობთ, და ისიც უნდა ვთქვათმ რომ უცხოეთში ცხოვრების გამოცდილება მხოლოდ ცუდს არ ნიშნავს, პირიქით იმდენი რამე გვაქვს ქართველებს სასწავლი აქ მეტი რომ არ შეიძლება, ის გრუზინული აზროვნება რომელიც საბჭოთა სისტემა დაგვიტოვა უცხოეთში იშლება და ინგრევა, ამიტომ არც ასე არ შეგვიძლია ვთქვათ ცალხმრივად. და კიდევ, ჩვენ ის უნდა ვწეროთ, როგორ შევუსაბამოთ ჩვენი მეობა და დადებითი რასაც უცხეოთი გვაძლევს ციტატა უცხოელებით,(განსაკუთრებით-ჩინელებით)ივსება ქვეყანა...თუ საქართველო "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო "არ იქნება,ჩვენ რომ დავბრუნდებით,ან სად ვიცხოვროთ,ან ვისთან დავბრუნდეთ,ჩინელებთნ?.... ეს შეცდომაა, რადგან მასე რომ იფიქროს იმ ხალხმა, რომელიც ჩვენ გვსტუმრობს და საკვების საშუალებს გვაძლევს, უკან გაყრილები უნდა ვიყოთ, საქართველო არასოდეს ყოფილა რასისტული და არც არასოდეს იქნება, არაა ეგ ჩვენს ჯიშში და აზრონებაში მადლობა ღმერთს, არ შეიძლება საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის იყოს, ეს რასიზმია, ნაცო-ფაშიზმის ახლო ნათესავი, საქართველოში ყოველთვის ცხოვრობდა სხვადასვა ერის ხალხი მშვიდაობიანად და კეთილდღეობით, ჩინელები კი ქართული კი არა მსოფლიო პრობლემაა და ის რომ ჩვენთან ეს პრობლემა ნელნელა უფრო მეტად დგება, ეს ჩინელების კი არა ჩვენი მთავრობის ბრალია, ასე რომ პათოსს ვერ შევუერთდები, ნამდვილად არ უშლის ახალ ჩინელები ჩვენს ემიგრანტებს დაბრუნებაში ხელს ციტატა მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება! საოცრება, რაც დავწერე იმის საწინააღმდეგო უნდა დავწერო ახლა ხალხო, თვითიზოლაცია დამღუპველია და ადრე თუ გვიან უნაყოფო იქნება და არაფრის მომტანი, ეს იმის ნიშნანია, რომ ჩვენ არ ვიცით ემიგრაცია, რომ ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩვენ ან ვბერძენდებით ან ვიკეტებით, არ შეიძლება ასე, უნდა იცოდეს თქვენმა შვილმა ბერძნული ენაც, კულტურაც, კონსტიტუციაც (განა იგივეს არ თხოვთ ჩინელებს ჩვენთან ან სხვა ერს?), მაგრამ ამავე დროს ოჯახში კალი მერას ნაცვლად დღე მშვიდობისა უნდა ისმოდეს, კალას მაგივრად კეთილი... ანუ საშუალო, ვერ გამოკეტავთ შვილებს და ვერ შეზღუდავთ, მასში ისე უნდა შეერწყას ქართველობა რეალობას, რომ ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს, მეტი როგორც კარგი ქართველი, უნდა იცნობდეს სხვის კულტურას ისე, რომ საკუთარი კულტურის გაცნობა შეეძლოს. ასე რომ იდეა კარგია, მაგრამ ყველაფერი არაა რეალური და სწორი გზა, ყოველთვის შუა, სამეუფო გზით მიდის. იხარე; კაიროსი! პ.ს. არც მე ვარ საქართველოში. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი