IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ /
Ismail
პოსტი Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი #41


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი... biggrin.gif

თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ biggrin.gif ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. smile.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნანინა
პოსტი Feb 5 2010, 07:50 PM
პოსტი #42


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



Ismail
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ

ციტატა
ოსური, სომხური,

რატომ შედის ინდოევროპულ ენათა ოჯახში? მგონი მეცნიერებაში ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მოსაზრება და თუ განმიმარტავთ კარგი იქნება smile.gif
ხომ არაა ეს დაკავშირებული ხალხათა მიგრაციის ან რამე სხვა პროცესებთან? იმიტომ რომ ლოგიკურად იბერიულ-კავკასიურ და სხვა გეოგრაფიულად მონათესავე ენათა ოჯახებთან უნდა ყოფილიყო ახლოს smile.gif

იგივე შეიძლება ითქვას ბასკურისა და ქართულის ნათესაობაზეც. ტერიტორიული სიშორე მგონი არ უნდა იყოს ყურადღების მიღმა დასატოვებელი.

ანდა შესაძლებელია თუ არა ყოველგვარი კავშირის გარეშე წარმოშობილიყო მსგავსი ტიპის ენები (ვგულისხმობ მრავალპირიან ზმნას, სიტყვებს შორის მსგავსებებს და სხვა ფაქტორებს, რის გამოც ენათმეცნიერებაში საუბრობენ იბერიულ-კავკასიური და ბასკური ენების ნათესაობაზე). როგორ ხსნის ამ ყველაფერს ენათმეცნიერება?


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Feb 6 2010, 01:20 AM
პოსტი #43


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(ნანინა @ Feb 5 2010, 07:50 PM) *

Ismail
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ
რატომ შედის ინდოევროპულ ენათა ოჯახში? მგონი მეცნიერებაში ამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მოსაზრება და თუ განმიმარტავთ კარგი იქნება smile.gif

ხომ არაა ეს დაკავშირებული ხალხათა მიგრაციის ან რამე სხვა პროცესებთან? იმიტომ რომ ლოგიკურად იბერიულ-კავკასიურ და სხვა გეოგრაფიულად მონათესავე ენათა ოჯახებთან უნდა ყოფილიყო ახლოს smile.gif


იმიტომ, რომ გრამატიკით ისინი ინდოევროპულ ენებთან დგანან ახლოს და ლექსიკაშიც ძალიან დიდი სგავსებაა.

ზოგადად მიღებულია ასეთი თვალსაზრისი: ერთ ენათა ოჯახში შემავალ ენებს ოდესღაც საერთო წინაპარი ჰყავდათ, ანუ ისინი ერთი წინაპარი ენის დაშლის, შემდეგ ამ დაშლის შედეგად წარმოშობილი "შვილი" ენების კიდევ დაშლის და ა.შ. შემდეგ წარმოიშვნენ. ასევეა სომხური. მას, ისევე, როგორც სხვა ინდოევროპულ ენებ, საერთო წინაპარი ჰყავდათ, თუმცა შემდეგ, ხალხის გადაადგილების შედეგად, სომხურ ენაზე მოსაუბრე ხალხი მჭიდრო ურთიერთობაში აღმოჩნდა იბერიულ-კავკასიურ ენათა ხალხთან (მათ შორის - ქართველებთან). შედეგად, სომხურში შევიდა მრავალი სიტყვა ქართულიდან, სომხური ბგერებშიც ბევრია კავკასიურისთვის დამახასიათებელი (წ, ჭ), თუმცა გრამატიკით (და მნიშვნელოვანწილად ლექსიკითაც), იგი ინდოევროპული ენაა და ინდოევროპული ენებისათვის დამახასიათებელი სტრუქტურა და გრამატიკა გააჩნია. იგივე შეიძლება ითქვას ოსურზე.

აი ენათა ნათესაობაზე საუბრისას ძალიან საინტერესოა ზოგიერთი ძირეული სიტყვების შედარება. მაგალითად თუკი შევადარებთ ერთიდან ათამდე თვლას, აღმოვაჩენთ, რომ მაგალითად ინდოევროპულ ენებში ერთიდან ათამდე რიცხვითი სახელები მეტნაკლებად გავს ერთმანეთს... ასევე შეიძლება ითქვას სხვა მრავალ სიტყვაზეც, რომელთაც მაგალითად ოსურში და ფარერის კუნძულების ენაში საერთო ფუძე აქვთ.

ციტატა

იგივე შეიძლება ითქვას ბასკურისა და ქართულის ნათესაობაზეც. ტერიტორიული სიშორე მგონი არ უნდა იყოს ყურადღების მიღმა დასატოვებელი.
არა რა თქმა უნდაა ყურადღების მიღმა დატოვებული, თუმცა ბასკურსა და კავკასიურ ენებს შორის აღმოჩენილი მსგავსება (არა მარტო ქართულთან, არამედ ჩრდილოკავკასიურ ენებთანაც), მრავალ ეჭვს ბადებს. თუმცა, გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია.


ციტატა

ანდა შესაძლებელია თუ არა ყოველგვარი კავშირის გარეშე წარმოშობილიყო მსგავსი ტიპის ენები (ვგულისხმობ მრავალპირიან ზმნას, სიტყვებს შორის მსგავსებებს და სხვა ფაქტორებს, რის გამოც ენათმეცნიერებაში საუბრობენ იბერიულ-კავკასიური და ბასკური ენების ნათესაობაზე). როგორ ხსნის ამ ყველაფერს ენათმეცნიერება?
ენათა შორის მსგავსება ნათესაური კავშირის არსებობის გარეშე სრულიად შესაძლებელია. ასეთი დამთხვევები ხშირია, მაგრამ როცა დამთხვევა ძალიან ბევრ კომპონენტში ხდება, ეს უკვე სხვაა. მაგალითად, ქართულში არის თვლის ოცობითი სისტემა, იგივე სისტემაა ბასკურშიც და მაგალითად, უელსურ ენაში (რომელიც ინდოევროპული ენების კელტურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება). მაგრამ ბასკურში, გარდა ამისა, არის კიდევ დამატებითი ნიშნები, რაც კავკასიურ ენებშიცაა. ესაა მაგალითად, ერგატიული (მოთხრობითი) ბრუნვის არსებობა, თუნდაც ობიექტის არსებობა ზმნაში (ზმნის მრავალპირიანობა), პოსტპოზიციური ნაწევრის ქონა, დამთხვევა ლექსიკაში და სხვა... : )


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Ismail   ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა)   Feb 5 2010, 05:05 PM
კანონისტი   აუცილებელი თემაა. ...   Feb 5 2010, 06:16 PM
ქევანა   ვისაუბროთ :D ენათმე...   Feb 5 2010, 06:16 PM
Ismail   ვისაუბროთ :D ენათმ...   Feb 5 2010, 07:08 PM
ნანინა   Ismail კანონისტი დიდი ...   Feb 5 2010, 07:10 PM
Ismail   კაი დავიწყებ: : ) მოკ...   Feb 5 2010, 07:40 PM
ნანინა   Ismail ეგ ყველაფერი კა...   Feb 5 2010, 07:50 PM
Ismail   Ismail ეგ ყველაფერი კა...   Feb 6 2010, 01:20 AM
ქევანა   Ismail სემიტურში არის ...   Feb 6 2010, 12:25 PM
Ismail   Ismail სემიტურში არის ...   Feb 6 2010, 11:14 PM
ნანინა   Ismail გაიხარე, მადლობ...   Feb 6 2010, 06:32 PM
კანონისტი   ნანინა მარტივ მაგ...   Feb 6 2010, 09:37 PM
ნანინა   კანონისტი არა დავ...   Feb 6 2010, 09:41 PM
კანონისტი   ავიღოთ სპარსული და...   Feb 6 2010, 09:41 PM
ნანინა   Ismail რაღაც მსგავსზე ...   Feb 6 2010, 09:43 PM
კანონისტი   ნანინა არსებობს ვა...   Feb 6 2010, 09:48 PM
ნანინა   კანონისტი :მადლიო...   Feb 6 2010, 09:56 PM
კანონისტი   ქევანა ორპირიანი ...   Feb 6 2010, 09:57 PM
ნანინა   კანონისტი :unsure:   Feb 6 2010, 10:02 PM
კანონისტი   ისმაილზეა ნათქვამ...   Feb 6 2010, 10:14 PM
ნანინა   კანონისტი :D :D :D ხო გ...   Feb 6 2010, 10:42 PM
Ismail   ვაა, გააქტიურებულა...   Feb 6 2010, 11:07 PM
კანონისტი   ნანინა სამპირიანი...   Feb 6 2010, 10:56 PM
ნანინა   კანონისტი გერმანუ...   Feb 6 2010, 11:01 PM
KAIROS   ამხელა ხელმოწერაშ...   Feb 6 2010, 11:03 PM
Ismail   მახევ შეიძლება გა...   Feb 6 2010, 11:11 PM
Ismail   ამხელა ხელმოწერაშ...   Feb 6 2010, 11:23 PM
კანონისტი   ნანინა როგორ არ ით...   Feb 6 2010, 11:05 PM
ნანინა   კანონისტი ვწერ მე ...   Feb 6 2010, 11:07 PM
KAIROS   ახ, მახსოვს მეც ვეძ...   Feb 6 2010, 11:08 PM
კანონისტი   ნანინა ზმნა როდესა...   Feb 6 2010, 11:13 PM
ნანინა   კანონისტი :კი: გას...   Feb 6 2010, 11:15 PM
Ismail   კანონისტი :კი: გას...   Feb 6 2010, 11:18 PM
კანონისტი   KAIROS 1. ჩინურზე ჩემი პ...   Feb 6 2010, 11:19 PM
ნანინა   Ismail გასაგებია :D ანუ ...   Feb 6 2010, 11:22 PM
Ismail   მოკლედ, რახან ქარ...   Feb 6 2010, 11:50 PM
კანონისტი   ხშირად დამწერლობა ...   Feb 6 2010, 11:30 PM
ნანინა   Ismail კი ლოგიკურია ნა...   Feb 6 2010, 11:54 PM
Ismail   ნანინა [b]Ismail კი ლოგი...   Feb 7 2010, 12:03 AM
KAIROS   ეს მომეწონა :D ისე მ...   Feb 7 2010, 12:11 AM
Ismail   ეს მომეწონა :D როგ...   Feb 7 2010, 12:19 AM
KAIROS   მოდი ახლა ცოტა ხან...   Feb 7 2010, 04:34 AM
Ismail   KAIROS მოდი ახლა ცოტა ...   Feb 7 2010, 02:43 PM
კანონისტი   Ismail რა დროს შენი ხელ...   Feb 8 2010, 04:36 PM
ნანინა   კანონისტი და მაში...   Feb 8 2010, 04:45 PM
კანონისტი   ნანინა კი. :) ეგრეა. ...   Feb 8 2010, 04:52 PM
ქევანა   აუ იაპონურად ეგ სი...   Feb 8 2010, 05:03 PM
კანონისტი   ქევანა კიმივი აიშ...   Feb 8 2010, 05:07 PM
ნანინა   ქევანა :blink:   Feb 8 2010, 05:08 PM
კანონისტი   მოდით, ბრუნვებზე ვ...   Feb 8 2010, 05:11 PM
KAIROS   მკვდარია ლინკი.. ძვ...   Feb 8 2010, 08:08 PM
Ismail   KAIROS მკვდარია ლინკი.. ...   Feb 8 2010, 11:46 PM
კანონისტი   KAIROS ვერა, ვერ ვიტყვი...   Feb 8 2010, 10:13 PM
ნანინა   კანონისტი რომ გაგ...   Feb 8 2010, 10:15 PM
Ismail   უნგრულს რა, ოცდა რ...   Feb 9 2010, 02:05 PM
კანონისტი   Ismail მართალია. ავიღო...   Feb 9 2010, 02:48 PM
Ismail   1. არ უნდა დაიზარო ს...   Feb 9 2010, 03:56 PM
ნანინა   კანონისტი Ismail :მადლ...   Feb 9 2010, 04:01 PM
Ismail   ისე, ვისაც გაინტერ...   Feb 9 2010, 04:03 PM
კანონისტი   არეულ-დარეული საუბ...   Feb 10 2010, 10:48 AM
Ismail   სომხურ ენაში, თუ არ...   Feb 10 2010, 03:00 PM
კანონისტი   Ismail არტიკლებზე რაც ...   Feb 10 2010, 05:14 PM
ქევანა   მე გადავედი წაკითხ...   Feb 10 2010, 05:39 PM
ნანინა   ქევანა მეც ;) მაგრა...   Feb 10 2010, 07:41 PM
კანონისტი   ნანინა იბერიულ-კა...   Feb 10 2010, 09:12 PM
Ismail   აქვე უნდა ითქვას, რ...   Feb 11 2010, 12:51 PM
ნანინა   კანონისტი თავისთა...   Feb 10 2010, 09:20 PM
კანონისტი   ნანინა სოფ, ეგ არის...   Feb 11 2010, 12:19 PM
Ismail   ვცდილობდი გამეხსე...   Feb 11 2010, 12:37 PM
კანონისტი   Ismail და მერე "შუშან...   Feb 11 2010, 12:45 PM
კანონისტი   Ismail მე ვერ ვიხსენებ.....   Feb 11 2010, 12:52 PM
ნანინა   Ismail ზურა მგონი უფრო ...   Feb 11 2010, 05:31 PM
Ismail   Ismail ხო, მეცნიერება...   Feb 11 2010, 06:52 PM
ნანინა   Ismail არა უბრალოდ დათ...   Feb 11 2010, 06:55 PM
Ismail   ნანინა Ismail იმედია ა...   Feb 11 2010, 10:52 PM
კანონისტი   ნანინა :) :) არტიკლებ...   Feb 11 2010, 07:12 PM
ნონა   თუ არტიკლები მორჩა...   Feb 11 2010, 07:15 PM
ნანინა   კანონისტი რა ვიცი, ...   Feb 11 2010, 07:15 PM
ნანინა   Ismail გაიხარე ზურა ი...   Feb 11 2010, 10:58 PM
Ismail   Ismail გაიხარე ზურა ი...   Feb 11 2010, 11:49 PM
ნანინა   Ismail ვაა რა საინტერე...   Feb 11 2010, 11:58 PM
Ismail   Ismail ვაა რა საინტერე...   Feb 12 2010, 12:14 AM
ნანინა   Ismail აუ მინდა მაგ ენი...   Feb 12 2010, 12:19 AM
Ismail   ნანინა Ismail აუ მინდა ...   Feb 12 2010, 12:32 AM
Beowulf   Riigata Qaardalaš, neraf iisarag-nalaš-a respe...   Feb 20 2010, 03:14 AM
ნანინა   ზურა, დათო სად ხართ?...   Feb 17 2010, 01:17 AM
KAIROS   ისინი მოსვლა მერე :...   Feb 17 2010, 04:17 AM
კანონისტი   ნანინა აქ ვართ და თ...   Feb 17 2010, 03:46 PM
ნანინა   ნანინა აქ ვართ და თ...   Feb 18 2010, 08:24 PM
კანონისტი   ნანინა კი ბატონო. გ...   Feb 19 2010, 12:46 PM
KAIROS   მაგასაც აინტერესე...   Feb 20 2010, 04:47 AM
ზ უ რ ა   სათაურში რომელი ე...   Feb 26 2010, 04:52 PM
ნანინა   ზ უ რ ა მომილოცვას ...   Feb 26 2010, 05:04 PM
კანონისტი   ნანინა შენ დაკმაყო...   Feb 26 2010, 05:10 PM
ნანინა   კანონისტი კი, დავკ...   Feb 26 2010, 05:31 PM
კანონისტი   ნანინა გრამატიკულ ...   Feb 26 2010, 05:43 PM
აკაკი   ძალიან მაინტერესე...   Feb 27 2010, 01:27 PM
ზ უ რ ა   ნანინა კანონისტი გ...   Mar 1 2010, 11:18 AM
აკაკი   ზ უ რ ა ხო და კიდევ ...   Mar 1 2010, 11:20 AM
კანონისტი   აკაკი რამდენადაც ...   Mar 2 2010, 10:50 AM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th May 2024 - 11:51 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი