სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| ბარბარე |
Feb 5 2010, 08:09 PM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 |
მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით!
ცოტა სხვა სახე მიიღო თემამ... მე მინდა დასაწყისში ნათქვამი განვაგრძო... მართალია ეს ადამიანი..გადავჯიშდით ქართველები...უცხოეთში ძალიან ცუდი სიტუაციაა... თუნდაც დავიწყებ იქიდან,რომ,რამდენჯერ ვიკითხე,რატომ საბერძნეთის ემიგრანტები არ ჩანან ფორუმზე?...არ აინტერესებთ საქართველო და იმირომ...მარტო ამ ქალაში უამრავი ქართველია...რომ ჩამოდიან ,პირველ რიგში კომპიუტერს ყიდულობენ.ნუთუ არავინ იცის ეს საიტი?ან რომელიმე,სადაც ქართველი ემიგრანტები ერთმანეთს ეკონტაქტებიან... ცუდ დღეში ვართ,დამიჯერეთ...ეს ხალხი საერთოდ დამბრუნებელიც არ არის უკან...მე რომ მივდიოდი 2 წლის წინ,ვითომ, "რა კარგია,მეც როგორ მინდა წასვლაო..."მეორე წუთში კი-"ნეტა იქ რაღა უნდა გააკეთოო..." ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო...ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ,ამდენ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული,სულ სხვადასხვა კულტურა,საქციელი,თვისებები...ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!! და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა...როგორც მესმის,თვით საქართველოშია ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ...უცხოელებით,(განსაკუთრებით-ჩინელებით)ივსება ქვეყანა...თუ საქართველო "ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო "არ იქნება,ჩვენ რომ დავბრუნდებით,ან სად ვიცხოვროთ,ან ვისთან დავბრუნდეთ,ჩინელებთნ?.... პირადად მე ,დიდი სიამაყით,ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო,რომ ჩემმა შვილმა,რომელიც მალე 4 წლის გახდება,ერთი სიტყვაც არ იცის ბერძნული!ქართულად კითხულობს და ქართულ ლექსებს ამბობს.და როგორც თავიდან აღინიშნა,ქართულ იავნანას მღერის...და ქართველადაც გაიზრდება! მხოლოდ მანდ მცხოვრებ ქართველებს მინდა ძალიან შეგეხვეწოთ:გაუფრთხილდით ჩვენს საქართვლოს!!!მანდ უფრო ჭირდება გაფრთხილება და შენარჩუნება.მარტო ჭიქის მირტყმით კი არა,რაც- აქაც მშვენივრად იციან,არამედ საქმით!!!!!!!!!თორე,"ჰერო ბიჭებოზე" და "ფესვებზე"-მანდაც ყოველთვის ვტიროდი...შეინარჩუნეთ ქართული ღირსებები.ნუ შეავსებთ ჩვენს ადგილებს უცხოელებით... ჩვენც დავბრუნდებით!აუცილებლად დავრუნდებით !და ერთად ვაშენოთ ლამაზი მომავალი!!!!! |
| ნონა |
Feb 6 2010, 02:29 PM
პოსტი
#3
|
![]() მშვიდი სისოვლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამ შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო...ხანდახან იმასაც კი ვფიქრობ,ამდენ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული,სულ სხვადასხვა კულტურა,საქციელი,თვისებები...ყველა რომ დაბრუნდება,აი მაშინ იქნება საქართველო დომხალი!!!!!! ბარბარე ამაში ვერ დაგეთანხმებით საქმე იმაშია რომ განსხვავებულ კუტურათა და ცივილიაზაციათა შემოდინებას დღეს იმიგრირებული ქართველობის გარეშეც ბევრი ხელშემწყობი ყავს... თუნდაც მედია თუ ჩვენ უკან მობრუნებულ არაქართული ცნობიერების ქართველებს შეუცვლელ ქართველობას შევაგებებთ უკუ პროცესის წარმართვაც თითქმის იგივე ინტენსივობით მოხდება... ჩემი აზრით ეს არასწორად დანახული პრობლემაა კაიროსის არ იყოს არც მე მომხვდა თვალში კარგად ის სიტყვები რომ თქვენმა შვილმა ბერძნული საერთოდ არ იცის, არა იმის გამო რომ 4 წლის ასაკში ორ ენაზე ვერ მეტყველებს, არამედ იმ პათოსის გამო რომელიც იგრძნობოდა თქვენს ნაწერში, რომ ასეთი სწორხაზოვანი დამოკიდებულება იმ ენის და ერის მიმართ სადაც თავს ირჩენთ სწორად მიგაჩნიათ მაპატიეთ თუ არასწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, ცხადია კომენტარს იმაზე ვაკეთებ როგორადაც გავიგე. მე ძალიან მაღიზიანებს უცხოელი მოქალაქეები რომლებიც წლების განმავლობაში, ზოგჯერ თაობებიც ცხოვრობენ საქართველოში და ქართული არ იციან. მე მათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს შინაგანად ვერ ვღებულობ, მიუხედავად იმისა რომ არანაირი კონფლიქტი ეროვნულობასთან არ მაქვს... თუმცა ისიც მაკვირვებს რომ ზოგიერთებმა შესაძლოა მშობლიური ენაც არ იცოდნენ, თუმცა ეს სიმართლე გითხრათ არც მწყინს... -------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
KAIROS ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის Feb 2 2010, 10:02 PM
KAIROS ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 03:44 AM
damiane80
ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 10:40 AM
ნონა კაიროს აღფროვანებ... Feb 3 2010, 10:41 AM
damiane80
სინაზე არაფერ შუა... Feb 3 2010, 10:56 AM
ნონა ეჰ ჩემო დამიანე :
ეტ... Feb 3 2010, 11:02 AM
ქევანა ნუთუ ჯანო კახიძის ... Feb 3 2010, 01:31 PM
ნანინა მე ეხლა ვნახე ეს თე... Feb 3 2010, 02:06 PM
k@the
ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 03:16 PM
terra
ეს თუ იგივე ვიდეოა,... Feb 3 2010, 04:13 PM
KAIROS
ნამდვილად და ესაა ... Feb 3 2010, 08:25 PM
KAIROS
:D
ნუ მაშინებ :D
ახალ... Feb 3 2010, 09:34 PM
ნანინა KAIROS
:wub: :wub: :wub:
რა საინ... Feb 3 2010, 09:41 PM
abo KAIROS
გაიხარე ძმაო. თე... Feb 3 2010, 09:49 PM
Ligia ახლა ხალხნო, ზოგს დ... Feb 3 2010, 10:09 PM
Amuza ოო, რა კარგი თემაა, ... Feb 3 2010, 10:34 PM
abo Amuza
არ თქვა მე დავწე... Feb 4 2010, 02:44 AM
Adam აქედან გაქცეულს ვი... Feb 4 2010, 09:48 AM
ნაინა Adam
რა იოლია სხვისი ... Feb 4 2010, 10:38 AM
Adam ნაინა
ჩემი ახლობლ... Feb 4 2010, 10:51 AM
KAIROS
ადამ,
შენი პოსტები ... Feb 4 2010, 12:57 PM
Adam KAIROS
აჰმ ცოტათი მართ... Feb 4 2010, 01:08 PM
KAIROS
ეგ სამწუხარო რეალ... Feb 6 2010, 12:06 AM
ქევანა
ეს მართლაც დიდი სა... Feb 6 2010, 12:48 PM
სოფი
+1
Adam
ჯერ წადი,იცხოვ... Feb 6 2010, 05:01 PM
KAIROS ქევან,
არ გეკამათე... Feb 7 2010, 05:33 AM
ქევანა KAIROS
ეგ მესმის.
12 წლი... Feb 7 2010, 08:39 PM
ბარბარე
იცით,შეიძლება ცოტ... Feb 8 2010, 08:49 PM
iako ბავშობიდან არის რა... Feb 8 2010, 08:55 PM
salome zhvania ჩემო ადამ, შენ ეტყო... Feb 15 2010, 11:28 PM
KAIROS
ველქამე ჟვანიას ქ... Feb 16 2010, 03:45 AM
abo აი რატომ არის ქართ... Feb 18 2010, 08:41 PM
კანუდოსელი
უნდა იცოდნენ რომ მ... Feb 19 2010, 10:23 AM
ბადრი abo
გაიხარე ძმაო!
ა... Feb 19 2010, 09:03 PM
KAIROS
მაინც ვფიქრობ მას... Feb 19 2010, 11:10 PM
abo
კოსმოპოლიტიზმის ... Feb 19 2010, 11:26 PM
კანუდოსელი
კოსმოპოლიტიზმის ... Feb 22 2010, 12:03 AM
salome zhvania ...სანამ საქართველო... Feb 22 2010, 12:18 AM
KAIROS
ეგ ზედმეტია, არც არ... Feb 22 2010, 04:47 AM
salome zhvania განადგურებაში მე ი... Feb 23 2010, 04:22 AM
KAIROS ჩვენ საყვარელ ტუსტ... Mar 4 2010, 03:59 AM
Ligia
ჰოდა მაშინ
იმათ მა... Mar 5 2010, 01:58 AM
k@the KAIROS
:მპუა: Mar 4 2010, 07:27 PM
Ligia ვაიმე კაიროსა :cray: :მ... Mar 5 2010, 01:06 AM
ნანინა KAIROS
:( ეს ჩვენი რეალო... Mar 5 2010, 01:34 AM
KAIROS
ჰო მე ვარ, მაგრამ ა... Mar 5 2010, 05:00 AM
ნონა
გული შემეკუმშა... :(
... Mar 5 2010, 09:41 AM
Ligia იცით რა მიკვირს? რა... Mar 5 2010, 06:18 PM
neo მე უფრო მკაცრად შე... Mar 5 2010, 06:33 PM
დედაკაცი გამომდინარე იქედა... Oct 5 2011, 03:10 AM
დედაკაცი აქვე მინდა დავურთო... Oct 5 2011, 03:26 AM
marine "უსამშობლობამ ცო... Dec 13 2019, 09:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 11:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი