ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 6 2010, 09:48 PM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნანინა
არსებობს ვარაუდი, რომ როდესაც ინდური ტომები მიემართებოდნენ ევროპისაკენ, სომეხთა შთამომავალნი დარჩნენ აქ. საერთოდ, ასეც მოიაზრება, რომ სომეხი ერი შედგება ორი ეთნიკური ჯგუფისაგან: ჰაოსებისაგან და არმენებისაგან. ჰაოსები არიან კავკასიური მოდგმის ხალხი, ცისფერთვალება და ქერა, ხოლო არმენები - ინდური წარმოშობის, შავთვალებიანი და ხორბლისფერი. ენა აქვთ არმენების, ხოლო თვითსახელწოდება - ჰაოსების. სომხურად, სომეხთა ლეგენდარული წინაპრის, ქართლოსის ძმის ჰაოსის სახელი წარმოითქმის, როგორც "ჰაიკ". აქედან არის ნაწარმოები სომეხთა თვითსახელწოდება - "ჰაი". ჰაი-ს ძველსომხურში ემატებოდა ქვეყნის აღმნიშვნელი ნაწილაკი "ქ" (შდრ. ჯავახქ, გუგარქ...) და გამოვიდა "ჰაიქ". ეს თვითსახელწოდება ირანის გავლენით იცვლება და დღევანდელ სომხურში სომხეთს ეწოდება "ჰაი-ა-სტან". აქვე საქართველოზეც. სომხურად ქართველი ნაწარმოებია ივერიიდან. "ივერ-მა" დაკარგა თავკიდური "ი" და დარჩა "ვერ", რომელიც სომხური ფონეტიკის გავლენით შეიცვალა "ვირ"-ით ( ). ვირ-ს ემატება ზემოხსენებული "ქ" და ვიღებთ სომხურ ენაზე ქართლის უძველეს სახელწოდებას - ვირქ. ხოლო ვირ-ს თუ დავუმატებთ სადაურობის მაწარმოებელ ნაწილაკ "აცი"-ს (მოვსეს ხორენაცი, კაღანკატუაცი...), მივიღებთ ვირაცი-ს, კუმშვით - ვრაცი (ასე ჰქვია ქართველს ახლანდელ სომხურში). სპარსულის გავლენით აქედან მიიღება საქართველოს სახელწოდება სომხურად - ვრასტან. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 29th May 2024 - 11:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი