ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#1
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 6 2010, 09:57 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქევანა
ციტატა სემიტურში არის ორპირიანობაო ორპირიანი ზმნა ყველა ენას აქვს. საუბარია სამ პირზე ან ორპირიანობის კონსტრუქციულად მიღებაზე და ასევე, ზმნაში პირების ასახვაზე. ბოლო ფრაზას განვმარტავ. ორპირიანი ზმნა უამრავია და ეს საერთოა ყველა ენაში. მაგალითად, ვჭამ, ვსვამ, ვაკეთებ... ბუნებრივია, ამ ზმნას აქვს თავისი სუბიექტი და ობიექტი და შესაბამისად, ორპირიანია ყველა ენაში. პირის ასახვა ზმნაში არის ის, რომ გამოჩნდეს მოქმედებას ვინ ასრულებს და ვის მიმართ ასრულებს. ავიღოთ ჭამა. ქართულად - ვჭამ. რუსულად - kushaju ინგლისურად - I eat. ქართულ ზმნაში გარკვეულია როგორც სუბიექტი (ის არის I პირი მხ. რიცხვში), აგრეთვე ობიქტი (III პირი, მხ. ან მრ. რიცხვში). რუსულ ზმნაში გარკვეულია მხოლოდ სუბიექტი, ხოლო ობიექტი - აბსტრაქტულია და შეიძლება იყოს ნებისმიერი გრამატიკული პირი ორივე რიცხვში. ინგლისურ ენას უფრო დიდი პრობლემა აქვს. ის სუბიექტსაც ვერ განსაზღვრავს, თუკი არ დაერთო მას სუბიექტის მიმათითებელი ნაცვალსახელი (გარდა III პირისა, Eats, სადაც მხ. რიცხვში მყოფი სუბიექტი აისახება ზმნაზე). რაც შეეხება კონსტრუქციულ მიღებას. წვიმს - ერთპირიანი ზმნაა. თუმცა ქართულ ენას შეუძლია იგი "აქციოს" ორპირიანად სათანადო ნაწილაკის დართვით --> აწვიმს. ხოლო სამპირიანი ზმნები ინდოევროპულ ენებს არ აქვთ. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st June 2024 - 07:07 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი