ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 6 2010, 10:14 PM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ისმაილზეა ნათქვამი და ჩემს შესახებ - მადლი მაისხი და ააყეფეო
ლინგვისტიკა ჩემი ჰობია... ნანინა ციტატა ისე ამაზე გამახსენდა, რატომ ხდება ხშირად, რომ ერის თვითსახელწოდება და მისი საყოველთაოდ აღიარებული სახელწოდება არ ემთხვევა ერთმანეთს? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რას ჰქვია თვითსახელწოდება. ხშირად თავად ქვეყანას ეცვლება სახელი თავისსავე ენაზე, ამიტომ ძნელია სხვა ენას "მოთხოვო" რატომ არ გეძახის იმავე სახელს. საერთოდ, დაუწერელი წესია, რომ როდესაც ერს სხვადასხვა ფორმით ეძახიან სახელს, ეს მისი სიძველის ნიშანია (თუმცა არა ყოველთვის, მაგ. არაბები) ეტიმოლოგია რომ ავიღოთ, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და საფუძველი. ქართველებს გურჯებს გვეძახიან ირანის გავლენით. თავად სპარსულში ეს სახელწოდება გურგ-იდან მოდის, რაც მგლისას ნიშნავს. სლავურ ენებში გარვცელდა გურჯ-ის სახეცვლილი ფორმა - გურზ - გრუზ. ორი ენა (რაც მე ვიცი) რომელიც საქართველოს ქართ- ფუძით მოიხსენიებს არის აფხაზური და ესპერანტო (ხელოვნური ენა), შესაბამისად, ქირთ-ტვილა (ქართველთა მიწა) და Kartvelio. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 02:35 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი