ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
კანონისტი |
Feb 6 2010, 10:56 PM
პოსტი
#42
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ნანინა
ციტატა მარა ინდოევროპულ ენებს სამპირიანი ზმნები როგორ არ აქვთ? სამპირიანი ზმნის ნაცვლად უნდა თქვან წინდადება. მაგალითად, ჩვენ ვიტყვით ერთ სიტყვას: ვუშენებ. იგულისხმება რომ მე (1) ვიღაცას (2) სახლს (3) ვუშენებ. ინგლისელმა კი რა უნდა თქვას: I build a house for someone. ქართულს შეუძლია სამპირიანი ზმნა გააორპიროს. მე სახლს ვაშენებ (ორპირიანი) მე მას სახლს ვუშენებ (სამპირიანი) მე სახლს ვაშენებ მისთვის (სამპირიანიდან მიღებული ორპირიანი) ციტატა ეს "ქართ" ფუძე მე მეგონა მარტო ჩვენ გვქონდა, რა საინტერესოა ცალკე თემა შეიძლება მიეძღვნას საქართველოსა და ქართველების სახელწოდებას მსოფლიოს ენებზე. მეზობლების ენებზე, რომ იცოდეთ: რუსულად - გრუზია აზერბაიჯანულად - გურჯუსთან სომხურად - ვრასტან თურქულად - გურჯისთან კავკასიელ ხალხთა ენებზე: აფხაზურად - ქირთტვილა ოსურად - გუირძისტონ ჩეჩნურად - გუერჟიჩო ინგუშურად - გუერჟი მოხკ დაღესტნის ენებზე - გურჟისტან, მახევ (!) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th June 2024 - 12:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი