სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
| ქევანა |
Feb 7 2010, 08:39 PM
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
KAIROS
ეგ მესმის. ციტატა მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა, 12 წლის კიარა, უფრო დიდი ასაკის ადამიანიც მინახავს "სექტანტური" აზროვნებით ზოგადად ასეა, რომ ურთიერთობისას ერთი ადამიანი ახდენს მეორეზე გავლენას, და თუ საქმეში ემოცია ერთვება, ხო საერთოდ... ალბათ, ძირითადად მნიშვნელოვანი არის რა მასშტაბებშია. ცხადია, პატარაზე უფრო იოლია ზემოქმედება. ბარბარე უბრალოდ ემოციურად აღელდა. დამშვიდდება და მიხვდება, რაღაც-რაღაცეებს გაფილტრავს. თანაც, მითხარი, რაც დაწერა, ის ხომ ხდება? 1. უფრო მეტი ჩვენიანი ტოვებს ქვეყანას, და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის. ეს კარგია თუ ცუდი? 2. უცხოეთში ძალიან ადვილია იქაურ "კულტურასთან" (ძირითადად ცხოვრების წესსა და სხვა მსოფლმხედველობას ვგულისხმობ და არა კულტურას როგორც ასეთს, თუმცა ეგეც კულტურაა, ყოფითი კულტურა) ზიარება ისე, რომ საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ. ეს განსაკუთრებით იმათ მოსდით, ვინც სუსტია ან ვინც ვერ აფასებს საკუთარი ქვეყნის კულტურას. იმიტომაა რომ იქაურ აზრებს ნაზიარევი ჩამოვა აქ და ჭკუას გვასწავლის. ჩვენი გარემო ეჩვენება ჩამორჩენილად. ასეთებიც მინახავს, კაიროს ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. ამიტომ აქ ძნელია თვითრეალიზაცია. ზოგიერთ სფეროში მაინც... აბა რატომ გარბიან ჩვენი მუსიკოსები საზღვარგარეთ? აბა რატომ არის ამდენ მომღერლებს ვერ ავუდივართ, მათთვის თავიანთი მუს პროდუქტის გასაღების ბაზარი არის პატარა, ჩვენთან ფილმის გადაღება (დამოუკიდებლად) არის ძნელი, იმიტომ რომ ის ფილმი რომ გაუშვან კინოთეატრებში, თავის ხარჯებს ძლივს (ზოგ შემთხვევებში კი ვერ) დაფარავს... ამიტომაც გარბიან ზოგიერთები, ეს იქნებ ბუნებრივიცაა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული... ახლა თემის პასუხად: როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტურობა? ჩემი აზრით ეს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს, აღზრდით მიღებული, გათვითცნობიერებული; უნდა იცოდეს ვისი გორისაა, ვინაა, მაშინ არ გაუჭირდება ასეთ ადამიანს არც აქ და არც უცხოეთში. -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
KAIROS ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის Feb 2 2010, 10:02 PM
KAIROS ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 03:44 AM
damiane80
ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 10:40 AM
ნონა კაიროს აღფროვანებ... Feb 3 2010, 10:41 AM
damiane80
სინაზე არაფერ შუა... Feb 3 2010, 10:56 AM
ნონა ეჰ ჩემო დამიანე :
ეტ... Feb 3 2010, 11:02 AM
ქევანა ნუთუ ჯანო კახიძის ... Feb 3 2010, 01:31 PM
ნანინა მე ეხლა ვნახე ეს თე... Feb 3 2010, 02:06 PM
k@the
ეს ამ თემას მოუხდე... Feb 3 2010, 03:16 PM
terra
ეს თუ იგივე ვიდეოა,... Feb 3 2010, 04:13 PM
KAIROS
ნამდვილად და ესაა ... Feb 3 2010, 08:25 PM
KAIROS
:D
ნუ მაშინებ :D
ახალ... Feb 3 2010, 09:34 PM
ნანინა KAIROS
:wub: :wub: :wub:
რა საინ... Feb 3 2010, 09:41 PM
abo KAIROS
გაიხარე ძმაო. თე... Feb 3 2010, 09:49 PM
Ligia ახლა ხალხნო, ზოგს დ... Feb 3 2010, 10:09 PM
Amuza ოო, რა კარგი თემაა, ... Feb 3 2010, 10:34 PM
abo Amuza
არ თქვა მე დავწე... Feb 4 2010, 02:44 AM
Adam აქედან გაქცეულს ვი... Feb 4 2010, 09:48 AM
ნაინა Adam
რა იოლია სხვისი ... Feb 4 2010, 10:38 AM
Adam ნაინა
ჩემი ახლობლ... Feb 4 2010, 10:51 AM
KAIROS
ადამ,
შენი პოსტები ... Feb 4 2010, 12:57 PM
Adam KAIROS
აჰმ ცოტათი მართ... Feb 4 2010, 01:08 PM
ბარბარე მოგესალმებით ყველ... Feb 5 2010, 08:09 PM
ნონა
ძალიან ბევრი არას... Feb 6 2010, 02:29 PM
KAIROS
ეგ სამწუხარო რეალ... Feb 6 2010, 12:06 AM
ქევანა
ეს მართლაც დიდი სა... Feb 6 2010, 12:48 PM
სოფი
+1
Adam
ჯერ წადი,იცხოვ... Feb 6 2010, 05:01 PM
KAIROS ქევან,
არ გეკამათე... Feb 7 2010, 05:33 AM
ბარბარე
იცით,შეიძლება ცოტ... Feb 8 2010, 08:49 PM
iako ბავშობიდან არის რა... Feb 8 2010, 08:55 PM
salome zhvania ჩემო ადამ, შენ ეტყო... Feb 15 2010, 11:28 PM
KAIROS
ველქამე ჟვანიას ქ... Feb 16 2010, 03:45 AM
abo აი რატომ არის ქართ... Feb 18 2010, 08:41 PM
კანუდოსელი
უნდა იცოდნენ რომ მ... Feb 19 2010, 10:23 AM
ბადრი abo
გაიხარე ძმაო!
ა... Feb 19 2010, 09:03 PM
KAIROS
მაინც ვფიქრობ მას... Feb 19 2010, 11:10 PM
abo
კოსმოპოლიტიზმის ... Feb 19 2010, 11:26 PM
კანუდოსელი
კოსმოპოლიტიზმის ... Feb 22 2010, 12:03 AM
salome zhvania ...სანამ საქართველო... Feb 22 2010, 12:18 AM
KAIROS
ეგ ზედმეტია, არც არ... Feb 22 2010, 04:47 AM
salome zhvania განადგურებაში მე ი... Feb 23 2010, 04:22 AM
KAIROS ჩვენ საყვარელ ტუსტ... Mar 4 2010, 03:59 AM
Ligia
ჰოდა მაშინ
იმათ მა... Mar 5 2010, 01:58 AM
k@the KAIROS
:მპუა: Mar 4 2010, 07:27 PM
Ligia ვაიმე კაიროსა :cray: :მ... Mar 5 2010, 01:06 AM
ნანინა KAIROS
:( ეს ჩვენი რეალო... Mar 5 2010, 01:34 AM
KAIROS
ჰო მე ვარ, მაგრამ ა... Mar 5 2010, 05:00 AM
ნონა
გული შემეკუმშა... :(
... Mar 5 2010, 09:41 AM
Ligia იცით რა მიკვირს? რა... Mar 5 2010, 06:18 PM
neo მე უფრო მკაცრად შე... Mar 5 2010, 06:33 PM
დედაკაცი გამომდინარე იქედა... Oct 5 2011, 03:10 AM
დედაკაცი აქვე მინდა დავურთო... Oct 5 2011, 03:26 AM
marine "უსამშობლობამ ცო... Dec 13 2019, 09:54 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th December 2025 - 11:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი