ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეროვნული იდენტურობის შენარჩუნებისათვის, ანუ ჩვენ ქართველები ვართ! |
KAIROS |
Feb 2 2010, 10:02 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ჩვენ ვინც ქართველები ვართ და ჩვენ, ვისაც ოდნავ დიდხანს გვიცხოვრია უცხოეთში, და თანადროულად ვამაყობთ და გვიხარია ქართველობა, აშკარად ვგრძნობთ იმასაც, როგორ ვდგავართ გადაშენების საშიშროების წინ...
ამას წინათ, ამერიკაში ყოფნისას, ვნახე, როგორ საუბრობდნენ ქართველი ბავშვები ერთმანეთში ინგლისურად, თან ყველა ქართველი იყო, იგივე ვნახე ყველგან, მეტიც... აქცენტით ლაპარაკობენ ქართულად, საშინელი უცხოური აქცენტით... მე, მიცნობთ ასეთუისე, ფსევდო და ურა პატრიოტიზმი არ მახასიათებს, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ ქართველები ორი მიზანი უნდა ქონდეთ, სამშობლო არ დაივიწყონ და ენა, ყველაზე კარგი იქნება თუ დაბრუნდებიან, და თუ ვერა, მაშინ უნდა იცოდნენ რომ მათი სამშობლოა საქართველო. თქვენმა შვილებმა ქართული იციან? ეს კითხვა, რაც ფესვებში გაისმა, დღესაც ისმის ყველგან, სადაც ქართველები ცხოვრობენ, დაბრუნების მომენტი ვისაც გამოეპარა, ენა შეუნახონ შვილებს უნდა.. მე პატარა ქართველი ვარ! აი ასე უნდა დაიწყოს ყველამ საუბარი, აქედან და ასე! დღემდე სადაც ამას ვფიქრობ, ჩვენ ხალხის გადარჩენის იდეა, უცხოეთში როცა ცხოვრობენ არის ენის შენარჩუნება, ოჯახში ქართულად უნდა ილაპარაკონ, სიმღერა უნდა იცოდნენ ქართულად, ცეკვა, ტირილი უნდა იცოდნენ ქართულად და მოფერებაც ქართულად მომენატრა საქართველო და ყველაზე მეტად იმის მეშინია, მაქ ჩამოსულს უკან დაბრუნება არ მაფიქრებინონ, მარტო მე კი არა, ჩემნაერს ათასს და ათი ათასს, მაგრამ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩვენ უნდა ვთქვათ: We are georgians Noi Siamo georgiani Nous sommes des Géorgiens Vi er georgierne Wir sind Georgier Vagyunk a grúzok Jesteśmy Gruzinów Мы грузины!!! ჩვენ ვართ ქართველები და უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ ეს მივიტანოთ ჯერ ჩვენივე ქართველების გულთან, მერე ჩვენს მასპინლებთანაც... როგორ და რანაირად თქვენ დაწერეთ, ასევე მოვუყაროთ თავი ყველაფერს რაც ხდება ემიგრაციაში ქართველების სასიკეთოდ, ჩვენი კულტურის, ჩვენი ენის და ისტორიის გასავრცელებლად... დავიწყებ იმით, რომ გუშინწინ მილანში ძალიან ლამაზი საღამო მოეწყო, თქვენს მონა-მორჩილს ქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიეღო ამ შეხვედრაში და ქართულ იავნანზეც ბევრი ცრემლმომდგარიც ვნახე, ისევ ჩემივე ჩათვლით რა თქმაუნდა... http://www.facebook.com/group.php?gid=110999220463 http://www.conlageorgianelcuore.it/immagin...010%20final.pdf ასე შევკრიბოთ ინფორმაციები და აქაც გავერთიანდეთ. იქართველეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ბარბარე |
Feb 8 2010, 08:49 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 113 რეგისტრ.: 11-June 08 წევრი № 5,054 |
[quote]პირიქით იმდენი რამე გვაქვს ქართველებს სასწავლი [/quote]
იცით,შეიძლება ცოტა ცხარედ მომდის,მაგრამ ეს ჩემებური ხედვაა:მე იმას ვხედავ,რომ აქაური ქალები მხოლოდ სიგარეტის მოწევას სწავლობებ,ხოლო ბიჭები-"პრიჩოსკების" და ტატუების გაკეთებას... აქვე ავGნიშნავ,რომ,რათქმაუნდა,უმეტ სობ.ძალიან კარგი ადამიანიც ბევრია...უბრალოდ ასეთებიც იმდენია,რომ ჩანს!!ეს ხალხი მართლაც თავის სარჩენად მაინც არის ჩამოსული.საკონსულოში რა ხდება...იმათ იმათ მხოლოდ ფრაპეს დალევა ისწავლეს...(ეს საკონსულოები -კიდევ ერთი საკითხია!) [quote]არ შეიძლება საქართველო მხოლოდ ქართველებისათვის იყოს, ეს რასიზმია, ნაცო-ფაშიზმის ახლო ნათესავი,[/quote] ნაცისტი არ ვარ ნამდვილად.დალიან კარგი მეგობრები მყავს ქურთები და ოსები...ისე მთავრობა ვიგულისხმე ზუსტად.უცხოელებს ხომ უწყობს ხელს შემოსვლაში და ჩასახლებაში...თავისი გასული ხალხისთვისაც გააკეთოს რამე...ეს კიდე ცალკე დიდი თემაა ჩემთვის...და ძალიან მტკივნეული,რადგან პირადად ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია წამოსვლა,მაგრამ მეუღლე არ მომყვება...ცხოვრების ნახევარზე მეტი აქ გაატარა და ვერ რისკავს... [quote]ანუ საშუალო, ვერ გამოკეტავთ შვილებს და ვერ შეზღუდავთ, მასში ისე უნდა შეერწყას ქართველობა რეალობას, რომ ერთმანეთს ხელს არ უნდა უშლიდეს[/quote] ის რომ ცოტა მართლაც გამოკეტილები ვართ,ეს მართლეც პრობლემაა,მაგრამ ყველა ადამიანს თავის ფსიქიკა აქვს და მე ვერ ავიტანე,რომ ლაწირაკი ბავშვები ჩემ შვილს არ ეთამაშებიან მხოლოდ იმიტომ,რომ,მამას ნაცვლად დედას მეძახდა... ისე ბერძნები მართლაც ძალიან ნაცისტები არიან,და მათ ენააუდგმელ შვილებშიც ყვირის გენი...ბავშვმა,რომელმაც ჯერ ლაპარაკი არ იცის,იმდენს ასხვავებს,რომ თავის ტოლი ბაბშვი ბერძნულად არ მეძახის , მიტრიალდება და აღარ ეთამაშება...ხოდა ,რა ვქნა ,ვერ ავიტანე!!!აქ ერთი გოგონა ცხოვრობს,აქ გაიზარდა,ახლა 15 წლისაა და იმის შემხედვარე,წინასწარ რამის გავგიჟდე.არც ერთი მეგობარი არ ყავს,იმიტომ რომ ბერძნებისგან სულ გარიყულია"სკოლაშიც და გარეთაც... სწავლას რაც შეეხება:გაისად ბაღში მივა და რა თქმა უნდა ისწავლის ენას[მეც არ ვიცი წესიერად,მას რა ვასწავლო...]ჯერ ქართული უნდა ისწავლოს კარგად,რომ მიხვდეს რომელია მშობლიური ენა,ბერძნულს მოასწრებს,თუ ღმერთმა ნუ ქნას და ,აქ მოგვიწია დიდხან ყოფნა... ის რომ უკვე ანბანი და ლექსები იცის,იმიტომ სულაც არა,რომ საქართველოში არ ვართ,უბრალოდ მე ესე მესმის ბავშვის აღზრდა,თანაც ნიჭი აქვს და იმახსოვრებს.-რატომაც არა... [quote]ზოგმა უბრალოდ არ იცის რა არის სამშობლო; ზოგი, რაოდენ სამარცხვინო ან საშინელიც არ უნდა იყოს, ასე ფიქრობს: სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ, ისაა ჩემი სამშობლო[/quote] +1 მეც ზუსტად ამას ვგულისხმობ!!!!! [quote]ემიგრაციაში ქარტველების არ არიან ერთიანები, რომ ჩვენ ან ვბერძენდებით ან ვიკეტებით, [/quote] ზუსტად ასეა ჩემო კარგო,მეც ზუსტად ამას ვჩივი!!!ვინც ვიკეტებით,იმიტომ რომ არ გავბერძენდეთ...ვინც მუშაობს-ერთმანეთს ჭამენ სამსახურების გულისთვის...ერთიანობაზე,საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია!!!!!!!!ძალიან ,ძალიან სამწუხაროა!!!!!!!!! [quote]თუ ყველა ის ადამიანი, მე რო მიყვარს, გვერდით მეყოლებოდა , არანაირად არ მომენატრებოდა შენი საქართველო..[/quote] "ნოსტალგია"თუ სისხლში არა გაქვს,ვერ ისწავლი 1000 წელი რომ იცხოვრო!!!!ოღონდ-მე ჯერ არ მინახავს სხვა ერი,ეს თვისება ქონდეს.ერთი გერმანელი ნაცნობი მყავს,ეკლესიაში გავიცანი.მართლმადიდებლობის მისაღებად დატოვა გემანია."უფალს ვეძებდი და აქ ვიპოვეო"-ძალიან ღრმადმორწმუნეა,მაგრამ ნოსტალგია რა არის -არ იცის...აფსოლუტურად არავინ და არაფერი მენატრებაო...[quote]ბარბარეს შემართებაში სწორედ იზოლაცია დავინახე და არა ასე ვთქვათ, ენის პრობლემატიკა. ეს იზოლაციის მცდელობები ყველგან და ხშირად შეიმჩნევა, მე 12 წლის ბავშვზეც დამინახავს ძალადობითი იზოლაცია, და რაღაც სექტანტური აზროვნება ჩამოყალიბდა, ამათი ყველაფერი ცუდია, ჩვენი მხოლოდ დ ა.შ. ეს ცუდი დამოკიდებულებაა, მცდარი და მავნე. ასე რომ ისევ შუა გზაა საჭირო.[/quote] მხოლოდ იმაში გეთანხმები,რომ "ოქროს შუალედი"ყველგან და ყველაფერში!მაგრამ,არავითარი ძალადობა!!!!!!!!!!!!!ის რომ ვერ ავიტან ჩემი შვილის დაჩაგვრას,ძალად იზოლაციას არ ნიშნავს!!!პირველივე შემთხვევის შემდეგ წამოვიყვან ჩემ შვილებს აქედან...ასე მწარედ იმიტომ ვსაუბრობ,რომ არ მინდა ჩემი შვილები აქ გაიზარდონ,გაბერძენდნენ-ან დაიჩაგრონ,ისე შეეჩვიონ აქაობას,რომ წამოსვლა აღარ უნდოდეთ...პირდად ჩემს თავზე აღარაფერს ვამბობ...ისედაც უამრავი პრობლემა და სადარდებელია ამ ქვეყანაზე,და კიდევ ზედმეტი ტანჯვა და დამცირება ,მხოლოდ იმიტომ,რომ "ქსენია"?ანუ უცხო!!!!!!!! [quote]ბარბარე უბრალოდ ემოციურად აღელდა. დამშვიდდება და მიხვდება, რაღაც-რაღაცეებს გაფილტრავს. თანაც, მითხარი, რაც დაწერა, ის ხომ ხდება? 1. უფრო მეტი ჩვენიანი ტოვებს ქვეყანას, და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის. ეს კარგია თუ ცუდი? 2. უცხოეთში ძალიან ადვილია იქაურ "კულტურასთან" (ძირითადად ცხოვრების წესსა და სხვა მსოფლმხედველობას ვგულისხმობ და არა კულტურას როგორც ასეთს, თუმცა ეგეც კულტურაა, ყოფითი კულტურა) ზიარება ისე, რომ საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ. ეს განსაკუთრებით იმათ მოსდით, ვინც სუსტია ან ვინც ვერ აფასებს საკუთარი ქვეყნის კულტურას. იმიტომაა რომ იქაურ აზრებს ნაზიარევი ჩამოვა აქ და ჭკუას გვასწავლის. ჩვენი გარემო ეჩვენება ჩამორჩენილად. ასეთებიც მინახავს, კაიროს ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა. ამიტომ აქ ძნელია თვითრეალიზაცია. ზოგიერთ სფეროში მაინც... აბა რატომ გარბიან ჩვენი მუსიკოსები საზღვარგარეთ? აბა რატომ არის ამდენ მომღერლებს ვერ ავუდივართ, მათთვის თავიანთი მუს პროდუქტის გასაღების ბაზარი არის პატარა, ჩვენთან ფილმის გადაღება (დამოუკიდებლად) არის ძნელი, იმიტომ რომ ის ფილმი რომ გაუშვან კინოთეატრებში, თავის ხარჯებს ძლივს (ზოგ შემთხვევებში კი ვერ) დაფარავს... ამიტომაც გარბიან ზოგიერთები, ეს იქნებ ბუნებრივიცაა, მაგრამ ბალანსი უნდა იყოს დაცული... ახლა თემის პასუხად: როგორ შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტურობა? ჩემი აზრით ეს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს, აღზრდით მიღებული, გათვითცნობიერებული; უნდა იცოდეს ვისი გორისაა, ვინაა, მაშინ არ გაუჭირდება ასეთ ადამიანს არც აქ და არც უცხოეთში.[/quote] ყველაფერში ხუთიანი!!!!!! [quote]საკუთარის დაფასება ავიწყდებათ ან იგნორირებას უკეთებენ.[/quote] [quote]იუმორინაში კვირიკაშვილის ერთერთ სკეტჩში იყო "ბებია ბებია, მოჟნა მოი გოსწ ქამ ინ"-ო [/quote] ალბათ ყველა ქვეყანაში ასეა,მე რომ ამათი ქართული საუბარი მოვისმინე თავიდან,გავგიჯდი!!ზოგიერთის ლაპარაკს დღემდე ვერ ვიგებ...კიდე-სამი ქართველი "მოზრდილი" რომ ზის და ბერძნულად ლაპარაკობს....--ეს იდენტურობის შენარჩუნებას არ ეხება?? [quote]საქმე იმაშია რომ განსხვავებულ კუტურათა და ცივილიაზაციათა შემოდინებას დღეს იმიგრირებული ქართველობის გარეშეც ბევრი ხელშემწყობი ყავს... [/quote] ეს ცოტა ორაზროვნად დავწერე,პირდაპირ მომერიდა და იმიტომ...მე კულტურა კი არა,ზნეობა და პატიოსნება ვიგულისხმე... ps:და საერთოდ:არც ერთ ქვყანას არ ვაყნებ შეურაცხყოფას.ყველგან არის დასაფასებელიც და ცუდიც.მე ჩემი პირადი სულიერი გასაჭირი გაგიზიარეთ... უფალმა გაგვაძლიეროს ღვთის სიყვარულში და ქრისტეს მოთმინებაში!!!!!!!! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:21 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი