ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ენათმეცნიერება (ლინგვისტიკა), Ieithyddiaeth / Málvísindi / בלשנות / Hizkuntzalaritza / Тыл үөрэҕэ / |
Ismail |
Feb 5 2010, 05:05 PM
პოსტი
#41
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შეიძლება დიდი გამოხმაურება ვერ ჰპოვოს, მაგრამ ეს თემა რომ არ ყოფილიყო ჩემს განყოფილებაში, ვერ დავუშვებდი...
თუკი ამ ფორუმზე ვინმე ხართ ამ თემაზე ჩემსავით (და კიდე ერთივით, სახელს და გვარს არ დავასახელებ ) გადარეული, შეგვიძლია ვისაუბროთ ყველაფერზე: ბასკური ენის კავკასიურ ენებთან კავშირით დაწყებული მსოფლიო მასშტაბით ერგატიული კონსტრუქციებისა და პოლიპერსონალრი ზმნების გავრცელებით დამთავრებული. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Ismail |
Feb 9 2010, 02:05 PM
პოსტი
#42
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ციტატა არის ენები, 13–15 ბრუნვა აქვს. უნგრულს რა, ოცდა რაღაცა არ აქვს სულაც? ისე, ბრუნვების სიმრავლე არაა გასაკვირი. მაგალითად, ქართულში სახელზე -ში, -ზე, -დან, -ვით, -თვის -მდე და სხვა სუფიქსების დართვა ბრუნვას არ გულისხმობს და ეს სუფიქსებიც ბრუნვის ნიშნებად არ მიიჩნევა, რადგან ითვლება, რომ ეს სუფიქსები ერთვის უკვე არსებულ რომელიმე ბრუნვას (მაგალითად: -ში ერთვის მიცემით ბრუნვას, -თვის - ნათესაობითს და ა.შ.). თუმცაღა, ზოგიერთ შემთხვევაში (მგალითად -ში) ბრუნვის ნიშანი საერთოდ დაკარგულია და სუფიქსი პირდაპირ სახელს ერთვის. თუ დავუშვებთ, რომ ეს სუფიქსები ბრუნვის გარეშე ერთვოდეს არსებით სახელს, გაცილებით მეტ ბრუნვას მივიღებთ, ვიდრე გვაქვს. ასე ხდება იმ ენებშიც, რომლებშიც ქართულზე მეტი ბრუნვაა. იქ აღნიშნული სუფიქსები (და კიდევ სხვებიც) პირდაპირ ერთვის სახელს და ცალკე ბრუნვას ქმნის. ასეა მაგალითად ინგლისურშიც: ჩამოთვლილი სუფიქსების აღმნიშვნელი პრეფისქები (in, on, from, as, for და ა.შ.) სახელს ბრუნვის ნიშნის არმქონე სახელობით ბრუნვაზე ერთვის (ანუ არც ერთ ბრუნვაზე არ ერთვის), თუმცა იქ ეს ფორმები იმიტომ არ ითვლება ბრუნვებად, რომ ეს პრეფიქსები სიტყვისგან განცალკევებულია. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th June 2024 - 02:55 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი